Posts Tagged ‘forum’

ტრილერი Vol.2: BMW 528 E39 M52TU

ნოემბერი 10, 2011

***ჩემი მანქანის ისტორია, სერია მეორე ***

გავიდა სადღაც კვირაზე მეტი, დავიარები დაგრუზული.. ვფიქრობ რა ვიღონო და ვხვდები რო ვერაფერსაც ვერ ვიზამ – ეს კი უარესად მგრუზავს.

ჩემმა ძმამ მათხოვა მანქანა ცოტა ხნით და იმითი დავგორავ. ერთხელაც, პატარა პრობლემა აქვს ამ მანქანას და ავდივარ არაბოსთან (ეს ის ადგილია სადაც ე.წ. ფუჟონები (გადამყვანები ჩამიყენა გიორგიმ).
– გამარჯობათ – ვამბობ
– გაუმარჯოს, როგორ ხარ?
– ცუდათ.
– რატო რა მოხდა? – შემომხედეს

.. მოკლედ ვყვები ჩემი ისტორიის ბოლო ნაწილს.
– რას ამბობ ტო? ვარიანტი არაა – მეუბნება გიორგი.
– ვარიანტი კიარა, ფაქტია გიო – წყნარად ვპასუხობ.
– არ მჯერა! ეგ კიარა, როგორი მატორი გავაკეთეთ ეგრე იცი? M60 იყო, V8 4.0, როგორი გადახურებული იყო იცი? დაჩიკები იყო ჩამოღვენთილი ზედ თუ რამე იყო პლასტმასის, იმაში ჩავსვი ეგ ფუჟონები და დაამ$%^ლა კიდეც გალოვკა ზედ, და შენი მატორი კიდე მაგარ წიწკვ ვიდზე იყო, ვარიანტი არ იყო იმსიგრძე ფუჟონები მოწყვეტილიყო.

– რა ვუყო გიო, ასე მითხრეს.. ეგ კიარა მეც იქ ვიყავი, საკაიფოდ მოჭერილი იყო და კიდე რო უჭერდა უცებ ადვილად წამოვიდა.
– კაცო ეგ შეიძლება სხვა რამე იყო, ან ბოლტი გაიწელა, ან ბოლტის რეზბა მოჯდა ფუჟონის რეზბაში, ან ფუჟონი მოჯდა ბლოკში. – მეუბნება აღელვებული.

… მე ვდუმვარ..

გონების რაღაცა ნაწილში იმედმა გაიელვა.. რაიცი და მართლაც რაღაცა პადობნი ყ#$ბა მოხდა და გადარჩენილია ბლოკი ნორმაშია..
მარა უცებ ბაბაახ! გონების მეორე ნაწილმა გააქრო ეს იმედი.

..აღარ მინდა ეს იმედები და ემოციები. დავიღალე ძალიან ამაზე ნერვიულობით ხან კი.. ხან არა.. ხან გაკეთდება ხან რაღაცა ჯანდაბა ჭირს..
ვუყურებ გიორგის ცივი უემოციო თვალებით და არ ვიცი რა ვუპასუხო.

– წამო ჩავიდეთ ერთი მანახე რა… – მეუბნება ჩემი შემხედვარე შეწუხებული.
– წამო რა.. – ვპასუხობ ასევე უემოციოთ მარა ვგრძნობ რო იმედის პატარა ნაპერწკალმა ისევ გაიელვა.. თან ბევრად უფრო ძლიერმა ვიდრე წეღან.
ჩავჯექით მანქანაში, ჩავედით ოპელის ცენტრში. გზაში არაფერს ვამბობ, გიორგიც დუმს.

მივედით, გავაღე მანქანა, ავწიე კაპოტი. მივიდა გიორგი და დახედა..
უცებ ემოციურად – რა გინდა მაგის დედა ვატირე, რას ერჩი ტო? საკაიფოდაა, სადაა მოწყვეტილი მანახე აბა?

– რავი გიო.. – ავღელდი მეც ცოტა, – მოიცა დავუძახებ და გეტყვიან.
გავარკვიეთ რომელიც წამოვიდა..
– აუ დამიჯერე რა – ამბობს გიო – არ მახსოვს როგორ ჩავსვი და დავტოვე? ჩემი ხელით გავაკეთე და ვიცი რომელი როგორ დონეზე დარჩა ზედაპირიდან
და აგრძელებს.
– ეს არ არის მოწყვეტილი – ამბობს ხაზგასმით.
პასუხად ჩემი დუმილია, ვგრძნობ რომ იმედმა ამიტანა ჩემი სურვილის საწინააღმდეგოდ.
– მოიტა აბა ერთი ბოლტი, ჩავსვავ და ხელით დავეჯაჯგურები და გამოჩნდება.
უცებ გავაჩინე ბოლტი და მისი კლუჩი, ჩასვა გიორგიმ ბოლომდე და ეჯაჯგურება, თან იძახის:
– აჰა, რა გინდა ბოლომდე ჩავსვი და არ მოძრაობს.. ვარიანტი არაა ეს ფუჟონები რო მოწყდეს.

გაურკვეველმა ემოციამ ამიტანა, ვგრძნობ რომ ხელები ამიკანკალდა… კაი გაზაობისას რო გამოიყოფა ის დოზა ადრენალინია, კოჭებში ეტყობა
– ვახ.. გიო, რა ვქნათ?
– რა უნდა ქნა, მოიტა გალოვკა და დაგიმაგრებ..

გიჟივით შევრბივარ შენობაში დათოსთან:
– დავით, არ არი მოწყვეტილი ის ჩემისა, გიორგი ბლოკს დამიმაგრებს, შემოვაგოროთ რა, და მოამზადე გალოვკა და რაც საჭიროა – მივაძახე და გამოვრბივარ უკან, ნეტა რა მარბენინებს..
მოკლედ, შევაგორეთ მანქანა, დავითრიეთ გალოვკა, ჩამოვაცვით, დაითრია გიორგიმ ნიუტონმეტრი და ჰაიდა.. როგორც თვითონ თქვა დაამუ%^&ლა ზედ
– დავით, როდის ააწყობ დანარჩენს? – ვეკითხები დათოს უაზროდ კარგ ხასიათზე მყოფი.
– დღესვე დავიწყებ, ხვალე მოვრჩები.
– ხარაშო – ვეუბნები და გიორგი მიმყავს უკან.
გზაში დიალოგი:
– ვა გიო.. არ მჯერა ტო.. ესეიგი არ იყო მოწყვეტილი ეგ დედა$%^%&ი.
– არა ტო, ხო გითხარი არ ტყდება ეგ ფუჟოენბი, მაგხელა ყლინჯობა ზის და რა მოწყვეტავს.
– ვაახ, აზზე ხარ ტო? ესეიგი არ იყო მოწყვეტილი მე მაგის დედას #$%#$%
– ხო.. არ იყო..
– მაგის დედა ვატირე აზზე ხარ? ცოცხალი იყო ბლოკი!!
გიორგი უკვე აღარ მპასუხობს, ხვდება რომ არც ვუსმენ.

მოკლედ, მეორე დღეს რათქმაუნდა ფეხზე დავიკიდე სამსახური, დილიდანვე დავერჭვე, მობილური გამოვრთე და დიდი ამბით ვადევნებდი თვალს როგორ აიწყო ჩემი მატორი.

იმავე საღამოს უკვე ქალქაში კატაობით ვერ ვძღებოდი..
შესაბამისად სახლშიც ღამის 4 საათზე მივედი.

ასე იყო ჩემი ტანჯულა მანქანის ბედკრული ისტორია ჰოლივუდისებრი ჰეპი ენდით.

გაიხაროს ყველა იმან ვისაც ჩემი ამბავი გაუხარდება.

პ.ს. დიდი მადლობა ყველას რჩევებისა თუ გამოთქმული აზრებისათვის.

by ME from forum.ge

Advertisements

ტრილერი Vol.1: BMW 528 E39 M52TU

ნოემბერი 10, 2011
გაზაფხულის ნათელი მზიანი დილა იყო.
 
გავიღვიძე და მივხვდი რომ რაღაცა სიახლის სურივლი მქონდა. გონებაში გადავავლე თვალი ჯერ კიდევ მძინარე აზრებს თვალი და გავიფიქრე ახაილ მანქანა არ მაწყენდა თქო. მშვენიერი მანქანა მყავდა მაგრამ.. “..მე უფრო ლამაზი მინდა”.
 
გადავურეკე მეგობარს და ჩემი შესანიშნავი იდეა შევატყობინე. იმ საღამოს დამირეკა და მითხრა.
 
– მე ბანკიდან სეხს ავიღებ და შენ მანქანას დავითრევ, და შენ რო გინდა ისეთი თანამშრომელს ყავს, ვნახოთ და თუ მოგეწონება დაითრიე.
– ძალიან კარგი – ვუპასუხე მე და ამ იდეით აღტაცებულბა დავიწყე დასამატებელი ფულის ჩალიჩი.
 
მოკლედ, აიღო ჩემმა მეგობარმა სესხი, წავედით მისი თანამშრომლის მანქანის სანახავად და რატომღაც არ მომეწონა..
 
მე მორიგმა იდეამ დამარტყა, მოდი გერმანიაში წავალ და მეთვითონ ჩამოვიყვან, თან იაფი დამიჯდება, თან ევროპას ვნახავ, თანაც ჩემ გემოზე ავარჩევ პიპიას თქო.
 
ბევრი რომ არ გავაგრძელო, მოვაგვარე ყველაფერი, ვიშოვე ფული, წავედი გერმანიაში, ბევრი ვეძებე თუ ცოტა ვეძებე ვნახე მანქანა რომელიც მომეწონა. დადიოდა იდეალურად, კაპოტზე პატარა მინარტყამი ქონდა, ამიტომ იაფად იყო. გამოვუშვი კონტეინერით და მეც ჩამოვედი.და.. დაიწყო.გააცხელა წყალი. 1 კვირის ძებნის შემდეგ, რომლის განმავლობაშიც, ჯერ მითხრეს რადიატორი აპარებს წყალსო.. შემდეგ რადიატორის კრიშკაო.. შემდეგ თერმოსტატიო.. აღმოჩნდა რომ მანქანის მატორი იყო გადახურებული, შესაბამისად პრაკლადკა იყო გამოსაცვლელი. გამოვაგზავნინე მეგობარს პრაკლადკა (და თერმოსტატი, რომელიც მიზეზის ძებნის დროს გამიფუჭეს) , ვიყიდე ზეთი, ფილტრი და მივუყვანე ხელოსანს.
 
როდესაც ველოდებოდი ზარს ხელოსნისგან რომ, მზადაა მანქანა მოდი წაიყვანეო ხელოსანი მირეკავს რომ, გალოვკას როცა ვადგავდით, ბლოკში რეზბა მოწყდაო.
 
ოოო….. ეს ცუდია.
 
– რა უნდა ვქნათ? – ვეკითხები მე.
– … არ ვიცი.
– ხო მარა რას შვებიან ასეთ დროს?
– არ ვიცი.. – მპასუხობს.
– როგორ არ იცი კაცო? რამე გამოსავალი არ არის? – ავღშფოთდი.
– არა.. ბლოკია ახალი საჭირო – მიპასუხა
– რას ამბობ კაცო? და რა ღირს ბლოკი? სად ვიშოვი? – გავიტეხე მაგარი..
– თბილისში ვერ იშოვი.. და რამოდენიმე ათასი ღირს..
.. წნევამ ამიწია, ვიგრძენი რო წნევა მომაწვა..
– და რატო მოწყდა?
– გადახურებულ ბლოკებზე ასეა, ეს ხომ ალუმინისაა – მიხსნის..
… დუმილი.
… დუმილი იქიდანაც.
– კარგი – ვეუბნები
– კარგად – მპასუხობს.დავიწყე ფორუმებში ძებნა, ინფორმაციის მოპოვება, სხვადასხვა ხალხთან დარეკვა. დამირეკა იგივე ხელოსანმა და მეუბნება, რა არის იცი, არის Wurt- ის გადამყვანები, რომელიც მოწყვეტილი რეზბის ადგილას ჯდება, უფრო დიდია, შიგნით რეზბა აქვს და ამას აყენებენ მარა.. არ ამართლებს.
 
სხვა გზა არ მქონდა, წავედი ვიყიდე რამოდენიმე გადამყვანი Wurt-ში, მივედი ხელოსანთან და მეუბნება – ამეებს ახლა ჩაყენება უნდა, წამო ავიდეთ ბარადასთან იქ არიან ტოკრები და ვკითხოთ ვინ ჩააყენებს.
ავედით.
 
მივედით ერთთან.. გვეუბნება, – ეგ რო ჩაყენდება მერე უნდა დადუღდეს, და რკინას ალუმინზე ვერ დავადუღებ.
 
გავიტეხე..
მივედით მეორესთან.. – არ მცალია
ამის დედაც..
მივედით მესამესთან – ეგ მე გაკეთებული მაქვს და არ მუშაობს, გადამწვანიც წყდება.
 
ოოოოო…. ძალიან ცუდია
მივედით მეოთხესთან – აზრი არ აქვს ბიჭებო, ტყუილად იჩალიჩებთ გააკეთეს უკვე ეგ და არ გამოდის რა…
 
გონებაში ვიწყებ ფიქრს, სად ვიშოვო ფული? მაქ სადმე რამე კანალი? ყველა კითხვას ერთ პასუხამდე მივყავარ: არა. ვერ ვიშოვი რამდენიმე ათასს ნამდვილად.
 
არადა რა ვუყო ამ დედაარღნილს, 12 დამიჯდა.. ხო არ გადავაგდებ. უმატოროთ არავინ იყიდის. დაშლილებში ნახევარ ფასს მომცემენ.. არ ვიცი რა ვქნა.
 
იქვე (მეოთხესთან) დგანან ვიღაცეები და რაღაცაზე ლაპარაკობენ.. ერთ ერთმა დაინახა ჩვენ ხელში ეს Wurt -ის გადამყვანი, მოვიდა ჩვენთან, ჩემი ხელოსანი ესალმება:
 
– გაუ მერაბ, როგორ ხარ?
– გაუმარჯოს, კარგათ შენ? , ეს Wurt-ის გადამყვანია არა?
– კი ეგ არის.
– რეზბა მოგიწყდათ ალუმინში?
– ხო.
– ხოდა სირობაა ეგ Wurt-ის გადამყვანი, არ მუშაობს. ზატო მე ვაჩარხინებ ხოლმე აქ, იგივე პრინციპით ოღონდ უფრო დიდებს და მოშნებს, გავაკეთეთ უკვე და საკაიფოდ მუშაობს, პრობლემა არ ყოფილა.
 
.. ფერი მომივიდა..
– ვის აჩარხინებ? და ვინ სვავს მერე ბლოკში ამათ?
– აი იმას, სათვალეებიანი როა ხედავ? მაგას, და ჩასმით მე მყავს ერთი ბიჭი ჩაგისავს უპრობლემოდ, გაგიმზადებს რო პირდაპირ გალოვკა დაადგა.
მოკლედ, შევუკვეთე ეს გადამყვანები (ფუჟონები) იმ ტიპს, მოვაგვარე ყველაფერი. გამზადდა ფუჯონები რამდენიმე დღეში, წავიყვანე მანქანა ბუქსირით არაბოსთან, იქ რამდენიმე დღე ველოდე სანამ “ის ბიჭი” მოიცლიდა, ჩამისვა როგორც იქნა, დავაბრუნე მანქანა ისევ ბუქსირით ჩემ ხელოსანთან და უვკე წყნარად ვარ. ვსე, დაადგამენ ეხლა გალოვკას, ააწყობენ. დავქოქავ! მაგის დედაც, 1 თვე გავიდა უკვე რაც პროფილაკტიკაშია მანქანა. გავგაზავ ზღვაზე და დავისვენებ ცოტას.
 
მივდივარ საღამოს პროფილაქტიკაში, კაკ რაზ გალოვკას ადგავენ უკვე. კარგ ხასიათზე ვარ, როგორც იქნა მეღირსება ჩემი მანქანა.
უჭერს ხელოსანი ამ ვინტებს, თან ვხუმრობთ რაღაცეებს და უცებ..
სახე შეესცვალა..
 
– რა ხდება? – ვეკითხები შეშფოთებული.
– ბიჭო.. მგონი… – ენა არ უბრუნდება რომ თქვას.
– რა მოხდა?!
– მოწყდა ისევ.
– რას ამბობ ჩემი დედა %$^$%, ნაღდად იცი ტო? – ოოოოოო….. მააააააგარი გავიტეხე.
– ხო.. ეჭირებოდა და უცებ ადვილად წამოიღო.
– … – დუმილი.
– აბა სხვებიც ვცადოთ – მეუბნება უაზროთ, თითქოს რამე მნიშვნელობა ქონდეს.
 
სხვებსაც უჭერს.. კიდევ 2 მოწყდა.
– კაროჩე, დამენძრა?
– .. – თავს მიქნევს.
– ამაზე დიდი გადამყვანნი აღარ ჩაეტევა არა?
– ხო. მეტი ადგილი აღარ არის.
– ვააააახ ჩემი $%^&%^& , რა ბედი მაქვს ამის დედის $#%#$%#$.
პასუხად რათქმაუნდა დუმილია.
– აუ წავედი მე.. $%^-ზე მკიდია.
– მოიცა.. – მეწევა ჩქარი ნაბიჯით – რა ვუყოთ ამას?
– %^&-ზე მკიდია, რაც გინდა ის ქენი – ვპასუხობ, ცოტაც და შეურაცხადი ვიქნები. გახედვა აღარ მინდა იმ მანქანისკენ, აღარ მაინტერესებს საერთოდ.
– ეგება გერმანიიდან ჩამოვატანინოთ მატორი.. – ცდილობს რომ გამამხნევოს
– მკიდია – ვპასუხობ ლაკონურად და მივდივარ.ესე დასრულდა ამბავი.
 
 
 
To be Continued
by ME from forum.ge

ფორდ სიერა 2.0 DOHC

ნოემბერი 10, 2011

მოკლედ რამდენად საინტერესო ისტორიაა არ ვიცი მარა … იტოგში ჩემი პირველი მანქანა , რომელიც ვიყიდე იყო ფორდ სიერა 2.0 DOHC ყიდვის პროცესში მქონდა 24 საათიანი მართვს პრაქტიკა და 1 კვირის აღებული პრავა.

1 დღეს ბაზრობიდან ქალაქში გავატასავე და დაღამებულზე გავუდექი სახლისკენ გზას ნახალოვკის გავლით. გზაზე, ჩემთვის მოულოდნელად, გავტეხე ალუმინის 1 დისკი.

მე-2 დღეს, ტოესტ ღამეს, რამოდენიმე ძმაკაცთან ერთად წავედით რესტორანში დასასველებლად დიღმის გზაზე, ჩემთვის მოულოდნელად, გამეჩითა გაჭრილი კანაო, სადაც ჩავარტყი და საშინლად დავღრიცე ტრავერსი. ხოლო კარტერი გადარჩა ღვთის მადლით, ტრავერს მიჰყვა ორივე წინა ამორტიზატორი და 2 დისკი, მათ შორის ზაპასკა.

მესამე დღე: პროფილაქტიკაში ვცვლი ტრავერსს, ვაკეთებ პერედოკს და ამორტიზატორებს 3-4 დღე ქალაქში არ ვიყავი. 1 კვირის თავზე, კონიაკის გზაზე ვამტვრევ ახლად გასწორებულ-დაკერებულ დისკებს, მაგრამ იმ საღამოსვე ადუღებს არგონშიკი.

დაახლოებით 10 დღეში ფუნიკულიორის გზაზე ჩემნაირი შუმახერი ძმაკაცი მიტორმუზებს მანქანას 10 მეტრში რათა გაიყოლოს 2 მომხიბლავი გოგონა, მეც თვალი გავაყოლე და შედეგი: დამტვრეული წინა შიტოკი, 2 წინა ფარი სტოპებიანად, გაღუნული კაპოტი და იმ ღამეს ჩემი მანქანა ათევს პროფილაქტიკაში.

მომდევნო დღე ჩემთვისაც შავთეთრია და დაშპაკლული მანქანისთვისაც. ამას მოჰყვა თვითკრიტიკა და სიჩქარის ფსიქოლოგიური შეზღუდვა 120-დან 60-მდე.

მერე ისეთი არაფერი მახსენდება… 4 თვის თავზე მანქანის წყლის ბაკში გაიჭედა რაღაც, აადუღა,ააორთქლა. მე კიდე ავდექი და და 4 ლიტრამდე ცივი წყალი ჩავამატე ეგრევე, იმედი მაქვს ხელოსნები ხვალისათვის ახალ გალოვკას დააშლიფოვკებენ და მოარგებენ ბლოკს და 1-2 საათისათვის მოვახერხებ მანქანის გამოყვანას სახელოსნოდან.

პ.ს. კომენტარები შეგიძლიათ არ გააკეთოთ, უბრალოდ გზაზე მომერიდეთ ხოლმე, სანამ მანქანის აზრზე მოვალ.

by SuperVisor
http://forum.ge/?showtopic=33578312&st=150

ვისროლოთ? ვისროლოთ!

ნოემბერი 6, 2011

მე უკეთესს გეტყვით. არ გამოვა არაფერი ქართველებისგან. რუსეთის ტანკები გვინდა. ან შეიძლება რუსეთის არ იყოს და იყოს მაგალითად, ჩინეთის ტანკები, ან ირანის (თურქების, სომხების ან აზერების არ მინდა). ჩინური ტანკები, წვრილთვალება ეკიპაჟებით, თბილისის ქუჩებში, სტრატეგიულ ადგილებზე, ძაან მაგარი იქნებოდა. ეგრევე გამოაცოცხლებდა ამ ჩამპალ-დაზომბირებულ ქალაქს. : )

ნუ, იასნია, კლასიკური რუსული ტანკები, ცხელი, სალიარკის სუნით, ეს მართლაც კლასიკაა. ელექტროდების მოქმედებასავით იქნებოდა მკვდარ თბილისზე. აგვისტოში, მაგალითად, ბომბები რომ ცვიოდა თბილისში, საკმაოდ დიდი ენერგია გამონთავისუფლდა ხალხში, მაგრამ ამ კლოუნმა ეგრევე ტელეპიარში და მიტინგებში გაუშვა ეს ენერგია და ბოლოს ფშიკი გაუკეთა ჰალსტუხის ღეჭვით და მიწაზე კოტრიალით. ეს ნაღდად შეგნებულად იყო გაკეთებული რა, ჩემი აზრით, ჭკვიანი ხალხის რჩევით, ენერგიის გაშვება ფშიკში. : )

ანდა წარმოიდგინეთ, მიშას და თურქების ფურთხით აწებებულ აეროპორტში გრუ-ს სპეცნაზის და საჰაერო-სადესანტო ბრიგადის ნაწილები. არ იქნებოდა მაგარი? ელემენტარულად, ხალხი (თბილისელები) ნამდვილ, ცოცხალ ჯარს ნახავდა, ამ ჩვენს ოპერეტულ ჯარს კი არა. Colonel Sicinchilashvili რომ აწერიათ პინდოსურ ფორმებზე. ოფიცერთა ნაწილი – მანიკურიან-ბრიოლინიანი ცერეუშნიკები, რიგითები – ფულზე მისული სოფლის ტეტიები. : )

მერე ეს გერეუს და სადესანტო ჯარების ოფიცრები დაიწყებდნენ ნამდვილი ქართული ჯარის გაკეთებას, ისეთივესი, როგორიც არის ერთადერთი რეალური არმია კავკასიაში – სომხეთის არმია. სომხეთის ჯარი არის საბჭოთა საკადრო ოფიცრების გაკეთებული რეალური ჯარი და არა ოპერეტულ-საპოლიციო ჯარი, როგორც გრუზინული ან გლეხების ბრბო, როგორც აზერული. ამას რომ გაიგებდნენ აფხაზები და ოსები, კედელზე ავიდოდნენ ბრაზისგან, ჭკუიდან შეცდებოდნენ, ეგრევე მოსკოვში გაიქცეოდნენ – რას შვებით, გვწირავთ, გაგვყიდეთ?
კაროჩე რა. არ არიან რუსები ამის გამკეთებლები, ეს პეტერბურგელი სირები – მედვედი, პუ, კუდრინი და მსგავსი ლიბერალი ყლეები. : )

by ძენ

ფორუმ.ჯი-დან

03

იანვარი 11, 2011

მიმოწერა რომთან

რეცენზია: ექსპო 2000

ფორუმ.გე-დან: ზიპი, ფასიანი უნივერი

Объяснительная водителя – N2

(eng.) მიხოს დაუვიწყარი მეილები

TINA დიდი ასოთი

rokapi posting: something ‘bout akaki

space_junkie & friends (სევდიანი ამბავი)

თბილისის ინტერნეტ-კაფეებზე

message for aslan – k-message

++++++++++++++++++

03.10

Hi there,

sheni tserili iyo a gasp of resh air, vokrug menja vse menshe osobej zhenskogo (da ia chego grexa tait; – muzhskogo tozhe pola) ostajetsja s philosofskimi vozzrenijami podobnymi nashim ( gizhivit viciniodi, mometsona sheni shtuka) ;

echvi mepareba rom gogonas gamogizavnian, ja imeju vvidu etu shokirovannuju semejnuju paru. skoree vsego kakogo  – nibud calabrijcsjogo rodstvennika, kotoryj supposedly budet vit iz tebja (hahahahha – blazhen kto verujet) verevochki (skorej on budet vit verevki, kanaty, shpagaty is svoix nervishek:-)

a kanalizacionnaja systema pravda uzhe popolnilas sheni cxovelkmedebis productit, ili …? </me var nevsomostis mdgomareobashi. but surprisingly tavs cgraznob kargad. etyoba sanam puli makvs:-) poklonnikebis dedac, da mamac….. nadoel etot vechny krugovorot poklonnikov v prirode:-) saxlidan
tsagechoravebi, axla 007 – garemoshi var:-) moval me kide.

shen gaixare shen momaval ojaxshi chemo lika:-)
heheheheheheh.
kide momtsere latest developments ; this one was
SUPPPPPPERl

lika****@hotmail.com
my sweet partner;
ia tebe poka ne izmenila i v blijaishem budushem ne sobiraus.

2 dna nazad odna semeinaia para (only friends;) ia poka na troix ne soobrojau nu mokled poznakomilis s moim odnim poklonikom (kotorii mne sidit v pramoi kishke na urovne analnogo otverstia:

to est skoro otpravitsa v kanalizacionnuu sistemu  rima)&nbsp;nu vot oni uvideli kak ia s nim obrashaus, a on pri etom na vse si cara, si tesoro.

koroce potom oni reshili mne provesti urok xoroshego tona (cto v prinzipe pustaia potera vremeni;) i pitalis mne obiasnit; cto voobshe eto ocen daje normalno imet

xota bi friend, a vot eshe luchshe viiti zamuj, a to potom kak je vsu jizn vot tak budesh brikatsa, a v konze odna ostaneshsa. Xo zarmogidgenia cemi reakzia(osobenno ia ocen lublu kogda mena pitautsa zamuj vidat, a zdes xuje tbilisi etim zanimautsa).
Mokled v konze ia sdelala tragiceskoe virajenie liza i skazala: ia ponimau, cto on zamecatelnii i konecno vi pravi, no u mena vidno kakie-to problemi psixologiceskogo xaraktera (pri etom virajenie liza stalo eshe bolee tragichnim, a golos takim vkradcivim, dovercivim), mne mujcini protivni, tolko esli druzia, a tak….

Oni molca pereglanulis, jene stalo iavno nemnogo ne po sebe i oni cerez 10 minut skazali, cto u nix zavtra ocen tajelii den i im nado uiti, a ia voshla v ix polojenie i ne stala zaderjivat. Uje u lifta muj skazal: uxx tebe nujen takoi ctob skrutil teba i verevki iz teba vil, ukrotit teba nado. Ia: ti prav dorogoi, kak naidesh , prisilai. Tak cto ia jdu jenixa, skoro shpagatom stanu v forme makaron.

<P>Tebe spasatelnii krug prislat, ctob ti sovsem ne utonula v rodnom tbilisi ?
kai gkozni cemo kargo
ciao amore

++++++++++++++++++

03.09

Dear profilers,

I hope you are all doing fine and certainly not missing my screwing all your deadlines.

First let me tell you (sounds like ‘vo pervyx strokax moego pisma…’) that I saw Meister Zurab’s book at the Frankfurt Book Fair. Bakur the Publisher was boasting that his ‘sales are really high’, if so, you have to check with him if he owes any royalties.

And of course I have to tell you about the Georgian EXPO2000sition. All these Georgiaphilic Germans have been telling us that it was no good, but we still decided to have a look at it. It really was terrible and for an outsider (not for Zhvania who visited it in August) it looked very confusing.

Ok, you want to tell the whole world that Georgia is a small patch of the currently nonexistent Silk Road, fine, but don4t make it look as if the principal element of Georgia4s fauna is a camel, for God4s sake! The entire stand was full of these animals except for the inside part, which was made as a church wall, with frescoes and black cubes to sit on and have this heavenly Georgian Grace poured upon your sinful(Lutheran, catholic etc) face. The actual information point was supposed to be representing the face of Georgia (Zh********ni and the
chicks). For sale there was half a dozen salamuris, ajikas and other preserves, also some tea and a booklet on Georgia (W*** T********’s produce) for DM 5.00.
Azeris, by the way, had the same idea of the silk road. But that one was even worse. The first thing you saw was Aliev4s portrait. Armenians also had Kocharyan featuring on their Noah4s Ark. And of course the samples of famous Armenian ‘Tuf’, but their place was really crowded because they sold food, hot lavash, brandy, wine, Borjomi, coconut and bananas(got them for cheap at the Singapore hall–so we were told by the Georgians. I wish they, I mean Georgians, got Borjomi, from the Armenian place and sold some of it.
But then again, can you buy Borjomi cheap from Armenians?).Moldova was also a big succcess with their wine cellar, you coud sample and buy wine there and listen to some music.
EXPO had a very bad press here, mainly because it was a real disaster commercially. In general it still was interesting, but I would not have felt I had missed anything important had I not visited.  I thought you might find this interesting since I remember you were involved somehow.

Regards,

E. M.

(temporarily known as Frau Andronikaschwili)

++++++++++++++++++

03.01

შეიძლება ჭურში ვზივარ მაგრამ უცებ გამიჩნდა ეს შეკითხვა http://bpg.sytes.net/files/fonts/BPG_Glaho_Sylfaen_V5.zip -ს მუღამი რაშია ? რო დავაყენო რამოხდება? აი დავაყენე და არაფერი მოხდა… ეხლა სილფაინი წავშალო? კარგი წავშალე

BioHazard
14 Jul 2004, 20:39  #559219

++++++++++++++++++

03.02

30 Jul 2004, 21:53  #580013

თბილისის ეკონომიკის სამართლისა და ინფორმაციის საერთაშორისო უნივერსიტეტი!!!
სტიპენდიები,
სტუდენტების გაგზავნა ამერიკაში,
განთავისუფლება სამხედრო სამსახურიდან სცავლების პერიოდში!!!
და სხვადასხვა შეღავათები

31 Jul 2004, 07:49  #580296

quote: “და სხვა შეღავათები”

ეს სხვადასხვა შეღავათები რა არის, უნდა ვიმკითხაოთ? თუ არებს არ წერთ?
ამერიკაში თუ მიშვებთ, ჯარიდან განთავისუფლება რაღა ოხრობად მინდა?
სტიბენდიებს თუ იხდით, პირველი კურსის შემდეგ სწავლა ფასიანი რატოა?
ალბათ სტიპენდია 10 ლარი იქნება, გადასახადი – 1000 ლ.
მოკლედ, არ გაიშვა ქთვენი ნასწავლები ეკონომიკა, სამართალი და ინფორმაცია

——————–

Dresden, Anno 2004

++++++++++++++++++

03.03

May 21, 2004 1:19 AM

Dear Mate,
Days are goig further without any special breakthroughs. Thing that broke
my heart few minutes ago, is that – I was surfing net and found, that on
The Homelands (Newly Established Electronic Music Fest as you guess in
Midlands, UK) which will be held at the end of May, will perform: Mr.
Scruff, Colcut, The Chemical Brothers, Faithless, DJ Zinc, DJ Fat Boy
Slim, MC Dynamite and moooore and moreee a bit less known but VERY cool
performers. And you understand how difficult is for me to read such a news
and to be totally I don’t know how to explain it – probably totally in the
middle of nowhere. Oh, god, you understand whats going on in Midlands? and
we are sitting in QARTLI – definite shit. And in order to break my heart
more and more, those blessed guys are writing:

SEATING:
Open air event with six music arenas / marquees – no seating

SIX MUSIC ARENAS in big field you understand what it is?.

ok, I am totally helpless and lets leave this fuckin matter of goverment
leaving their population without a chance to dream about kida
arrangements.

Now the second case – As soon as I became heartbraked, I entered “zigota”
and red several publications. Also I recollected my stuff and red it. By
the way is red (past of read) typed by me in a correct way? have some
suspicions about it, but let us leave it. AND yes, so I have red my stuff
“VEA” – I think that we have to put a photo of VEA next to this writing,
because now i am viewing her pics and she is really beautiful. So I am
sending you her pic and if you find it cool, please add it as I wrote.

Thanks mate,
Lost in Georgia
Michael M*********

+++

May 18, 2004 2:53 PM

cool link mate. zozo will get crazy. recently he decided that he is a
chicken and acts like chicken does. nice idea bout pstcards. next
publishing will be better. so, nothing intereseting more. oh by the way i
am having a new girlfriend by all understandings of “having” (if u know
what i mean) BRRRRRRR BRRRRRRRRRRR :)
c u
your mate
DJ MIX’O’

http://www.subservientchicken.com/
>

+++

How are you?! Haven’t heard from you for years. What’s going on mate? I
was just surfing net and decided to enter “******”, but wasn’t able to
read (because of fuckin font problems). How is your family? probably G***
is growing fastly and it is best time to play with him (I mean he is most
funny now) :-). Where have you been lost mate?

Visit me in K***** and if your heart is still beating as it used to, i
will show you some newest vibes in modern BREAKBEAT and RAGGA JUNGLE.
Recently, I understood, that everything is shit and I am very happy. By
the way, have you ever heard of Japaneese Telecom (Electronic band). They
are doing great stuff and their album Virtual Geisha really drives me
nuts. But ambient and chill music is listened by me very rarely – for me
now mainstream is Breakbeat, DNB, Jungle, Grime etc. (AND NO ANALOG SHIT)

Probably you are surprized with my english letter, but I understood that
in English, everything sounds easier and it is more melodic. For example:
there is a new cool Breakbeat label called “Finger Lickin Records” – it
sounds isn’t it? Probably you understand how it would sound in Georgia
“titis mcovela chanacerebi” – isn’t it shit? YAH MATE IT IS

So lets speek English and hope 2 hear from you soon

Yours Respectfully,
Michael M*********

++++++++++++++++++

03.04

მე ვზივარ ამ განათებულ კუხნაში. ყავა, პური (უფრო სწორად, სუხარი) და ვიღიმი:) რაღაც კარგად ვარ. I need just a little comfort <in my soul <and around me, and give a damn about the people which  doesn’t understants why me წაგორებული ვარ ღამე ტყეში. Hey girls let’s do that again but on this turn on theფუნიკულიორი.

Without any complains.

Tina

:)

++++++++++++++++++

03.05

28 Apr 2004, 03:08  #446543

ჰეჰ, ხალხურ-ეროვნულზე გამახსენდა. ამასწინათ, საქაღალდეებს ვალაგებდი და რაღაცეებს წავაწყდი. მოიცა, მოვძებნი.

“ამ ლექსის გამოთქმას აკაკის მიაწერენ. ერთ ქეიფში ვიღაცას ხუმრობით აკაკისათვის გაუგზავნია ფალოსის მოდელი გაწყობილი ბლუდზემწვანილეულობით (სტილი დაცულია:)). აკაკის შეუხედავს, მიმხვდარა რაშიც ყოფილა საქმე და ექსპრომტად უთქვამს:

ლამაზ ასოდ გაგითლიათ
სტაფილო თუ ბურაკია,
მაგრამ, ამის გამომგზავნი
უდიდესი დურაქია.

რაკი ასე დამაფასეთ,
ახლა კი ვარ გრძნობით სავსე,
თუ სადმე არ მომიტყვნიხართ,
ჩემს ყლეს როგორ დაამსგავსეთ.”

++++++++++++++++++

03.06

<Space_Junkie> & friends (სევდიანი ამბავი)

8 aprili, 2004

<talkie-walkie> male

<talkie-walkie> ch****as da bobis gamokevi:)

<Space_Junkie> ar shmidzlia me magattan ertad

<Space_Junkie> mdorblaven

<talkie-walkie> calke mashin

<talkie-walkie> an namordnikebi ukide

<talkie-walkie> broceulis cveni ar ginda?

<Space_Junkie> gazapxuli ar gacuxebs?

<talkie-walkie> ar aris ak gazapxuli

<Space_Junkie> magati dedas sheveci

<Space_Junkie> mani mani mani – subus fani

<talkie-walkie> man’yakebo

<talkie-walkie> :)

<Space_Junkie> ra vknaaaaa

<talkie-walkie> ra kna da chamoxvide

<Space_Junkie> shen chamodi

<talkie-walkie> kai ra utxari v****as da tamrikos da papalam gamogishveben

<Space_Junkie> ra chemi klit chemovide’

<talkie-walkie> tu ginda ra tkma unda

<Space_Junkie> minda mara egre ara

<talkie-walkie> mashin venera gakide:)*                       *(ვენერა ბებიაა – შენიშვნა ზიგოტასგან)

<Space_Junkie> whanna find another way

<talkie-walkie> ok, male keni:)

<Space_Junkie> agar ilombardeben. dzzaan dadzveldao

<talkie-walkie> daa, mashin is damlagebeli shentan rom modioda

<talkie-walkie> natalia bolo-bolo

<talkie-walkie> :0

<Space_Junkie> natalia dges doichlandshi midis

<talkie-walkie> isev?

<talkie-walkie> didi xnit?

<Space_Junkie> xo magis deda movtkan

<Space_Junkie> ravi

<talkie-walkie> ver moascreb ese igi dalombardebas

<talkie-walkie> ra naxa ik ar gitxra?

<Space_Junkie> ar meubneba

<talkie-walkie> eg bozi eg

<talkie-walkie> :)

<talkie-walkie> ra girs chamosvla gaige?

<Space_Junkie> shigadashig

<talkie-walkie> me mainc damanebet tavi, ar gkopnit muzikantebi?

<talkie-walkie> :)

<Space_Junkie> ravici.

<talkie-walkie> riti ertobit?

<Space_Junkie> riti da..

<Space_Junkie> tough question

<Space_Junkie> :)

<talkie-walkie> egrec vicodi:)

<talkie-walkie> me katas pavadoki vukide da ra magra daseirnobs ici?

<talkie-walkie> kak pesik:)

<Space_Junkie> zan magaria. sul mindoda katit egre seirnoba.

<talkie-walkie> xo kvela ar seirnobs

<talkie-walkie> chemi did kata ara

<talkie-walkie> da es magaria:0

<Space_Junkie> mokled, ver agroveben eseni fuls.

<Space_Junkie> memgoni.

<talkie-walkie> dzalian kargi

<talkie-walkie> droa iaragi aigot xelshi

<Space_Junkie> agains whom

<Space_Junkie> :)

<Space_Junkie> against whom

<talkie-walkie> against everyone…

<Space_Junkie> shena

<Space_Junkie> chamotvirte gus gus “polyester day”

<Space_Junkie> da mere gadmogzavne aket

<Space_Junkie> please

<Space_Junkie> :)

<talkie-walkie> vcdi

<Space_Junkie> gavedit chven saseirnot

<Space_Junkie> eg k****ovs gadmougzavne mere, tu naxav

<Space_Junkie> gkocni

<talkie-walkie> ladno

<talkie-walkie> poka

++++++++++++++++++

03.07

Selected from http://www.forum.ge

Kreator

10 May 2004, 12:57  #461458

ჩემმა მეგობარმა მთხოვა, რაღაც ანკეტა უნდა “შევავსოო ინტერნეტშიო და თან სურათიანიო”, მოკლედ ჩემთან ერთად წამოდიო ინტერნეტ კაფეშიო.ოკ, ვუთხარი მე. რა მოხდა მერე – ანეკდოტია რა!

DAY1:

ჩემმა მეგობარმა დისკეტაზე WORD-ის რაღაც ფაილი მომცა სადაც მონაცემები იყო + JPG სურათები. გადავხედე, დავZIP-ე და CD-RW-ზე ჩავწერე.ასლი კიდევ ჩემს email-ზე გავაგზავნე. (ნა ვსიაკი სლუჩაი – დისკეტაც არ მქონდა იმ მომენტში).

საღამოს მივედით კაფეში. რა თქმა უნდა CD-Drive არცერთ კომპს არ ჰქონდა. ოკ, შევედი yahoo-ზე და ZIP ფაილი გადმოვიწერე.

აღმოჩნდა , რომ WNZIP-ი არცერთ კომპზეც არ არის. ოკ, ვიფიქრე, ამის დედაც, ხვალე დიკეტაზე მოვიტან და დავამუშავებ.

DAY2:

სამსახურში ავიღე 2 დისკეტა  (ნა ვსიაკი სლუჩაი :) და საღამოს იგივე კაფეში მივედით. გოგონამ ამჯერად სხვა კომპიუტერზე დაგვსვა. ავიღე ხელშიპირველი დისკეტა და “ნა ავტოპილოტე” დისკოვოდში ვთხარე. შედეგი: დისკოვოდი ამ კომპიუტერში არ იყო, იყო მხოლოდ “დირკა”.

გოგონა გვეუბნება, ბოდიშიო, მაგრამ კომპიტერს ვერ გავხსნიო, ხვალეო ადმინი მოვაო და დისკეტას ამოიღებსო…

ჰე-ჰე, მე ხომ კიდევ ერთი დისკეტა მაქვსო, ვუთხარი მე ამ გოგოს, და ვთხოვე, იქნებ სხვა (დისკოვოდიანი) კომპიუტერი ჩვენთვის დაეთმო. კიბატონოო, მიპასუხა, და ჩვენს სხვა კომპიტერთან აღვმოჩნდით. გადმოვიწერე ფაილები დისკეტიდან, და მეორე პრობლემაც გაჩნდა – “ანკეტაში”მითითებული იყო რომ სურათი ზუსტად 200X200px  უნდა იყოსოოო……

ობანა….. ანუ ACDSee კაკ მინიმუმ მჭირდება ელემენტარული crop-ისათვის. და რა? გოგნამ მითხრა რომ არცერთ კომპზე არ არისო, mspaint-იცამოშლილი ჰქონდათ…….მოკლედ წავედი სახლში, დავამუშავე, და ისევ კაფეში დავბრუნდი……

აი ასე დამთავრდა ჩემი ეპოპეა
P.S. სახლის მოდემი მაშინ გაფუჩებული იყო.

——————–

Аарончик! Выделяйся!

გინდა კლიენტებზე ღადაობა:

კლ: – ქეთი დეიდა, 4 ტელევიზორი როდის იქნება
ოპ: – წადი შვილო პირი დაიბანე

კლ: _ ერთსაატიანი კოდი მასესხე და 5 წუთში ჩამოგიტან
კლ:_ ჩავაფერფლებ და გამოვალ (მიზეზი რომ როგორმე შევიდეს სათამაშო დარბაზში)

ვხედავ თაგვის მოძრაობით აშკარად უკმაყოფილოა, გვერდით კი პედი უდევს. ვეუბნები პედზე დადევი. ის კი საფერფლეს დებს პედზე.

კლ: ოკუს მიწერს და რა ვქნა (OK კლავიშზე)

პატარა გიოს ძალიან უნდა თამაში და ფული არა აქვს.
მოიტანა წერილი მარგალიტა ათამაშე ერთი საათი. ბებიამისი

კლ: _ ამ ნაუშნიკში არ ისმის?
ოპ: _ როგორ გეკადრებათ?! ირებს ნაუშნიკს და უსმენს. ძალიანაც ისმის. (არადა არაფერიც არ ისმის)
კლ: _ არა, არ ისმის
ოპ: _ დაცქვიტე ყურები, რა გჭირს
კლიენტი  ზის და ვითომ ძალიან კარგადაც ესმის

ბოლო-ბოლო გავაკეთე ნაუშნიკი და ისევ იძახიან რომ არ ისმის. ვფიქრობ რო გაფუჭდა. ცოტა ხანში მეორე იძახის რო ნაუშნიკი მუშაობს. ვაა,ზნაჩიტ მუშაობს. მესამე ისევ არ მუშაობს. და ორი დღის განმავლობაში არ მუშაობდა. ბოლო ბოლო მოვიცალე და უნდა გავკეთო. თურმე ხმააჩაწეული.

ოპერატორის ვაკანსიაა, გვინდა გოგონები 22 წლამდე

მოვიდა ერთი აშკარად პატარა ბიჭი. მარა რაცხა გვეეჭვება. მე უხერხული სიტუაციისთვის თავი რომ ამერიდებინა გავდივარ მეორე ოთახში, ვითომრაღაც საქმე მაქვს. მესმის ოპერატორორის დაბნეული ხმა: იციიით, ჩვენ გოგონები გვინდა. ისევ დაბნეული პასუხი: ხო, დიახ…. ოპერატორისაბოლოოდ დაიბნა. გამორბის ჩემთან: როგორ გავოგოთ და წავიდა კაბა აუწიე პწა (იასნია ჯინსები აცვია) და ა.შ. ყველა დაბნეული უყურებს. დაბოლოს მოვიფიქრე სახელი რომ უნდა გვეკითხა.

ასე დაკარგა ელისომ სამსახური.

ისე თუ გინდათ ერთი ღამით ყველას გეპატიჟებით ჩემთან უფასოდ

This post has been edited by dd69 on 11 May 2004, 13:07

ხო კიდე გეპეის მეექვსე კორპუსში კლუბი მანჰეტენია, აი მანდ დაცვა გლიჯავს
დამუღამებულიაქვთ ფრაზები ტიპა – აბა გავიდეთ ყველა, ვინც არ იღებს კომპს! ჯდები? არა? მაშინ გადი!

(მამენტ ეგეთ ვარიანტს მივესალმები იმენნა… იცი რო სიჩუმე იქნება კლუბში და სიწყნარე.)

This post has been edited by Tenno on 11 May 2004, 22:46

და ვაფშე მე ერთ ინტერნეტ კაფეში მივედი მეთქი 1 საათი ჩამირთე ინტერნეტი და იმან მითხრა ინტერნეტი არ გვაქვსო
აბა რა გაქვს მეთქი. იმან – ქსელური თამაშებიო

არადა გარედან ეწერა – “ინტერნეტ კაფე”

This post has been edited by BMW_M3 on 12 May 2004, 10:40

Tenno

12 May 2004, 18:29  #464685

…მეთქი მარტო მე შემხვდა უფლოპო კომპი.. გადავხედე იმ ოთახში არცერთს არააქვს. ვიფიქრე, ალბათ რამე ვერ ავუხსენი კარგად..

ამოვედი ზემოთ.

– იქ ფლოპის ჩასადებები (სახელი გავუმარტივე რა..) არ არის თქო ვეუბნები..

ისევ იმ ადმინს დაუძახეს.
გავუმეორე რაც მინდოდა..
ჩაბრძანდით და ლანით ჩაგიწერო..

ვა მეთქი როგორ? ეს რა ხაკერი ადმინია ჩერეზ ლანი და რამეეე…
ნუ იასნია ჩერეზ ლანი არა ცელი..

არ გამოვიდა მანდაც ბოლოს.

++++++++++++++++++

03.08

message for aslan

14 აპრილის საღამოა მშვიდი. მე და ჩემი მეგობრები ტრადიციულ საღამოს ყავას ვუსხედვართ და ვლაქლაქებთ სტრიების კრემებზე, ბავშვებისუზნეობაზე, მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე და ათას მსგავსზე.

20:58 მოდის მესიჯი

from Mastermind:

“sascrafod gadarte acharaze”

ამ გროტესკულ არხზე კი რა ხდება: მსახიობი დიასამიძე მთელი შემართებით (და ოდნავ ირონიულად) კითხულობს ქართულ ანბანს. “თან”-ზეა.

ნელა და გამოთქმით ტკეპნის: “აი თითი… თი-თი… აი თითი… თი-თი”. შიგადაშიგ მხცოვანი ქალბატონის მიერ შესრულებული პატარ-პატარაკლასიკური ნაწარმოებებია ჩართული. მერე ისევ “თი-თი…”

ვერთობით.

ისევ მოდის მესიჯი

from Mastermind:

“memgoni vigac

aslanas umesijebs

am dedaenit.

mol, vsio ochen’

prosto babu..

game over.”

ექვსი მაისია. ასლანი მიფრინავს მოსკოვში ივანოვთან ერთად…

2:34 AM, მესიჯი

from Mastermind:

“xo vambobdi

im achara-tv-s

‘ai titi’ masonuri

mesiji iko

mokle babustvis..”

კოლხი – აპოკალიფსი ტფილისში

მაისი 17, 2009

აპოკალიფსი ტფილისში, ზაფხული 1999

“იმედი არ აქვს ხალხს, მაგრამ შვილები ხომ ყავთ აყროლებულ ეზოებში რომ
უშვებენ სათამაშოდ? ცოტა მენტალიტეტის ამბავიცაა.
მე მგონი ქართველებს უნდა დავუთვალოთ, თუ რა უჯდებათ ირიბად ეგ სიბინძურე: გრიპები, დიზინტერია, ბოტკინი, ინფექციები. ფულის ენაზე? მკურნალობა და მასთან დაკავშირებული წამლები. მარტო ანტიბიოტიკები გაგყიდის.

ახლა მეგობრებო, ამდენმა ვირთხამ თბილისს ახალი ხრიკი მოუწყო: გველხოკერათა სამყაროში ჭორი გავარდა თბილისში საჭმელია ბევრიო და დაესიენ თბილისს. მაისის ბოლოს საგანგაშო ცნობები გადმოიცა: წითელი მცურავი, გველხოკერა, ძლოკვები და ასე შემდეგ დაეხვია თბილისს.

ბახტრიონი, დოლიძე, ვერა, ვაკე, მთაწმინდა გველთა სადგომად იქცა. ნადირობენ ცოცხალ თაგუნებზე, ვირთხებზე და ხოჭო ტარაკანებზე. შხამიანი სახეობებია ყველას გულის გასახეთქად. მკვდარ სხეულებს არ ეტანებიან ანუ ადამიანებივით ლეშიჭამიებს არ განეკუთვნებიან. ღირსეული მონადირეები და მტაცებლები არიან.
ამიტომ, თაგუნების მოწამვლა და ტარაკნების დაწყვეტა მცირე რაოდენობით მათ ვერ ამოძირკვავს სარჩო საბადებლის საშოვრიდან. საჭიროა მათი თოფით დევნა. ასე თქვეს ტელევიზიიდან.

ახლა ამას არ სჯობდა ის რომ სისუფთავე დაგვეცვა? ბოტკინის და დეზინტერიის საშოვნელად ეზოში გაშვებულ ბავშვებს ახლა გარეული მხეცებიც ელოდებიან.

სირცხვილია, სირცხვილი”.

კოლხი

ერთ-ერთი ძველი ფორუმიდან

გერგეზი – პეროვი

მაისი 17, 2009

ყოფილი პეროვსკაიას ქუჩა რომაა ახლა რა ქვია არ ვიცი, ბევრი ბარებია მანდ.

იმ ქუჩაზე მოვხვდი ერთხელ, ირლანდიურ ლუდს დავლევ მეთქი, მანდ არის ირლანდიური -ლუდხანა სახელად “ვილსი”. ნამდვილ გინესს და კილკენის მხოლოდ მანდ დალევ კაცი. თან სამყურას ახატავს ოსტატურად ბარმენი, გინესის ქაფზე. ირლანდიური გარემო, მერე საღამოს ვიღაც მევიოლინე შემოდიოდა და ძალიან კარგად უკრავდა და რა გინდა მეტი??

შევედი ბარმენს მივესალმე და თითით ერთი კათხა გინესი ვანიშნე (ცერა თითი ავწიე ირგვლივ უცხოელები იჯდნენ და უხერხული იყო ქართული ერთიანის ჩვენება).

დავჯექი.. აჰა მოვიდა ერთი კათხა ლუდიც.

დავხედე ოთხყურა სამყურა ახატია.. ჰეეჰ გავიფიქრე.. რა იღბლიანი დღე გამით.. უფრო სწორად საღამო დამიღამდა მეთქი.. და ჩავიძირე მოგონებებში:

ბავშვობაში სვანეთში ვისვენებდი და დედაჩემი მისი მეგობარი ქალი შვილებით და მე პატარა გორაკზე ავედით, იქვე ნაძვნარი იყო ძალიან ლამაზი.. და იქ პატარა პიკნიკი გვქონდა. ბავშვებმა რაღაც ყვავილები დაგლიჯეს..და მოარბენინეს.. დედაჩემმა სამყურა გამოაძრო დაგვითხრა:

”იცით ბავშვებო ეს რა ჯადოსნური მცენარეა??
ვინც იპოვის ოთხყურა სამყურას და სურვილს ჩაუთქვამს, მას ეს სურვილი აუსრულდება! “

დედაჩემის მეგობარმა ქალმა ღიმილით დაამატა: თუ მამლის ყივილის დროს სამყურა ბალახზე ყურს დაადებ მის წინასწარმეტყველებას გაიგონებო!

მე ძალიან მჯეროდა დედაჩემის და დავიჯერე ესეც. ბავშვებმა გააგრძელეს თამაში.. მე კიდევ ავარჩიე უხვსამყურებიანი ადგილი და დავიწყე ძებნა. ასე 25 წუთიც არ იქნებოდა გასული რაც ეს გვითხრეს დედებმა, და მე ოთხყურა სამყურა ვიპოვე!

მოვწყვიტე დავხარე თავი და ჩავუთქვი სურვილი.. (ეეჰ, ძალიან ბავშვური სურვილი, ნეტა ახლანდელი ჭკუა მქონოდა მაშინ) და მერე მივირბინე ჩვენებთან და ვაჩვენე 4-ყურა 3-ყურა. ვიპოვე მეთქი..

კი გაუკვირდათ სად ნახე ასე სწრაფადო თან მაგრამ არ მიაქციეს ამას ყურადღება. კომუნისტების დრო იყო ალბათ იმიტომ.

ის სურვილი კი ამიხდა.

ვზივარ ლუდხანაში და ამან ყველაფერმა გაირბინა ჩემს თვალწინ. და დავხედე ისევ ლუდს და 4 ყურაა ნამდვილად.

მოდი ერთი ჩავუთქვამ რამეს მეთქი.. იქნებ ამიხდეს..

იმდენი მაქვს სურვილები კინაღამ ჩავუთქვი ორმოცდაათი ოთხყურა სამყურა მინდა მეთქი. (სულ მიკვირდა ბავშვობაში სამ სურვილს რომ პირდებოდა ოქროს თევზი მარტო რატომ არ ნატრობდნენ პირველ სურვილად კიდევ 70 სხვა სურვილს ვთქვათ).

მაგრამ იდმენად არ მჯერა მე თვითონ რომ ამისრულდება რამე ამ ლუდის ოთხყურა სამყურათი რომ, დავდექი ხუმრობის ხასიათზე მე ფეხქვეშ მიწა არ გასასკდომი..

და რატომღაც ერთი შოტლანდიელი კაცი ვინატრე კომპანიონად პირდაპირ გლაზგოვის რომელიმე ბარიდან.. და მოვსვი ლუდი…

ბრახ!!!!

კუთხის მაგიდასთან ვიჯექი, ჩემს მოპირდაპირე მხარეს კი ჩემსავე მაგიდასთან მიდგმულ სკამზე დაებრახვა ასე 50 წლის ჩასუქებული მამაკაცი ხელში მაგასაც კათხა ეჭირა და თვალებს აცეცებდა…

სად მქონდა გახარჯული სურვილის სინანულის დრო, გადავირიე კაცი..
მომიჭახუნა კათხაზე კათხა და დალია მაინც და მაინც შეშინებული იყო მეთქი ვერ ვიტყვი მაგრამ კარგი გვარიანად კი იყო შეზარხოშებული.

ჩიირს მეთქი ვუთხარი და მოვსვი ლუდი..

სად ვარო.. ირლანდიურ პაბში მეთქი..

რომ არ გავსო ირლანდიურსო?

მოავლო თვალი .. მართლა მეთქი?

ჩვენს ქალაქში ირლანდიურს ეძახიან მეთქი..

არაო,
ირლანდიურ ბარს მარტო ლუდით თუ მიამსგავსებო.. ლუდის ჩამოსასხმელზე მანიშნა. თან ირლანდიურ ბარებში რადიო არა აქვთო ჩართული (მევიოლინე ჯერ არ იყო მოსული და როგორც წესი მანამდე შტერდიჯეებიანი რადიოა ხოლმე თბილისის ბარებში ჩართული)…

და ეს დაბალი მაგიდა და სკამები მეთქი?

სულაც არაა ირლანდიურიო..

საჭმელი ხომ არ გინდა რამე მეთქი… ჩემი სტუმარი იყავი მეთქი.. არა არ მინდა საჭმელი ვისკი დავლიოთ რაღაც უცნაურად ვგრძნობ თავსო..

რომელი გინდა მე მაინცდამაინც ვერ ვერკვევი ვისკებში მეთქი

ინგლისურად ლაპარაკობდა მაგრამ უცნაურად… კი მესმოდა ყველაფერი მაგრამ ზოგ სიტყვაზე დაძაბვა მიხდებოდა რომ მივხვედრილვიყავი რაღაცნაირ შორისდებულებს აყოლებდა… ჰეეჰ კარგი ბერიკაცი ჩანდა..
სახე სულ უცინოდა.. დაბალი იყო და ძალიან მაგონებდა მელ გიფსონმა რომ ფილმი გადაიღო ინგლისელებს რომ ხოცავენ იქაურ ერთღ მეომარს ოღონდ ორრქიანი ქუდი აკლდა..

კარგ ხასიათზე დავდექი..

ვისკებში თუ არ ერკვევი მე გეტყვი რა პრობლემააო: ჯეიმსონი შეუკვეთეო მაგრამ უბრალო წყალიც მოატანინე ყოველთვის უნდა დააყოლო უბრალო წყალიო.. ისე შოტლანდიური ვისკი ჯობია იმიტომ რომ ძირითადად მყინვარიდან ნადნობი რბილი წყლისგან აკეთებენ მაგრამ, რადგან ირლანდიურ ბარში ვართ დავლიოთ ირლანდიური ვისკიო არაა ცუდიო.

მაინც და მაინც არ ვარ მომხმრე ამ მაგარი სასმელების მაგრამ რომ დავლიე კი მესიამოვნა… თან ბორჯომის წყაროს წყალს ვაყოლებდით..

ვეუბნები ამ კაცს აქ როგორ მოხვდი იცი მეთქი?

რა მნიშვნელობა აქვსო.. ღამის განმავლობაში 6-7 ბარს ვიცვლი პარასკევი ღამეაო.. მე ვუთხარი აი გინესის დასხმისას რომ ახატავენ ზედ იმ მცენარის ისტორია თუ იცი მეთქი.. ჰეეჰ როგორ არა კაცო ვიციო..

მაგას LEAF CLOVER ქვიაო.. რა ერქვა კაცო იმ ბიჭსო…. შუბლი შეიჭმუხნა ჰოო წმინდა პატრიკის დღე რომაა ხომ იციო.. ადრე გველები ყოფილა ირლანდიაში ბევრი და ეგ (სამყურა რომ დავუძახე მე) LEAF CLOVER კლავსო გველებს.. ჰო და ჩამოუტანია და გაუშენებია ეს მცენარე წმინდა პატრიკს და ამოუხოცია გველები.. და ესაა ამ მცენარის ისტორიაო.
ჰო და შენს ქვეყანაში თუ არის ლეგენდა 4 ყურა LEAF CLOVER-ზე მეთქი.
კი სურვილებს გისრულებსო..

მერე დამაკვირდა ის კაცი.. შენ ხომ არ იპოვე მაგიო..

ჰო ასე გამოდის მეთქი..

მერე რა ინატრეო.. გადახარა თავი გვერდზე ღიმილით

მე ლუდის კათხაში ვიპოვე დახატული მეთქი..

მერე მერეო…

მერე ვინატრე კომპანიონად ერთი ნამდვილი შოტლანდიელი გამიჩინე მეთქი..

მერე მერეო.. მოიცაო სად ვარ ახლა მეო???

“ვილსში” ხარ აღმოსავლეთ ევროპის ერთ-ერთი ქვეყნის დედაქალაქის ვითომ ირლანდიურ ბარში მეთქი..

გაგიჟდა კაცი…

ვხედავ რომ ფხიზლდება და სასწრაფოდ მოვატანინე ჯეიმსონი.. დალია.. ამასობაში მოვიდა მევიოლინეც და დაიწყო დაკვრა.

რა ვქნა ახლა მე როგორ წავიდეო.. მოიცა მე ვუთხარი კაცო რახან გაჩნდი გაქრები კიდევაც მეთქი.. გაუფართოვდა თვალები

არა იქ ხომ გაქრი ესე იგი იქ შენს სახლში გლაზგოვიდან ვარო

ჰო გლაზგოვში გაჩნდები კიდევაც მეთქი

ბარმენს ვუთხარი ვინ დამისხა ლუდი მეთქი

ერთი ახალი ოფიციანტი იყოო მე საქმეზე ვიყავი გასული და მაგან დაგისხაო.

აბა დაუძახე მოვიდეს მეთქი

რამე პორბლემა ხომ არააო.. არა არაფერი მეთქი.. კარგიო და წავიდა

გაფაციცებული გვისმენდა შოტლანდიელი კაცი.. რა ენაზე ლაპარაკობდიო?

ქართულად მეთქი.

შენ საქართველოში ხარ და ახლა ვმუშაობ შენს დაბრუნებაზეო..

ლუდი ბლომად აქვთ აქო? კი მეთქი

მაშინ არ იჩქაროო.

დალია ასე 8-9 კათხა ლუდი… თან ვილაპარაკეთ ბლომად ის ოფიციანტი რომ მოვიდა მე ვკითხე ამ კაცის დაბრუნებას ეშველება რამე მეთქი

ნუ ღელავ ეშველება 12 საათამდე აქ გეყოლება მერე საიდანაც მოვიდა იქ წავაო..

შენ ვინა ხარ მეთქი.

მე ახალი ოფიციანტი ვარო და წავიდა. საქმეები მაქვსო.

მოკლედ გავაგრძელეთ სმა…

ენაწყლიანი აღმოჩნდა ეგ შოტლანდიელი ის კი არა მარტო რომ ვარ საკუთარ თავსაც ველაპარაკებიო.. პატარა კოტეჯები მაქვსო და კემპინგს ვაქირავებო.. ბევრი დამთვალიერებელი ჩამოდის ციხე სიმაგრეები გვაქვს ლამაზიო. რომ ჩამოხვალ გამოიარე უფასოდ გაცხოვრებო.

გალს მიყვარს ძალიანო.. რა უბედურებაა ვფიქრობ ეს გალს.. მერე მივხვდი თურმე ინგლისურად რაც ნიშნავს გელზ იმას გულისხმობდა გოგოები, ქალები მიყვარსო.

ათასი ხერხი ვიციო მაგათი შებმისო..

მასწავლე ერთი-ორი მეთქი მივუჩოჩდი ახლოს..

ჰოო მისმინეო გასწავლიო:
რომ ნახავ და მოგეწონება გოგო ეგრევე არ უნდა აჯახო რა გინდაო: მიდიო და კითხეო:

თან სერიოზული სახე მიიღო და წარბები აზიდა..და ვითომ ქალს მიმართავს: (სასაცილო იყო ძალიან)

“შეიძლება დაგისვათ მაღალ-პათეტიკური შეკითხვა???

ყველა გეტყვის დასმისვიო, ქალები ცნობისმოყვარეები არიანო.

წარმოიდგინეთ რომ ხართ “ფართიზე” და კარგა მაგრად დალიეთ..
მერე იცეკვეთ მთელი საღამო.. და უცებ ხალხს გამოეყო ერთი სიმპათიური მამაკაცი.. რომელმაც გაგიყვანათ ერთ-ერთ საწოლ ოთახში.. და მეორე ღამეს გეღვიძებათ საწოლში შიშვლად ამ მამკაცთან.. მერე რომ წახვალთ…. ამის შესახებ ვინმეს უამბობთ?

ოღონდ მართალი მითხარით…

არა?! ხომ გეტყვისოოოო,

ჰო დავუშვათ მეთქი.

YES!! თავისუფალი ბრძანდებით ქალბატონო ამ პარასკევს ფართი მაქვს და რომ მობრძანდეთ????

ასე უნდა უთხრაო..

დავუშვათ და “კი ვეტყვი ვინმეს”-ო რომ გითხრას მეთქი?

ჰოოო მაშინ გააგრძელა დამანჭული სახით..

კარგი ჯანდაბას მაგრამ თავისუფალი ბრძანდებით ქალბატონო ამ პარასკევს ფართი მაქვს და რომ მობრძანდეთ???? მაშინ ასე უნდა უთხრაო…

მივიხედ მოვიხედე და ერთი გოგო ზის და ყავას წრუპავს აგერ მეზობელ მაგიდაზე.

მარტო ზის , მიდი ერთ მაგასთან მაინტერესებს სხვა კულტურის მქონე ადამიანებში როგორ იმუშავებს ჩემი ფორმულაო და მოემზადა სეირის საყურებლად ეს კაცი, მეც მთვრალი ვიყავი უკვე თორემ ფხიზელი როგორ მივიდოდი და მივედი ამ გოგოსთან…

ჰო და თავს არ შეგაწყენთ ახლა გავუმეორე იგივე…

შენ რა გქვია ბიჭი?

ვუთხარი

ჰო და ჩემო გერგეზ! აგერ გარეთ 06 რომ დგას იმ ბიძებს 50 ლარი მიეცი და თუ გინდა ახლავე წავიდეთ რაიმე საღამოზე და ფართიზე და ვეჩერინკაზე და გარანტიას გაძლევ არავის არ ვეტყვიუ.

ხითხითებს შოტლანდიელი
რაო რა გითხრაო

მე ვუთხარი რომ ისეთი პასუხი გამცა რომ ფინალი ვერ ვუთხარი მეთქი

რაო კაცო ან კი უნდა ეთქვა ან არაო

მე ვუთხაროი ჩვენს კულტურაში კიდევაა მესამე მეთქი

ამაზე გამახსენდაო ერთი იაპონური ანეგდოტიო:
“რატომ გაქვს ცხვირი, სახის შუაში?
პასუხი “იმიტომ რომ ის არის ცხოვრების შუაში”

თურმე მეზობელ მაგიდასთან სამი იაპონელი მჯდარა რაღაც კონფერენციაზე იყვნენ ჩამოსულები და რომ მოჰკრეს ამ ანეგდოტს ყური აუვარდათ სიცილი მევიოლინეც კი გაჩერდა… დავარდნენ ძირს, დაიმტვრა თეფში… ხარხარებენ ვერ იკავებენ თავს.. წამოვხტი კაცო წამოვაყენე ერთი, მეორეს ასულიერებენ.. ამ ძლივს მოვათქმევინეთ სული და რომ მოვბრუნდი, სადაა შოტლანდიელი.

ცარიელი კათხებია მარტო..

არ მკითხოთ ანგარიში რამდენი იყო.

გერგეზი – დაბადების დღე

მაისი 17, 2009

ჰაი, ერთაოზ!

მე მგელთაოზი ვარ :) მოკლედ, ძალიან ქართულ ისტორიას მოგიყვები წელს გადამხდა:

სამსახურში ჩემმა მეგობარმა დამირეკა და ერთ-ერთი ჩვენი ძმაკაცის ნაცნობის დაქალის კურსელის მამიდაშვილის მეზობელთან გაცნობილი გოგოს ბიძაშვილის დაბადების დღეზე ვართ მიწვეულიო. მეც ახლა სახლში მაინცდამაინც ცხელი ვახშმით არავინ მელოდა (მარტო ვცხოვრობ, ჩემთვის დანარჩენ 36 მეზობელთან ერთად, ერთ 5 სართულიანში), ჰოდა, შევხვდი ტელევიზიასთან, ხილიანის ასახვევთან (ხომ ძალიან ქართული ამბავია). ვდგავართ აქ და ვუცდით მიკროავტობუსს, და ეს მიკროავტობუსები უკვე იმდენია თბილისში, რომ მხოლოდ ესენი დადიან, თან ინფლაცია გაიარეს – გამოჩნდა უკვე 127, 209, 300 ა.შ.

ჩვენ გვინდოდა რომელიღაცა და ერთი კი გავაჩერეთ, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ამათ კიდევ ქვე-ნომრები აქვენ A, B და ჯანდაბა, რომელიც სხვაგან მიდის. ამითომ ის გავუშვით მძღოლის ბუზღუნითა და სხვა ქართველების მთრული გამოხედვებით.

მერე ბოლო-ბოლო გავაჩერეთ და ჩავეკვეხეთ. მიკროავტობუსი, ალბათ რომ გამოუშვეს ქარხანაში, 6 გერმანელზე იყო გათვლილი, მაგრამ შიგნით 19 ქართველი დაგვხვდა. თან კარგი მოსულები. მე, რომელიღაც ცხოვრებაში საერთოდ შეწუხებული ქალის გვერდით ვიჯექი (ორჯერ დამაბიჯა ფეხი სპეციალურად, და აქეთ-იქით დაატრიალა). ჰაერში საძაგელი ხინკლის და ლუდის ადამიანური სუნი იდგა, ეტყობოდა ვიღაცას არ შიოდა.

ერთი კუთხე იყო აუთვისებელი და მძღოლი მიდიოდა აჩქარება-შენელებით, აჩქარებით არიქა, სხვა ავტობუსმა არ გამასწროსო, და შენელებით – ტროტუარზე თუ ვინმეს ნახავდა ახლოს მიუყვანდა მანქანას და ლამის გამოვარდებოდა და ძალით ჩასმისთვის მზად იყო.

აჰა ჩამოვედით რომელიღაც უბანში.. ირგვლივ ბნელა. მივიწევთ წინ და მესმის ამ ჩემი მეგობრის ლანძღვა-გინება ინტიმურ საწყისებზე…გუბეში მარცხენა ფეხი ჩაუვარდა და ნასკებამდე რომ ცივი სისველე იგრძნო არ მოეწონა კაცს… მე უფრო გავფრთხილდი, მაგრამ რაღაც რადიატორის თუ რაღაც რკინის ნაჭერს ფეხი გამოვდე, რომელზეც გამოწელილი ზამბარის ბოლო იყო და ჩემი შარვლის ლამაზი გვერდითა ბადისებრი ჯიბე შევაფხრიცე..

სასიამოვნოდ გავიღიმე და საქართველოს ჰიმნი ჩავიღიღინე-მეთქი, რომ გითხრა, ჩემო ერთაოზ, ხომ არ დამიჯერებ?

ჰო და მაგრად შევიგინე..

– ჩემი ძმა, ერთი აქეთ მოიწი?
სიგარეტის მოქაჩვის გამო სახე წითლად გაუნათდა იკვე კედელზე მიყუდებულ ვიღაცას.
– მე? – ვკითხე.
– ჰო შენ აბა მე? რომელ უბნელები ხართ ძმა?
– ფრდაკფჯა-ლები ვართ – ვუთხარი ჩემი უბნის სახელი.
– ჩემი დედა!!! – შეიგინა – იმ უბნელი.. რამდენი ფრდაკფჯა-ლეში რამდენი კაი ბიჭს ვიცნობ. შენ მანდ უბედურას უცნოობ ძმაო?
– უბედურას ვინ არ იცნობს…
– ჰო და ეგ უბედურა შარშან მე დავჭერი ….
– ამ უბანში თუ იცნობთ ვინმეს? – სიბნელიდან გაისმა მეორე ჩახლეჩილი ხმა.
– ლიფჩიკას ძმები ვართ – შეეპასუხა ჩემი მეგობარი.. – ორი თვის წინ რომ კერთალუგელე-ბნელები იცემა მაგრად, იქ ვიყავი, ტამპონას სანაგვე ყუთი თავზე მე ჩამოვაცვი.
– აუუ ჩემი დედა…. – გულიანად შეიგინა საკუთარ თავზე ბნელში მდგომი კაი ბიჭი – … მახსოვს ტო.. ეგ ამბავი მახსოვს, კაი ძმა, გაიარეთ.

ჩვენც გავიარეთ ფეხების თუ ხელების ცეცებით და მივადექით ცამდე ასვეტილ შავ უშნო კორპუსს…

– მეშვიდე! – ამოიხნვეშა ჩემმა მეგობარმა.

ავუყევით.. სიბნელეში იქაურ მეზობელს შევეფეთეთ. ნაგავი გადმოჰქონდა კორპუსის წინ რომ დაეყარა (აბა დღე დაინახავდნენ), და სულ თავზე გადამეყარა ნაგავი…
დიდი არაფერი იყო, მაგრამ ნაგავია მაინც.

დავაკაკუნეთ, მაგრამ ელექტროგენერატორის ხმის გამო 10 წუთი ატუზულები ვიყავით კარებთან, სანამ ერთი წყვილი საკოცნაოდ არ გამოიპარა გარეთ და კარი არ გააღო..

შევედით. სუფრა გაშლილია, ყველა კარგ ხასიათზე, ასე ჩვენი ხნის ხალხია ბევრს არ ვიცნობთ. თამუნას დაბადების დღე მივულოცეთ და ვაჩუქეთ პატარა, ლამაზად შეფუთული საჩუქრები… თამუნამ სუფრაზე მეგობრები ჩააჩოჩ-ჩამოაჩოჩა და თეფშები და დანა-ჩანგალი შემოარბენინა.

– ჰო და გავაგრძელებ, რომ სანამ ჩვენს შემოსწრებულ სტუმრებს მივხედავდე… ქართველ კაცს გაუმარჯოს! – თამადა იყო ვინმე რეზო. ბანჯგვლიანი კოტიტა თითები ჰქონდა, ჭიქას ისე უჭერდა ხელს, გეგონებოდა აგერ-აგერ გახეთქავსო და სულ გაბრაზებული სახე ჰქონდა..:
– ქართველი კაცი არის უნიკალური!! გარდა იმისა, რომ ის არის ვაჟკაცი!!! ნამდვილი მეომარი!! ამასთანავე ჩვენ ქართველებმა გავავრცელეთ ცივილიზაცია მთელს მსოფლიოში (ამოასლოკინა რეზომ) აი ინგლისური ბევრს გეცოდინებათ და თურმე ინგლისურად კავკასია ნიშნავს თეთრკანიანს!!!
– არარატი კი ზანგს ნიშნავს (ჩაიჩურჩულა ვიღაცამ).
– ჰე ჰე ჰეჰეჰეჰ – ძალით გაიცინა ერთმა და ატყდა სიცილი..
მაგრამ რეზო შეუპოვრად თამადობდა, ჭიქას ახრჩობდა და ამობობდა:
– ანუ ეს რას ნიშნავს! ეს ნიშნავს იმას რომ თეთრკანიანი რასა კავკასიიდან ჩავიდა!!! ჩემო ჯუმბერ!

ჯუმბერი რათომგაც ერთი დალეული სუსთი ბიჩი იკო. წამოდგა ჯუმბერი და ჩიკა ძლივს ასწია.

– აი შენ რომ იხუმრე არარატიო!! მართო ქართველს შეუძლია ასე მოსწრებულად იხუმროს. ასე კვიმატურად გააცინოს ყველა. ეს ქართველს და გეპეის სტუდენს თუ შეუძლია მხოლოდ. აბა იტალიელი მიხვდებოდა ამას? იტალიელმა სულ არ იცის, რომ არარატი სომხეთშია თუ აზერბაიჯანში არ მახსოვს..

– რატომ არ მიირთმევთ რამეუუს!!! გაიპრანჭა ჩემს გვერდზე მჯდომი ვარდისფერკაბიანი უხვად იაფფასიან სუნამო-მიპკურებული, მაგრამ რატომღაც მაინც იმ მარშრუტკიდან რომ ამყვა, მე მაინც იმ თამბაქოს ნაზ-სურნელიანი მაკა..

მე გავუგიმე და თან ლუკმა გადავკლაპე..

– შემდეგი ორი საათი მაკა გვერდითა გოგოს უვყებოდა თუ როგორ იცხოვრა ორი თვე იტალიაში ფერარაში და როგორ უკვირდათ იტალიელებს მაკას იტალიური აქცენტი.. და რომ “ზანზარონე” სულაც არ არის ჭიანჭველა და რომ “ძანძარა” არის კოღო და რომ რწყილი არის “პულჩე” და რომ ქერა და ცისფერთვალებები მაგარი პოპულარულები არიან იტალიაში და კერძოდ ფერარაში და რომ ეხვეწებოდნენ და რომ არ დარჩა არაფრით იმიტომ რომ … მოკლედ აპრილში ისევ მიდის…

მე ვჭამდი.

– ზვინგო!! რა ცეკვაა ეს შე ოხერო! გაუშვი ხელი!!! დაუყვირა რეზომ მოცეკვავე ზვინგოს.
მივიხედე და ზვინგო და ჯუმბერი ცეკვავდნენ თურმე.

თამუნას ყურთან სულ მობილური ჰქონდა და გაღიმებული სახით ვარდისფერდებოდა ხოლმე.. მერე მთელ სუფრას თვალებს გადაავლებდა, მზერას ერთ-ერთ დაქალზე შეაჩერებდა და თავს დაუქიცინებდა, რაც სამხრეთ კორეულად ალბათ “ის არის” ნიშნავდა.

მე ვჭამდი. თან აქეთ-იქით ვიყურებოდი და ზოგჯერ ჭიქას ჭიქაზე ვიღაცეებს ვუჭახუნებდი. საერთო ანეკდოტზე ვიცინოდი..

და ვისმენდი იტალიის ამბებს, რომ “კაცო” თურმე არ უნდა თქვა, იმიტომ რომ მაგარი უზრდელობაა.


გერგეზი
დ. ჭელიძის “დელფის” ფორუმიდან

სექტემბერი, 2003