Posts Tagged ‘მემუარები’

ზოზო – მოკლე ამბები

მაისი 17, 2009

—————-
მობილური
ტრრრ… ტრრრრრრ.. ეს ჩემი ხმაა. ვინ ოხერმა ჩამირთო ეს სიგნალი, ამათი… გუშინ პატრონს დავუვარდი. რუსთაველზე ვიყავით გუშინ და იქ მოხდა ეგა… მიწისძვრას ჰგავდა. დღეს უკვირს – ეკრანი არ ინთებაო. წამიღო შეკეთებაში, იქ კიდევ ისეთი რამეები გამიყარეს…
უი, იმის დედა… იმ დღეს ჩემი სიმ-ბარათი წამაძვრეს და მერე ისეთი გამიყარეს… აუუუუ.. ნახევარი საათი კაიფში დავფრინავდი…
ნარკუშა ვარ, ამისი? მომკლეს ამათმა, გამანადგურეს… მობილური არა, იხვის ტოლმა… ტრუსიკივით მეპყრობით, ადამიანებო, თქვენი…
—————-

Start Menu… Programs… Porno Dialer…
ეს 18 წლის გოიმია… საქმე არ აქვს და მამიკოს ბიუჯეტს ხარჯავს… აჰაააა… დაკავებულია ხაზი და ინტერნეტში ვერ შედის… ლოლ… ეს უცნაური სიტყვა უკვე მეც კი ვისწავლე.
ჰა… დაუკავშირდა… მამამისი მოვიდა… ჰაჰაჰა… და უცბად შევარდა რაღაც უნივერსიტეტის საიტზე… ჰაჰაჰაჰაჰა… ვითომ სწავლა უნდა… და მამამისმაც დახედა და გავიდა… ეეეეე… და ამ დროს ბიჭუნა შევარდა, სადაც უნდოდა… თვალები მანიაკურად დარბიან აქეთ-იქით… მერე მამიკო მოვიდა ისევ, ბიჭუნამ ჩამოაგდო. ხო და, რომ გავიდა, ამჯობინა გამორთვა და მირკში მაიმუნობა…

hi. asl plz
ra gqvia?
me meko
me gio
ok ramdenis xar?
18 shen
me 17
scavlob
ki
?
gpi
romelze?
ekonomiurze
levanis icnob?
lol levani bevria
nadiradze
ara
mag fakultetzea.ok.np
:)
sxva ras shvrebi.sad xar?
samsaxursi
ras aketeb
praktikis pontia aq
xelfasi da rame gaq
xo
kaia

და ასეთები – ყოველდღე, სხვადასხვა ხალხთან… ვინ მოიგონა ეს კომპიუტერი? და რისთვის? იმისათვის, რომ ნახევარმა საქართველომ ერთმანეთს სდიოს კუდში, ესროლოს ან ილოლოს?
———————-

დიდგორის ამბავი

დიდგორში უამრავი ადამიანი შეიკრიბა.ყველა ელოდება წარმოდგენის დაწყებას, ვიღაცას შეეშალა და მაგნიტოლაში ჩართო კირკოროვი… ყველას დაავიწყდა ზეიმი, მერე ხელი სტაცეს იარაღსა და აბჯარს, ჯართში ჩააბარეს, მაგრამ, რადგანაც ჯართში ჩაბარება არ იკმარეს, ჩააბარეს სამედიცინოზე და ახლა მორგში ეხუტებიან ტრუპებს.
—————
კომბლე

სად ჯანდაბაშია ორივე? ააააა…მოხვედით, არა? ვააააიიიიი… მოვიდა ზღარბი და მოაქვს უწყისი პროზეკტურიდან… ჰმ… მივედი და დავხედე… არა, ჩემი არ ყოფილა…აბა, სად ჯანდაბაშია ორივე?
—————

ფიფქია ვაბშე

საკრედიტო ბარათი დაეკარგა და კინაღამ ნატურით მოუწია გადახდა, მაგრამ არც კი დახედეს – ტანი და ფეხები არ უვარგოდა… ფიფქიამ დატოვა მაღაზია და ჩაფიქრდა – სად ვიშოვო ფული?’. ამ დროს პრინცმა გამოიარა, მოჰკიდა ხელი და მიიყვანა მაკდონალდსში, იქ იმდენი აჭამა, რომ მალე ფიფქია ლევან ბერძენიშვილს დაემგვანა (ადრე რომ იყო). მოკლედ, დრო გავიდა და ფიფქია ადამიანს დაემგვანა ისევ, თანაც პრინცმაც ხელი სთხოვა. ფიფქიამ იფიქრა, ახლა უკვე გამაძღარი ვარ და რად მინდა აგი პრინციო? ადგა და მიატოვა… წავიდა თავის გზაზე…

http://www.freewebtown.com/shotadeida

Advertisements

ზოზო – შოთა დეიდა მარაზმის ტბაში

მაისი 17, 2009

დღიურის სრული ვერსია შეგიძლიათ იხილოთ აქ
(ზაფხული)
16.07.03 – გააფრენს კაცი…ეს მონიკა მართლაც საინტერესო პიროვნებაა.მაგრამ საწოლში იღლიები უყარს…ვუთხარი, გაიპარსე მე-თქი…არაო და პირიქით – დღეს არ დაიბანა და მთელი დღე უყარს მამაჩემის ნასკებივით…
17.07.03 – აჰა..საკმარისი იყო, გავსულიყავი რამდენიმე საათით და ეს ქალი უკვე ოხუნჯობს…მოვედი და ვხედავ, რომ მთელი ბინა სავსეა უცნაური ქაღალდებით…როგორც აღმოჩნდა, კოწახურის კანფეტის ქაღალდები შეუღებია მწვანედ და დაუყრია…ასე მეუბნება, ბალახს მაგონებსო..მოკლედ, მეტად ბუნებისმოყვარულია ეს გოგო..
19.07.03 – ნუთუ არის რამე ბედნიერებაზე უკეთესი?
20.07.03 – დღეს მე და მონიკამ შევიარეთ მაღაზიაში…ვიღაც გამყიდველ გოგოზე იეჭვიანა…მე მივუგე, რომ გვამების მიმართ არავითარი მიდრეკილება არ მაქვს..პასუხად მივიღე სიფათში… გამყიდვლისაგან… იძულებული ვიყავი მეღიარებინა, რომ გამყიდველი სექსუალური გოგონაა, მაგრამ ბოლოს წავიიაზვე და მივაძახე, რომ ძუძუ არ უვარგა, ცოტა დასაბერია..მონიკამ ამაყად შემომხედა, მე კი გამოვუტყდი, რომ არც მას უვარგა თურმე ძუძუ…

27.07.03 -არხზე ყველამ მომილოცა დაბადების დღე…შეშლიათ ერთი თვით..

29.07.03 – ძლივს მოვიხედე აქეთკენ…მონიკა სადღაც არის წასული და ნატალი პორტმანთან ვუღალატე…
30.07.03 – ო მაი გად…დღეს მაგრა ვითუხთუხეთ მე და მონიკამ..წავედით ძველ თბილისში და იქ, ერთ რესტორანში, ქორწილს იხდიდნენ…მე და მონიკა შევედით და გავიხადეთ ყველაფერი…არავინ არაფერი არ ნახა…ჩვენ კი დავხტოდით მაგიდებზე და ძუძუებს ვაქნევდით, ვისაც როგორ შეეძლო..ნუ, მე ჩემი პაწაწკინტელა ძუძუებს ვერ ვაქნევდი, ამიტომაც შპილკები მივიმაგრე და ისე დავხტოდი, ასე რომ შპილკები ქანაობდნენ, მონიკაზე კიდევ არაფერს გეტყვით…მერე წამოვედით, თანაც მერე ყველამ გაიღვიძა, გავიგონე პატარძლის ხმა – უიმე, ნიკუშა, შენც ამხელა ძუძუები რომ მოგცა, როგორც იმ გოგოსო, კაი იქნებოდაო…მერე აღმოჩნდა, რომ ის გოგო ლესბოსელი ყოფილა..და იქვე დაშორდნენ…აი, თურმე, რა ძალა გვქონია მე და მონიკას..
31.07.03 – დღეს მე და მონიკა წავედით გამოფენაზე…იქ იყო ერთი სურათი, გამოსახული იყო ძუძუ…მერე, აღმოჩნდა, რომ უბრალოდ, ამობრუნებული ნათურა ყოფილა…ადმინისტრაციამ ამოაბრუნებინა და ჩამოაკიდებინა წესიერად.. სხვათა შორის, კარწინკებში დავაგდე.. თავად შეაფასეთ…
1.08.03 – დღეს არაფერს აღარ დავწერ.. გული მწყდება.. პირველად ამდენი წლის განმავლობაში გული მწყდება, რომ მივდივარ ქალაქიდან..
31.08.03 – ჩამევედით მე და მონიკა.თან ჩამოვიტანეთ მოგონებები, ბევრი ძუძუ და საინტერესო მუსიკა, რომელსაც მალე მოისმენთ

(სექტემბრის დღიური)

3.09.03 – მე და მონიკა ვიყავით მისულები კლუბ ”ჯიმიკოში”. იქ გაიმართა მაგარი ფართი, მე და მონიკას ახალი შუზები გვეცვა, მონიკას მაგარი ფეშენი დეკოლტე და ასე შემდეგ…
მონიკას ვიღაც კაცი აეკიდა, გინდა თუ არა, შვილი უნდა მოგანათლიოო. მონიკამ უთხრა, მაგარი უიღბლო ვარ, დედა მომიკვდა, მამა მომიკვდა, ძმა ინვალიდია, კეთილო დეიდებო და ბიძიებო, დამეხმარეთო, თან პირჯვარიც გადაიწერა არასწორად, იმ კაცმაც აიღო და 10 თეთრი მისცა და კევი უყიდა.
მერე გამოვიდა ქეთა თოფურია და იმღერა მაგარი სიმღერა, რასაც მიაყოლა, ყველანი მიყვარხართო და უკანალში შვაბრაგაყრილი ცხენივით წაიჭიხვინა. ყველაფერი იმით დამთავრდა, რომ შინ დავბრუნდით და საწოლს მივაშურეთ, დაჟე იმის თავიც არ მქონდა.
მერე მონიკას გაეღვიძა, ადგა, ჩართო ყუთი და რაღაც პაპსას უსმენდა… არა, ხვალ აშკარად სადმე სხვაგან უნდა წავიდეთ…კინაღამ გავპაპსავდით მე და მონიკა… ზის იზ დენჯერას…

4.09.03 – ვიჩხუბეთ. მონიკამ დამაბრალა – საბჭოთა კავშირისა და ”ბიტლების” დაშლა… მე მივუგე, რომ, ჯანდაბას, დავშალე ბიტლები, მაგრამ, თუ ეგრეა, მაშინ ვენიამინას ამაში აგრეთვე მიუძღვის წვლილი.
თუმცა, მოგვიანებით ვიუარე, რადგანაც ვენია ოთახში შემოვიდა. მონიკამ უცნაურად შემომხედა, შემდეგ კი ვენია დაპატიჟა ”ნიკალაში”.

9.09.03 – დღეს მეორე ღამე იყო მის გარეშე… ამის დედაც, ჯეკ, ეშმაკმაც დალახვროს… სად წავიდა ეს კახპა? ალბათ, იმ ახვარმა წაიყვანა… წავიდეს და იჟიმაოს, რამდენიც უნდა, მე არ ვარ მაგისი ბუღა…

10.09.03 – გუშინ რუსთავი2-დან დამირეკეს და მითხრეს, რომ თავის თარგმანებში სიტყვა ბუღას’არ იყენებენ… მეც მივაძახე – ეშმაკმაც დალახვროს, მეც შემიძლია ეგრე თარგმანი…

11.09.03 – გლობალური საკითხები… ორი წელია, რაც იმ სოფლელმა გოიმმა ტყუპები დაანგრია… სამწუხაროდ, ვერაფერს მხიარულს ვერ დავწერ… მახსენდება ის 2001 წელი და მაზანზარებს…

13.09.03 – დღეს მეექვსე ღამეა, რაც მარტო ვარ… ფიზიკურად… წეღან მომბეზრდა ეს მარტოობა და ონკანის წყალი დავლიე… რა საზიზღრობაა… მე და მონიკა შევეჩვიეთ ეკოლოგიურ წყალს, მთელი თვე რომ ვსვამდით. ასე რომ, მარტო ყოფნა ვამჯობინე…

16.09.03 – გუშინ მონიკა შევნიშნე ანდროპოვის ყურებთან, კონცერტზე… ძალიან მაინტერესებდა, რა უნდოდა ამ პაპსას ზეიმში, მივუგზავნე ბიჭი კამერით, რომლის შეკითხვაზეც ”რატომ ხართ აქ მოსული?” მონიკამ უპასუხა – შოთა დეიდას ვეძებო.
რადგანაც მას დაავიწყდა, რომ ასეთ ადგილებში არ დავდივარ (არა და შემთხვევით ავღმოჩნდი იქ), მეც ავდექი და დღეს წავედი რაღაც გამოფენაზე (ღმერთმა უწყის, ვისი ნამუშევრები იყო), სადაც კამერებთან განვაცხადე, რომ მონიკასგან განსხვავებით, არ დავდივარ უგემოვნო და თავშაავარდნილი ხალხის გრანდიოზულ შოუ-კონცერტებსა და სხვადასხვა ფართიზე.
ვეჭვიანობ, რომ კვირის ბოლოს ამ ახალ ამბავზე უამრავი გაზეთი დაწერს.

17.09.03 – დღეს მოსული იყო კორესპონდენტი გურჯაანული გაზეთიდან ”მეტი აეროზოლი”. კითხვაზე ”ნუთუ აღარ დაგიბრუნდებათ მონიკა? ვუპასუხე, რომ, ალბათ, უფრო სავარაუდოა, რომ აღდგება ”ბიტლზი”, რაზეც დაინტერესდა ბიტლებით – ასე რომ, მოვუყევი მოკლე ისტორია ბიტლებზე, სადაც ვახსენე შემდეგი ფაქტები:
1. მათი ყველაზე ცნობილი ფირფიტა არის სიყვარული დაბობღავს 3 ანუ სერჯანტ გურამას თავგადასავალი ძუძუს ფიქრის ნაჭრების ნაკეცებში.
2. სერიოჟა მოკლა ლადო მაჭარაძემ, ჯგუფის გიჟმა ფანმა.
3. ეს ყველაზე პოპულარული ჯგუფია მსოფლიოში, მათ შემდეგ მეორე ადგილზე სტეფანე მღებრიშვილია.

აი ასე ვაგოიმებ ”ჟურნალისტებს.

ზოზო (შოთა დეიდა)

მაისი 17, 2009

შარვალი

მე ვამაყობ ჩემი ახალი, მაგრამ სლიშკამ დიდი შარვლით
დილით მე ვიკრავ შარვალს ჩემი გველის ტყავის ქამრით
ჩავიდებ ერთ-ორ სიგარეტს, ერთ-ორ ცალ კევას
ორმოცდაათამდე ასპირინს, წიგნს ავტოგრაფით და ფრაზით ‘’გენას’’
ჩავიყოლებ დაკეცილ გაზეთებს – ‘’ახალ ვერსიას’’
‘’სარკეს’’, ‘’გზას’’, ‘’რეზონასს’’, ‘’ჯორჯიან ტაიმსს’’, კიდევ ჩავიდებ ბიას
კიდევ ჩემს ჯიბეებში ჩაეტევა, ალბათ, ჩაის ჭიქა
მას გუფი ახატია, კიდევ ჩავიდოთ ფანქარი…არიქა!
უკვე ცხრა საათია თითქმის. დროა კიდევ რამე დავამატოთ
მე დღეს არ დამჭირდება შემწვარი ინდაური, ზატო
მე დამჭირდება ხუთი სხვადასხვანაირი სათვალე და დამჭირდება
ფირფიტა სიმღერით ‘’მაზაფაქა ჰარიჰარალე’’
მე ტრუბის გამწმენდი ჩოთქით გავიხეხავ ჩემს კბილებს
და თუმცა კარგად ვხედავ, რომ კარიესი შეტევას აპირებს
მე არ მჭირდება გინეკოლოგი და სტომატოლოგი
მე შარვალი მაქვს ახალი და გარეთ გასვლას ველოდი
მე მიყვარს ჯიბეში ტარება მკვდარი კატების და თაგვების
არ ვარ ანარქისტული ბუნების და მკიდია დანები
ჯიბეებით დამაქვს ყოველთვის ძველისძველი ბლოკნოტი
ყოველთვის თან მაქვს ფუნჩულა და მყრალი ბეწვი ენოტის
არასოდეს სახლიდან არ გავდივარ, ყურები რომ არ გავიწმინდო
კიდევ მიდევს კასეტა ფილმით ‘’შენ არ დაიკიდო‘’
მე მაჩუქეს კომპაქტ-დისკი პუგაჩოვას ალბომით
ამ საღამოს, მეგობრებო, ყველანი ჩემთან ამოდით
მე და თქვენ მოვუსმინოთ ალას გენიალურ სიმღერებს
და ამით ჩვენ გავიხანგრძლივებთ დედამო… სიბერეს
მე ცუდი ნაგავი არ დამაქვს დაფლეთილი ჯიბით
მოდი, ერთი, ჭერზე ავალ ბაბუაჩემის კიბით
იქ შენახულია ძველი რუქა დაკარგული კუნძულით
ძაღლიც მყავს, ამოარტყი წიხლი, გაიქცევა ძუნძულით
ის ძაღლიც იღლიაშიამოდებული თან დამყავს
და ცხოვრების მძიმე წუთები მყრალად გამყავს
საღამოს შემოსული ჩემს აყროლებულ სახლში
ჯიბიდან ამომყავს დღეს ნაჩუქარი მაჩვი
ფირფიტა პუგაჩოვასი და ‘’მაზაფაქა ჰარალესი‘’
ნუ ატრაკებ, მარო დეიდა, ჯერ არ დამთავრდა ლექსი
ხუთი დამტვრეული სათვალე, ჭიქა გაბზარული
და დათო გომართელის გატეხილი გული
დახეული გაზეთები ტუალეტში დამჭირდება
ხვალინდელ დღეს მე ჰოროსკოპი კაიფს მპირდება
წიგნი გენასთვის ავტოგრაფით და გადამდნარი კევები
და ნაფლეტებად ქცეული დღის სიგარეტები
მორჩა, შევიხსნი ქამარს, გავიხდი შარვალს
მე დღეს ამ ტვირთის ზიდვის სურვილი აღარ მაქვს
მე ჩავრთავ ისევ საყვარელ პუგაჩოვას
წავიკითხავ წიგნს ‘’საქართველოში არაბების ბატონობა‘’
აისიქიუდან გავუგზავნი მოკითხვას ძმობილ პინოჩეტს
და ბოლოს დავაშანტაჟებ ელდინოს თუ უკან არ მაკოცებს

ზოზო…2002…01…24!!!
———-

პირველ რიგში, ერთი კარგი ლექსი, რომელიც არხზე ერთმა ადამიანმა დაწერა ჩემზე…

თხა დაიბადა ნანგრევ კედლებში დეიდა შოთა დათვრა ქელეხში,
ჭუჭყიან გზაზე საპონი გდია, ისევ ჩაასხეს წყალი ვედრებში,
შოთა დეიდას ნიფხავი ჩასძვრა, ტრაკზე მიახტა პატარა კატა,
ყვავმა დაიხრჩო ბუდეში თავი, ისევ გათხოვდა მახინჯი ნატა.

მიხო (Mix’O)

მაისი 17, 2009

ხილიანები

მეორე დღეა ისე ცხელა, რომ ძლივს ვსუნთქავ. საღამოს ოთახის ფანჯარას ვერ ვაღებ იმიტომ, რომ კოღოები შემოდიან – ვერ ვიტან კოღოებს. ადრე არ იყვნენ აქ კოღოები, ეხლა გაჩნდნენ მხოლოდ.

გარეთ გასვლაც დიდად არ მინდა. რა უნდა გავაკეთო ამ სიცხეში? თან მაღაზიის ვალიც მაქვს და ჩუმად უნდა ჩავიარო, რომ გამყიდველმა არ დამინახოს. არადა რამდენი ხანია მაქვს ეგ ვალი? 2 წელი მაინც იქნება. მახსოვს ლიმონათზე 15 თეთრი რომ დამაკლდა. იმის მერე რამდენჯერ მქონია 15 თეთრი და არასდორს არ გამხსენებია ჩემი ვალი. მარტო ეხლა გამახსენდა.

გუშინ დედაჩემს წნევა ქონდა. არ მინდოდა ენერვიულა, მაგრამ რა ვქნა აღარ მახოსვდა რომ მესამე სართულზე არ უნდა ავიდე. მანდამაინც იქ მეწყება გალუცინაციები. მე არ ვთვლი რომ ეგ გალუცინაციაა. არ შეიძლება რომ ვარსკვლავები დღისითაც იყვნენ ცაზე? თან მაგარი ლამაზი ვარკსვლავებია არა? – წითელი, უფორმო. საერთოდ ფორმა რასაც აქვს, მგონი ყველაფერი ტაბუდადებულია. ვერ შეცვლი რა. მიიღო ეგ ფორმა და მორჩა. თუ დაადეფორმირებ, მისია შეეცვლება. აი წყალი არის მაგარი. რა ფორმასაც გინდა იმას მიაცემიებ. მაგარი თავისუფალი ტიპია. მეც მაქვს ფორმა – ცუდია.

ხშირად ვდავობდით საავადმყოფოში. ერთი მასტი იყო, თემო თუ რაღაც ერქვა. სულ გვემუქრებოდა: თქვენგან განსხვავებით მე შემძლია აქიდან ისე გავიპარო, რომ ვერავინ შეატყოსო. დეფორმირებას გავუკეთებ საკუთარ თავს და უნიტაზით გავიპარებიო. უცნაურია არა? როგორ უნდა გაიპარო უნიტაზით. მაგრამ ერთ დილას აღარ დაგვხვდა თემო. ექთანმა და ექიმმა გვითხრეს უნიტაზით გაიპარა ღამეო. ყოჩაღ თემო!!
საავადმყოფოს რაც შეეხება, არ იყო ცუდი. ბევრი ჩემი ძმაკაცი დარჩა იქ. მეც იქ უნდა ვყოფილიყავი. ვიცი რომ დედაჩემმა ჩააწყო ჩემი სახლში დაბრუნება. სულ მეუბნებოდა ბავშვობაში – შენ თე გვერდით არ მეყოლე, დიდ ხანს ვერ ვიცოცხლებო.

ეხლა უფრო მეცოდება. ყოველ ღამე ჩემს გვერდით წევს, მაგრამ არ ძინავს. რომ დაეძინოს შეიძლება ჩუმად ეზოში გავიპარო და ჩემს ნაბოზვარ მეზობელს ფანჯარა ჩავუტეხო. ერთხელ და ორჯერ კი არ გამიკეთებია ასე.
ნაბოზვარი პიროვნებაა ჩემი მეზობელი. ადრე, ვიცი რომ ბევრი ფული ქონდა. ეხლა მარტო ღიპი და ულვაშები შერჩა. ხო, კიდევ ძველი ვოლგა ყავს, ძლივს რომ დადის ისეთი. ბავშვობაში მახსოვს ჩამოივლიდა და ეზოს ბიჭებს ყველას თითო თითო დამპალ კამფეტს დაგვირიგებდა. მერე ყბაზე მავლებდა ხელს, მაჯანჟღარებდა და ვაი ვაი ვაი-ს ამბობდა, თან დიდი პათოსით, გეგონება რამეს წარმოადგენდა. მარტო ერთხელ გვაქეიფა ბიჭები სახინკლეში – ზაფხულში, ცოლ-შვილი როცა დასასვენებლად ყავდა გაშვებული, საღამოს ვიღაც ქალი მოიყვანა. ვერც ვერაფერს გავიგებდით, იმ ქალს რომ ტიტველს ეზოში არ ერბინა. მეორე დღეს ტყავის ბურთი გვაჩუქა და მერე ხინკალზე დაგვპატიჟა.

სანამ ცოლი მოუკვდებოდა სულ კარგ რაღაცეებს გვჩუქნიდა და არც ყბაზე მისვამდა ხელებს. როგორც კი მეუღლე დაეღუპა, ეგრევე ისეთივე ნაბოზვარი გახდა, როგორიც ადრე იყო. მოკლედ აი ისეთი ტიპია, ლისის ტბაზე მსუქანი კაცები რომ ადიან და საზამთროებს რომ ჭამენ პირდაპირ სანაპიროზე.

ისე მაგარი იყო ადრე. მეზობელ ბიჭებთან ერთად ყოველდღე ქუჩაში ვიდექი და ემოციებისგან ვიცლებოდი. მერე მივიდიოდით გვერდზე ქუჩაზე. იქ ძმაკაცს ვიღაც გოგო უყვარდა. დიდი არაფერი გოგო იყო, პროსტა მაგარი ტუჩები ქონდა. ჩელენტანოებს გვასმენიებდა ფანჯრიდან. თან ვითომ არ იცოდა რომ ჩვენ ქვევით ვიდექით და სიმღერას ხმას აყოლებდა. ისე რა გვინდოდა იქ რომ ვიდექით. მაინც არ მოწონდა იმ გოგოს ჩემი ძმაკაცი. უბრალოდ თვითგამოხატვა იყო მაგარი.
აღარ დამრჩა აქ ძმაკაცები, ზოგი მოკვდა, ზოგმა თავი მოიკლა, ზოგმა გაყიდა ბინა და სხვაგან გადავიდა. ერთი ორი ძველი მეგობარი დამრჩა. ისინიც დიდად არ მეძმაკაცებიან. ადრეც ეგეთი როჟები იყვენენ. სიგარეტს არ დაგიტოვებდნენ თუ არ იცოდნენ რომ ხვალ მთელ ღერს არ აჩუქებდი.
იმ დღეს აივანზე გამოვედი (მეორე სართულზე ვცხოვრობ). დამინახეს, მაგრად გაეცინათ და გვერდზე გავიდნენ. რა ვუყო. არ მემეგობრებიან და ნუ მემეგობრებიან. ისე მაგრად მიტყდება საღამოს ქუჩიდან სიცილის ხმა გამოდის და მე რომ ტელევიზორს ვუყურებ ამ სიცხეში. არადა ფანჯარაც ვერ გამიღია ამ კოღოების ხელში. ვზივარ და ვუყურებ ტელევიზორს. უაზრო გადაცემებია სულ. თან ფეხბურთებს აღარ იჭერს. იმ დღეს ავედი სახურავზე, ანტენას ვასწორებდი და ისევ დავინახე წითელი ვარსკვლავები. მაგარი იყო, ძაან მაგარი. წარმოიდგინე რომ მარტო რჩები, ხელებს მაღლა წევ და ყველაფერი ქრება გარშემო.

მანამდე ხარ ასე, სანამ ქალის კივილი არ გაფხიზლებს. ეს ქალი დედაჩემია. კარგი ქალია დედაჩემი ხელს რომ არ მიშლიდეს ცხოვრებაში. არაუშავს, რა ქნას, მეტი არავინ არ დარჩა ამქვეყნად. აი როცა ჩემს წამალზე მიდის, მაშინ მაქვს თავისუფლება, მესამე სართულზეც ავდივარ და ნაბოზვარ მეზობელსაც ვუტეხავ ფანჯარას. ერთხელ ლოგინზე დამაბა დედაჩემმა და დაიძინა. ცოდოა, ეტობა მაგრად ეძინებოდა, თორემ ასე არ გამიკეთებდა.

სამსახური მინდა რა. დედაჩემი შემპირდა რომ მოვრჩები თუ ბევრ წამალს დავლევ და მერე შემეძლება მუშაობა. ისე ადრე მიმუშავია კიდეც. რაღაც ქარხანასავით იყო მახსოვს. ბოთლებს ეტიკეტებს ვაკრავდი. კიდევ 3 გოგო იყო იქ. მაგარი სტერვები. ერთმანეთს რაღაცეებს ეჩურჩულებოდნენ და ჩემსკენ იხედებოდნენ. მერე ყავას იდუღებდნენ და ერთსაც არ მთავაზობდენენ. არც გამარჯობას მეუბნებოდნენ, არც ნახვამდისს. მომბეზრდა მაგრად. შევედი დირექტორთან და ვუთხარი. აღარ მინდა-თქო ასეთი სამსახური.

წამლის დალევის დროა. დავლევ და აი ნახავთ თუ არ მოვრჩები. დედა მეუბნება რომ მორჩები მესამე სართულზეც შეგეძლება გასეირნებაო, მაგრამ ვარსკვლავებს ვეღარ დაინახავო. რაღა აზრი აქვს მაშინ მესამე სართულს? მომენატრება წითელი ვარსკვლავები. მაგრები არიან – უფორმოები.

***

გალექსილი 5 დღე

ეს ხუთი დღეა
ან მეტიც იქნების,
მაგრად მეზარება
წაკითხვა წიგნების.
მაგრად მეზარება,
გამოცდის ბარება
და აღარ მინდა
მანქანის ტარება.

***

იცი მე მართლწერა პრინციპში მკიდია,
რადგან ეს დოგმაა და თანაც დიდია,
მეჩხუბოს თუ უნდა კამათი ვინმეს,
მაგრამ “რადგანის” წინ არ დავსვამ მძიმეს.

***

რუსი აфტორისგან: xaoc47 (თარგმანი )
მიჰყევით კაფკას ან თუნდაც ლენინს,
მიჰყევით ჰიტლერს აიღებთ ბერლინს,
მიჰყევით მარქსს ან და მიჰყევით შუმანს,
ან კიდევ ვესპუჩის გამების შტურმანს.
მიჰყევით ველასკესს, თუ გინდათ მონეს,
გაყევით შვარცნეგერს ანდა სტალონეს.
მე ნუგამომყვებით, გაჰყევით გოიას,
გთხოვთ ნუ გააღრმავებთ ჩემს პარანოიას.

mikho, maisi-2004

***

ნაშები პლიაჟები და ვიზაჟები

კენჭები მორე პეიზაჟები

საღამოს მარტინი ან თუნდაც ლუდი

მე მევასება ეს attitude-ი.

***
უაზრო ლექსი

ღამემ შეცვალა დღე,
და დაგვემალა მზე,
ამოანათა მთვარემ,
შენც დაიძინე ბარემ.
ძილი ნებისა ბეიბი,
კარგად დაიგე ლეიბი,
შენა ხარ ჩემი მალიში,
თავქვეშ დაიდე ბალიში.
მერე შენ დაგეძინება,
კარგი სიზმრებიც იქნება,
დაგესიზმრება ქალაქი,
სევილიელი დალაქით.
გაგეღვიძება ხვალე,
და ჩემთან მოდი მალე,
თორემ დაგასწრებს სხვა,
უკან მოგრჩება ზღვა.
მე სულ არ მიყვარს კექსი,
არის უაზრო ლექსი,
მარტო სიტყვების თამაში,
დამეთანხმებით ამაში.


მე მივდიოდი ქუჩაში,
დეგინახე და დევეცი,
შენ არც შემხედე – ეეეეე ცუდია,
წაი შენი დედა შევეცი.

აღარ მახსოვს როდის დავწერე

– მომეცი!!!
– არა
– რატომ, რა იყო?!
– მომბეზრდა!
– კარგი რა, ერთხელაც მომეცი და თავს დაგანებებ.
– არა მეთქი, ტყუილად ნუ მთხოვ.
– მაწყენინებ, ერთხელაც მომეცი და ხმას აღარ ამოვიღებ.
– შენ მარტო მაშინ გახსენდები, როცა მოგინდება რომ მოგცე, დანარჩენი დრო არ
გახსოვარ.
– რატომ, იმ დღეს ხომ გიყიდე მსხალი?
– იმიტომ რომ იცოდი დღეს უნდა მომეცა.
– გთხოოოოოვ, ერთხელაც მომეცი და მორჩა, მეტი აღარ მოგთხოვ არასოდეს.
– არა!!!!
– ერთადერთხელ მომეცი და ამიერიდან გპირდები, კარგად მოვიქცევი. მართლა
გპირდები!!! გთხოვ მომეცი.
– ხო კარგი, ჯანდაბას, რომელი შემოვხაზო?
p.s. “გაუმარჯოს იმ პირებს, ვინც ჩვენ მოტყვნას გვიპირებს!!!”

 

ბუბა მარანელი

მაისი 17, 2009

LIVE

მაკო, ლამაზობს თავისი თოჯინებით. ის პატარა დედოფალა, ის მარტოა და მას უყვარს, სულგარიდებული თოჯინები, რომელიც შექმნა. ის იქ დებს სიყვარულს და სულის ნათელს, ბერი მწიგნობარია, მეომარი – ვაჟკაცია, დიასახლისი მწიფეა, ვაჭარი მსუქანია, მებაჟე ფლიდია, მილიციელი _ ტეტია და სადისტი. ჩინოვნიკი პატარა და კმაყოფილი, ექიმი _ მექრთამე, მხატვარი გაღიზიანებული და მშიერი. რეჟისორმა თავი მოიწამლა და გადაარჩინეს. ტიკინა _ სტატიკურია, მათი გამკეთებელი ებრძვის სტატიკას. ყველაფერი რიგზეა, ძველი ბიჭები ბლატაობენ. ბოზები უფასოდ _ ვაჭრობენ სხეულით, ფეხბურთელები კაიფობენ, პატიმრები _ სწავლობენ, მეზღვაურებს გემი აღარ ჰყავთ, მუშებს ინსტრუმენტები გაუყიდეს, სოფო კეთილია, მარიკა – კეკლუცი, სანდრო _ შტერი, ოთო _ რეგვენი, დათო –დეპუტატი ვერ გახდა.

ნარცისსი

საშინლად დაჟანგული ნოემბრის საღამო. ჟამი, როცა ძალიან ახლოსაა ბნელი ზამთარი და ძალიან შორს – გაზაფხული. ნოემბერი მარტო სულების შეყვარებულია, მათი ვისი სტიქიაც მარტოობაა, მათი ვინც იკვებება მარტოობით. ორმაგი შუშა, ჩამოწუწული ფანჯრებით, დაღლილი თვალები მასში არეკლილი. თვალებში მძლავრობს შიში და არარაობის პერსპექტივა. როცა უბედურებით ტკბები, შენ გეცოდება შენი თავი და ამით ტკბები. მთელი სამყარო დამნაშავეა, ოღონდ შენ არა, და შენ ამით ტკბები. შენ დგახარ ცივ ბატარეასთან ფანჯრის პირას და შენ, მარტოობით ტკბები. შენ არ გინდა გარეთ ყოფნა, იქ ქარია, იქ წვიმაა, იქ ქუჩაში ჩხუბობენ, იქ, ვინმეს შეიძლება დასჭირდე, ან ვინმეს უბრალოდ გაუხარდეს შენი დანახვა. _ არა! _ შენ გსიამოვნებს ჩაის ოხშივარი, ტუჩმობზარული ჭიქიდან. შენ უყურებ როგორ აწვიმთ გამვლელებს, როგორ სცივათ ძაღლებს, შენ კიდევ შენი ეგოიზმით დამძიმებული, უპრობლემო, ბინძური ცხოვრება გეცოდება, და ეტრფი “ნარცისს”…

P.S.
(აქ უნდა იგრძნო კალიგრაფია, ისე არ გამოვა…
1999/17/11 ვკაიფობ პასტაზე, რითითაც ვწერ, ვიყიდე დღეს:)


ოთხშაბათს

მაშინაც წვიმდა, იმ ოთხშაბათს, ვითომ არაფერი, მაგრამ მარტოობამ დამღალა მაინც. რა არის ეს წვიმა? – ყველაფრის ხალისს გიკლავს. ფორტუნაზე უბერავს ფურცელაძე, რეზონანსზე – ჩვენი ანზორი და გოგია, მე მცივა სახლში უშუქოდ. წიგნის წაკითხვა მინდა – ნავთი არ ყოფილა. როგორ ასწორებს, “ხარლამას პადვალი” – ნავთის წერტია რა. წერტიც მაგარი სიტყვაა ისე. წერტი და ისა.. კიდე ენერგეტიკის მამებს. სპორტულ ტუფლს, ბოტასს, პირი დაუღია ოდნავ. “ბოტასიც” მაგარია არა? “კურტკას” “ზმეიკა” არ ეკვრება. ფანტასტიურია რა! რა გვინდა საერთოდ? ტელევიზორი, ჭამა, სმა და საპირფარეშოა ნეტა ეს ცხოვრება? გოგი გვახარია, ლევან ბერძენიშვილი და რეაქტიული კლუბის დაცალებული ფრთაა “ქართველი ხალხის” იდეური წინამძღვარი? 100%-იანი საეთერო ექსპანსია. ალტერნატივა: შარაძე, გიორგაძე, აბაშიძე… ზღაპარია, საოცრება.

მანქანა მიმუხრუჭებს ფეხებთან. გიორგა გადამწვარი ცხვირით გუდაურში მიდის. მაკო, ხათო და ნინიჩკა, ცეკვა-ცეკვით და ჟრიამულით მეპატიჟებიან მთაში __ ვიღიმი და ვემშვიდობები. მაკოს ღიმილი გულზე მაწევს. ნავთის “კანისტრით” ხელში. დარჩელიანი “ნაუშნიკებს” მაწვდის ჯო კოკერითურთ. ბაღათურია მშიერია და გალურჯებული ტუჩებით წოვს “ვაისროის” “ბიჩოკს”. “წამალს უნდა გავეშვა, ძმაო, წამალს…” რა მორცხვი ხარ თეოკა? ასეც კი არ შეიძლება. “…თუ, ვერ თხოვდები, WHY შენს პატრონს!” ლეო გატანჯული თვალებით მიყვება, ჩაჩანიძეს როგორ დაურეკია “მაიამი ბიჩიდან” – მაიამი “ძუკნა”.

ნავთის რიგში ანდრო ტურიაშვილმა ქართველების და საერთოდ ალაროდიელების ეთნიკური ფესვებიდან დაწყებული, ქვეყნის დასასრულამდე შეახსენა მეზობლებს, ქართველების გაჭირვება. გოგიძე ორი “სეტკით” ხელში მოიძუძგება ბაზრიდან. “+6” ზომის სათვალიდან უყურებს ნაცრისფერ გარემოს. 2 მეტრში, რომ მომიახლოვდა მერე მომესალმა. ასლან აბაშიძის პაარტიის “ზნაჩოკი” გამიკეთა გულზე. შეთ! როგორც იტყვიან პატიოსანი ამერიკელები. სახლის კუთხესთან გოგა, ავთანდილა და ბაჩო… მაგარი სერიოზული სახეებით ელოდებიან ქურდობას, ცალ-ცალკე. გენიალურია! ბაჩას თვალები მაინც ზღაპრულად ელავს. ლონგერას რამდენ ადგილას “უცხოვრია” მეფურად. ყვება დალნი ვასტოკში, ეხლაც იჩოქებენო მის სახელზე… ზონაში ვიდეო და ჩახოხბილი ყოველდღე… ხო, კიდე, ვამეხა მონასტერში წასულა. 6 თვეა უკვე. “ზონას კი ჯობია ძმაო…” – ესეც ბაჩაა. “წახვედი? ნუ იკარგები რა…”, “მოკვდები ძილში, შე ჩემა…”, ეს ავთანდილა იყო. ტელეფონზე ვრეკავ. ხათო სახლში არ არის, ბებოსთან წასულა. “შემოევლოს ბებო” ამასწინათ, “ფეჩი” აფეთქებია და სახე დაუწვავს ოდნავ. ხათოსნაირი გოგო და ნავთქურა? – ზღაპარია, ზღაპრი… არივედერჩი გაიზ…

აქა ამბავი მარტო ყოფნისა

რა არის მარტოობა? _ რა თქმა უნდა გცივა, ბნელა, ოთახი არეულია, ჰალსტუხი გიკეთია და მოხსნა გეზარება. კიდო, ელოდები და არ მოდის. არ მოდის და მორჩა. არ აინტერესებს არანაირად რა. იღიმის, გიყურებს, დაკავებულია, ყველაფერს აფიქსირებს და შენთვის შუშაა, შუშა და ყინული, ბროლი _ ქვას არ ვიტყვი.

რას აკეთებს მარტო კაცი? _ ზის, სამსახურში საქმე უფუჭდება, ცივა. ბუაძე ეძებს, მიშა ეძებს, თემური ეძებს, დარეჯანი ამშვიდებს და თავს იიმედებს. ფერმერებს ფული უნდათ, და ვაი – ის მარტოა და ელოდება. რას! _ ეს არის ბორკილი? _როდემდე…

რა არის შეყვარებული? _ ვიღაც გოგონა, რომელსაც რეალურად არც კი იცნობ, გინდა აშკარად, მაიმუნობ მისთვის, ყველაფრისთვის მზად ხარ და რა? _ ის ხომ ავტონომიური ადამიანია _ არა? ვააფშეტა, რა არის ლოდინი და მარტოობა? – არ ვიცი რა. მოკლედ, გცივა, გეფსია, ჰალსტუხი გიკეთია და ელოდები. ურთიერთობის ერთად ერთი ფორმაა – არა, არა და მორჩა. ტოო! არა – ვაა, რაი გინდა რაი? -ხაჭაპური ხოჩეშ?… _ წაგიყვან ხონში… _ არა! აფსუს! _ვაი, შენ პატრონს.

თეონა

საავადმყოფო, პალატა. შემორბიან ბიჭები ქშენა-ქშენით:
_რა ხდება? რა არის? ექიმო გადარჩება? როგორ არის? დიდი ჭრილობები აქვს? მოუვა რამე? წვეთოვანი ხომ არ გინდათ, დაჭირდება? რა წამალიც გინდათ თქვით, ყველაფერი იქნება. ექიმო ამოიღე ხმა! კვდება?
ექიმი წყნარი ბიჭია, წარბები ზემოთ აწია და ამბობს:
_სიგარეტი გააქვს?
_კი ექიმო აი…
_რა გაწევინებს ამას, რა უბედურებაა.
_გვეტყვი რა ხდება?
_გადარჩება. პატრონი სად არის?
_ჩვენ ვართ პატრონი, ნუ გყავთ ამ ვირთხებიან ოთახში რაა!
_500$ ეხლა, 500$ მერე, 1500$ ოპერაციისთვის… რა გაწევინებთ ამას? _ ექიმი გადის
_რა გაწევინებთო… გაიგე? ახვარზე კაიფობ? მოწევს კარგს აბა რა იქნება, ამდენ ფულს თუ აკეთებს.
_ნეტა რა ჭირს ამ ჩემისას?
_სად არის მამამისი?
_ესპანეთში არიან
_აააა…!?
_მაყუთზე რა ვქნათ?
_ცოტნეს დაერხა…
_არ დავეძებ
_რაო, თეონამ გაიტანა?
_შეყვარებულიც ესეთი უნდა.
_საავადმყოფოშიც არ გაიყვანა არა?
_მეორედაც უნდა გადაევლო თურმე.
_რა ეტაკა?
_ამას რო რამე მოუვიდეს დავბრიდავ, მაგ ბოზს ქალს.
_თუ ჩამოგივარდა მაგის ძმა.
_აბა დაიკარგაო?
_ხო, პიტერს წმინდავენო ქურდებისგან.
_რაო დაიკარგაო?
_ხო, ოჯახს ატყუებენ, ავსტრიაშიაო. რავი, ესე ამბობდა ეს ტუტუცი _ მიანიშნა ავადმყოფზე.
ოთახში შემოდის ექთანი, დაბალი, დიდი ბიუსტის მქონე გოგონა.
_ავადმყოფი უნდა გავიყვანოთ.
_მიდი, მიდი
_მოგეხმარო?
_არა, გმადლობთ.

ბიჭები გადიან ოთახიდან, გარეთ გოგონა დგას, მაღალი, შავგვრემანი, შავი თმები უკან გადაუწევია, ოდნავ სქელი წარბები გადაჭიმვია თმების გასწვრივ, ცხვირი – რომაული პროფილი, ტუჩზე ოდნავ შესამჩნევი ხალი, ნიკაპი ხაზგასმული. ეწევა დინჯად. ხელის მოძრაობა დაჯერებული და მბრძანებლური. აცვია მოკლე კაბა მომასნილი, თითქმის მთლიანად უჩანს ათქვირებული მაღალი თეძოები. ცალი ფეხი მიუყუდებია კედელს… ბიჭები გაშრნენ, დაიბნენ. გოგონამ არ შეამჩნია ვაჟები. კოტეს ბოღმა მოაწვა, ყელმა ბურთს ვეღარ გაუძლო. გაიწია და უთხრა:

_ეს რა უქენი, შეჩემა?

გოგონამ ვერ მიიღო შეურაცხყოფა, გვერდზე გააბოლა და თითქოს უთხრა კოტეს: _შენ პასუხს აგებ მაგ სიტყვებისთვის!
კოტემ წამში დაკარგა მთლი თავისი ^ვაჟ-კაცობა^
_რატომ დაჭერი? _ უპასუხა გაბზარული ხმით

გოგონამ სიგარეტი კედელს მიაწვა, ჩანთიდან ნიკელის პისტოლეტი ამოიღო და დერეფნის სიღრმეში გაემართა დაჯერებული ნაბიჯით…
გოგონას გაეკიდა ერთი, ყვირილით:
_რას შვები გოგო შენი…
გოგონამ პისტოლეტი მას მიუშვირა.
_შენ ძმას გაფიცებ!
_ამან მოაკვლევინა ჩემი ძმა…
გოგონა გაიქცა საოპერაციოსკენ მთელი სისიწრაფით, მას გაეკიდა გაგა, სხვები იდგნენ, გოგონას ფეხი დაუცდა, წაიქცა, იატაკს გაეკრა მისი სხეული. ნიკელის ფისტოლეტი ხელიდან გაუვარდა. გაუცურდა… პალატიდან ექიმი გამოვარდა ხმაურზე.
_რა მოხდა, რა ამბავია?
_არაფერი, ფული მოგიტანეს და შემწვარი გოჭი ვახშმად _ პასუხობს გაგა. მას ერთ ხელში ნიკელის პისტოლეტი ეჭირა, მეორე გოგონას გაუწოდა. გოგონა იატაკზე წამოჯდა. ის მარტო იყო, მას მაინც ძმის სისიხლის აღება სწყუროდა…

2000-2001

ეკა

ბიზნესტრიპი მაქვს ბათუმში, ეკამ მითხრა მატარებლით წადიო. კიდევ მაგრათ ვარ. გამიშეშდა კისერი, ინდური კინოს ყურებაში. გვერდით გოგონა მიზის ვოლქმენით. ეკა-ეკა.. ეკა-ეკა!.. იძახიან ბორბლები, ეკა-ეკა.. ეკა-ეკა!.. თეთრი, პატარა, წვრილი თვალებით, ხალებიანი სახე; ეკა-ეკა.. ეკა-ეკა!.. გოგონა მაწვდის ვოლქმენს. უსმენდა მწვანე ტალღას. ისმის სამოციანი წლების, ნაკლებად ცნობილი, ინგლისური ჯგუფი, ნატურალური როკით. ის გავს მიკ ჯაგერს, მაგრამ ისე ვერ ქაჩავს. ეკა-ეკა!.. ღიმილი უაზრო; ეკა-ეკა!.. ბავშვი გაბარიტებით. ყველაფერი ადგილზე. მატარებელი ღამით, არავითარი რომანტიზმი _ ცივა ბოლოს და ბოლოს. ეკა-ეკა!.. მოვწევდი სიგარას. მწვანე თვალები და ლამაზი ტანი. მაგრამ იყო მასში რაღაც არასრულყოფილი. შორს რიგებში ზის მზიკას დაქალი, დიდი გავით და წითელი პომადით. ნეტავ სად მიდის? ეკა-ეკა.. ეკა-ეკა!.. ნეტავ მეკოცნა ოდესმე… რა უაზრო ვარ. მე მგონი დამინახა მზიკას დაქალმა _ ვარიდებ თვალს, ჩემს გაყინულ ფეხებს და დაჭიმულ კისრის კუნთებს ნამდვილად არ აკლია მისი კიკინი. დავლევდი ბრენდის; ეკა-ეკა-ეკა-ეკა!.. ერთხელ ვიცეკვე მარტო, მეტი არ მახსოვს, მერე წავიდა და მორჩა. არა, მარტო ვნება არ იქნება; ეკა-ეკა!.. ცეკვა პლაჟზე. მერე ვიჩხუბე, გამიტყდა ცხვირი, დამიჭირეს და ეკამ დამტოვა… ზოგმა დარდი იცის.. მერე ხათუნა ულამაზესი ბიუსტი და სრული ხაზები. კბილები ოდნავ წინ გამოწეული და ჩლიფავს ენას. ყველაზე საინტერესო მომენტში ჩამოუვიდა ძმა… არა, მაგრა მცივა რა! გოგონა მართმევს ვოლქმენს. ჩემი და რომ იყოს, ათასი მეთოდით გავაწვალებდი. ეკა-ეკა… ეკა-ეკა… მოტკუცულ შარვლიანი მაკა, განიერი წელით, რომ გახდეს 8 კგ. იქნება ულამაზესი. ეკა-ეკა.. ეკა-ეკა!.. ერთ სიტყვას ვერ ჩააკვეტებ ისე ლაპარაკობს. სულ მავიწყდება რისთვის არსებობს ქალი, როცა ტვინს ბურღავს. ეკა-ეკა!.. თენდება მგონი. ეკა-ეკა!.. აი უკვე ზღვაც. ეკა-ეკა!.. ცოტაც და ბათუმი, ეკა-ეკა!.. წლები წავიდა, წლები და მოვიდა ეგოიზმი. ეკა-ეკა!..

მაისი 2001


ჩემი თაობის ცხოვრების ქრონიკა,
ანუ
მისტიური სცენები საქართველოს სამხრეთში

უაზრო პრობლემებით დატვირთული. უაზრო ხალხით გარემოცული. ძალიან დაღლილი მაგრამ ენერგიული ბიჭი, ავტობუსში.

გზა მიდიოდა როგორც ტანი გველის.

რაც დრო გადიოდა უფრო მბეზრდებოდა ყურსაცმი ბებერი შერის ახალი სიმღერებით, ისე ყურსაცმი მერჩივნა, თანდილას ლუღლუღს. იქ ლიკა, ოდნავ გოიმი, მაგრამ მაგარი სექსუალური. ავთუა დაძინებული, თანდილა კბილებდაკრეჭილი… გვერდზე კაცი ზის უხარისხოთ დაბეჭდილი ეროტიული სტატიებით.

ვცდები თბილისს და ნელდება ჩემი რადიოს არხები. ვცდები ქალაქს და ვერთვები იძულებით, თანამშრომლების ყაყანში: რამდენს სვამდა გურამ მაცაბერიძე, წალენჯიხაში ყველაზე სტუმართმოყვარე ხალხია, ლიკა იხსენებს თამაზ ვაშაკიძეს, იარაღით მოარულს და ქალების გულისმკვლელს… კოკა იამანიძე… ასტამურა…

ავტობუსს მიაქვს რეგიონში თბილისი: შფოთით, ჭორებით, ორპირობით, ლოთებით, ბოზებით. “დე-დე-ტე” უმღერის შემოდგომას. ქალაქის შფოთი იშლება ტრასაზე. მარტივი სუბიექტები იცინიან უაზრო ანეკდოტებით. მეც ვითომ მაგარი, სერიოზული სახით. ვაი ჩემს პატრონს! ერთი ანეკდოტის პერსონაჟს ვგავარ, ყელამდე სიბინძურეში და მომღიმარი.

მივდივარ მორიგი სავაჟკაცო საქმისთვის, რევიზიაზე. ბათუმი რამე, ფოთის გავლით.

კაია ბათუმი ნოემბრის ბოლოს, როცა ღრუბლის სისქე კილომეტრს აღწევს, ფერი შავს უახლოვდება. ავტობუსში წყალი ჩამოდის წვეთებად.

აზრი წარსულს ვერ წყდება: “თაკოს ლამაზი თვალები, ენა ოდნავ ეჩლიფება ნეტარებით. არ ლაპარაკობს. უყვარს უაზრო ბიჭი, რომელიც ვერ აფასებს წუთს რომელიც უძვირფასესია ცხოვრებაში. თაკო ულამაზესი გოგო უბანში, სკოლის დედოფალი, და მე, დებილი ბიჭი, რომელის ვერც კი ხვდება, რომ ბედნიერია…”

-კოსტა გახსოვს კოსტა?

გავხედე მოძალადე მომუსაიფეს გაკვირვებულმა, შემეშვა. “თაკოს თმას ყველაზე კარგი სუნი ჰქონდა. რას ნიშნავს ხარისხი. მე დავცინოდი… თოხივით კბილები გარეთ.”
ავტობუსში ხალხი ამოდის, რაც უფრო ვცილდებით თბილისს უფრო გასაწყლებული ჩემი სისხლი და ხორცი.

სადღაც ხაშურთან შავებში ჩაცმული ქალები ამოვიდნენ. გულზე 4-5 სურათი ეკიდა თითოს, შავი თავსაფარი წარბებს უფარავდათ. მებურიშვილმა სახე აქცია ქალებს. ლიკა ადგა და ადგილი დაუთმო ერთ-ერთს, მოხუცს მოერიდა ლიკას შეწუხება, ლიკა ბრწყინავდა მშვენებით, მოხუცს შავებიც გახუნებოდა. ლიკა აღარ დაუბრუნდა ადგილს. მე გულგრილად ვუყურებდი სცენას. არ შემეძლო ადგომა, მერე წამოვიწიე მარა ლიკამ მანიშნა მერე დამსვიო, მე მერეც არ მინდოდა ადგილის დათმობა…

რა დრო იყო მაშინ. რევოლუცია, რა უბედურებაა უაზრო და გაბრუებული ატმოსფერო, ფსიქოზი, ეგზალტაცია, პანიკური თავაშვება. არარაობის სამსხვერპლოზე სასისხლოდ გამზადებული ათეულები. კბილი კბილისა წილ, თვალი თვალისა… ენერგია დახარჯული უძირო კასრის ავსებაში. გაუმაძღარი მგელ-ძაღლების კვება ლეშით. აუვსებელი მუცლების ავსების მზარდი სურვილი. იქვე, მომავლისთვის ანთებული პატარა თვალები, სითბო, სიყვარული, გართობა მხოლოდ ერთმანეთის საზოგადოებით. უფულობას სადღაც სიამოვნებაც მოჰქონდა. თითქოს გვიფარავდა რაღაც ღრუბელი.

თაკუნა, გამქრალი და შორეული, რა მომაშორებს ამ ზმანებას. გადნა თაკო ჩემს ხელებში, როგორც სიზმარი მიუწვდომელი, როგორც წარმოსახვა ნეტარების, 16 წლის, ანგელოზივით, მაშინ როდესაც ხარობდა ჩვენი ტოლი მთელი მსოფლიო. თაკო ჩემს ხელებს მოჭიდებული, უბიწო თვალებით გაცილდა დედამიწას. ვეღარ ვუშველე ვერც გულში ჩაკვრით, ვერც ვედრებით, თან წამიყვანე მეთქი, ვერა.. ვერა… სარკომა, რა უნდოდა სიმსივნეს თაკოსთან?

10 წელი გავიდა მას შემდეგ. რა უბედურებაა 10 წელი დედას არავინ გლოვობს.

_ტირიხარ ბიჭო? – ავთუა.
_გაცურდი რა. _ მე.
_ესე უნა ელაპარაკო, ბიჭო, ამხელა კაცს. _ თანდილა
_დავაი რა. _მე

რამდენი ხანია ბათუმში არ ვყოფილვარ, ვინ იცის? მე, კოწო და თაკო ვიყავით 8 წლის წინ. კოწო მთელს ქვეყანას ერთად აღებულს ჯობდა, ალბათ. უბედური სულელი. სად მიდიოდა, საიდან მოდიოდა?… მოხუცი ბებია ჩინური ფაიფურის ჭიქასთან, მასაც კოწოსავით ნაღვლიანი თავლები. ავარიაში გარდაცვლილი შვილისა და რძლის სურათების გარემო. კოწო უაზროდ ჩაცმული და მაინც ელეგანტური, ალბათ არსით. კონსტანტინე გურამიშვილი… ომის შემდეგ ვიპოვეთ მხოლოდ ერთი ძვალი, სავარაუდოდ მისი…

_რა გჭირს ბიჭო, მართლა ხომ არ ტირიხარ? _ ლიკა
_არა, არა.. მოთბა ჩემი სიტყვა. ნეტა შემეძლოს დაძინება და გაღვიძება ბათუმში. არ მინდა ეს გზა. თან მალე ფეხზე ადგომა მომიწევს და მოკლედ…

ზესტაფონიდან ქუთაისამდე ფეზე ვიდექი… რომ დავჯექი მალე დამეძინა: “თაკო ცისფერ კაბაში, ცისფერი თვალებით, ცისფერი თავსაფრით…” მერე იყო და საბურავი გაუსკდა ავტობუსს, მერე მახსოვს კიდევ მოგონებები, სიზმარში ნაზავი: “ბათუმი, ძველი სახლი, კაკლის ბუფეტი 200 წლის, გრაფინით ყვავილი, სახლის პატრონი მდიდარი კაცი, მეუღლე თბილისელი გოგო ხათუნა, მოუტაცია 16 წლის; პატარა გოგონა ქეთი, ჭორფლიანი ცხვირით და ხორბლისფერი კანით, თვალები ლურჯი, მომწვანო. იჯდა თაკოს კალთაში, როგორც შველი. მე არ მეკარებოდა თავიდან. მერე მახსოვს ქობულეთში წამიყვანა მარტომ. იქ ნამდვილი დედა ჰყოლია, ხათუნას უშვილია. Aხოდა სიზმარში ნამდვილად დიდი ვნახე. დიდი, ლამაზი, მწიფე, ნაზი, თავდახრილი, ჭორფლი ღაწვებზე, როგორც ზაფხულის თბილი ღამის ვარსკვლავები.

შემაშინა ჩემმა ზმანებამ, ვიზე ვფიქრობ? ბავშვი რომელიც კალთაში მეჯდა. პრინციპში ალბათ ახლა უკვე გაზრდილიც არის.
-იუზგარ გაიღვიძე ფოთში ვართ.
-რა გვინდა ფოთში?
-ადე გაგვიფუჭდა “ავტობუზი”

უქმად, უაზროდ, უიმედოდ წვიმიან ფოთში. შემაწუხებელ ხალხის საზოგადოება. მეთათბირებიან, მეკამათებიან, მედავებიან: როგორ მოვხვდეთ ბათუმში? რა გვეშველება, რა გვეშველება? –გაცურდი რა!

მერე გამოტყვრა არახალია, დაურეკა სელიმხან-ვაჟა ნიჟარაძეს და შეატყობინა ჩვენი უბედურების ამბავი. ზუსტად ორ საათში მოვიდა მისი მძღოლი _ წითური, გამხდარი. რატომღაც ქადა იყიდა, იქვე ციგნისგან და დაიწყო ღეჭვა, თან იკრიჭებოდა. მერე დაქოქა ლურჯი ,,ტრიცატადინი’’ და … ,,_ მიდი, გაიხარე! ”

ლამაზი ქალაქია ფოთი, მშვენიერი ასულებით სავსე. თვალები უბრწყინავს თანდილას, ულვაშებში იცინის ავთუა. მკერდი უჩანს ლიკას ალაგ-ალაგ _ მძღოლი საჭესთან ცუღლუტობს თანდათან. აი, დიდი გუბე, მის გვერდით ორი გოგონა გაშლილი ქოლგით. რაღა უნდა ოქროს კაცს მეტი, გაუშვა მანქანა, მიადო პედალს ფეხი და გავწუწოთ! გააქანა ,,ტრიცატადინი” და შევარდა წყალში. მერე, მახსოვს აკივლდა ლიკა, მერე თანდილა და მერე ავთუა. თვალები დავხუჭე, მერე ძლიერი დარტყმა იყო. ზუსტად ერთ მეტრემდე წყალში ვიყავით ჩავარდნილი. გაოგნებაც ვერ მოასწრეს რევიზორებმა, რომ წყალი მანქანაში შემოვიდა. ნოემბერია, 12 რიცხვი, წვიმს, ცივა, ღამის 22 საათი და 18 წუთია… გამთენიისას შევედით ქათქათა ბათუმში. ოდანვ სუსხავდა. ნომერში რომ შევედი თაკოს სურათი ამივიღე, შევხედე: მე და ის პირველ სკოლასთან. თაკოს მანტო აცვია მოკლე, მე _ კოსტუმი ,,ორ ბორტიანი”, სქელი. თაკო აწურულია, ცივა, მე _ ვიღრიჯები, ალბათ დავცინი. დავეგდე ლოგინში, დავიფარე სახეზე ბალიში და დავიწყე ბღავილი … დამესიზმრა გიორგა, კოწო და თაკო. გიორგა მეჩხუბება თაკოს გამო, მერე მომეხვია, ჩემი ძმა ხარო, მერე თაკოს გაუფრთხილდიო. საცოდავი თავის დას უფრთხილდებოდა და სხვისი და გააუბედურა. მერე იმ გოგოს ძმამ, ყველას თვალწინ სახლის წინ თხუთმეტი ტყვიით მოკლა გიო…

დილა დაიწყო გენიალური სცენით. ჯერ, რა თქმა უნდა, ყვირილმა გამაღვიძა. სარკეში ჩავიხედე: თვალები ჩაცვენილი, თმა გაბურძგნული.Mმკლავი მოვხარე, რატომღაც კუნთის დაჭიმვა გავიფიქრე, არაფერი გამომივიდა, მოვეშვი. გარეთ კიოდა ვიღაც საცოდავად. ტრუსის ამარა გავედი. ვიღაც 40 წლის მუტრუკი დასდევდა ჩვენს მძღოლს და ურტამდა პირდაპირ ჩვენი ფანჯრის წინ, ეს ყოფილა ნიჟარაძე, კაცი, რომელიც უნდა შეგვემოწმებინა, ძლივს გააშველეს საცოდავები. იდიოტობის აპოგეა…

,,დიდი ხანია მინდა “ _ მღერის კაი კაცი, ფანჯრიდან ფანჯარაში გადადის ხმა. მერე დარეკეს ზარებმა ეკლესიაში, მერე აყვირდა მოლლაჰ… შორს ზღვაში ირწეოდა ეულად გემი, თოლიებს მიჰქონდათ ყურთასმენა. ხუთი წელია სიგარეტი არ მიმოწევია, რომ ვეწეოდე გავაბოლებდი ნაღდად. როგორ იყო… ეჰ, არ არის საჭირო. _ გოგა… გოგა… იძახის ვიღაც გოგო, ოდნავ პუტკუნა ჭორფლიანი, მაღალი, თმა აუკეცია ძველი მინოსური ფრესკის ქალივით. ვიღაც მოვიდა მანქანით, გოგონა ჩაჯდა, მანქანა წავიდა

ეს, ხომ შეიძლება ქეთი ოყოს? მე ხომ ესეთი დამესიზმრა. ვა, არა, _ რატომ არა? _ რა ლამაზია, რა ლამაზია. ეე, რა მაგრა გყავს?!

საღამოს ბანკეტი ბრტყელი სიტყვებით. ჩახუტება ტუჩზე კოცნით. ახალი საკონსერვო ქარხანა, ოქროსფერი ქილებით… ნიჟარაძემ სასახლეები აგვიშენა ბათუმში. ვის ადარდებს, ნეტავ, ეს ყველაფერი? ინდაურის ხორცი გადაიღე, ინდაურის…

…საწარმოს მარაგების ინვენტარიზაცია მე დამევალა. დამყვება ვიღაც შავგრემანი, ენერგიული ჯეელი და ყველფერზე მეკითხება: ეს, იცი რა არის? მე ვეუბნები _ არა. ბიჭი მაგარი კმაყოფილია, რომ ჩემზე მეტი იცის… როდემდე?

საღამოს კაფეში დავპატიჟე ლიკა. ცხვირი ჩამოუშვა ავთუამ, გული დაწყდა თანდილას. ზღვის პირას იყო ლუდის რესტორანი ვითომ ირლანდიურ პონტში გაკეთებული, რა თქმა უნდა, ცოტა გოიმური. წვიმდა უაზროდ. ლიკა ტიტინებს თავისთვის, თანამშრომლებზე მეჭორავება… არც ერთი სიტყვა არ მესმის. აფორიაქებული ვარ. ვერ ვიხსენებ რისგან, რას შეიძლება მოველოდე ამ წვიმაში ნათელს, ლამაზს. ბოლო ხანს სულ ვეჩხუბებოდი თაკოს, რატომ, მეც არ ვიცი. თითქოს შარზე ვიყავი. როგორ ტეხავს. მერე ვნანობდი მარტოობაში. რას უნდა ველოდე… გოგონა, ვიღაც ქეთი. აი რა მიხარია ქვეშეცნეულად. ქეთი პატარა და დიდი. ქეთი ულამაზესი. მისი ნამდვილი დედა მზესუმზირას ჰყიდდა ქობულეთში _ საწყალი.
ფანჯარასთან გოგონებმა გაიარეს, თვალებით ქეთის დავუწყე ძებნა. თან ჩემს თავზე ნერვები მეშლება, რამ შემომიძვრინა სულში ამ ბავშვზე ფიქრი? კიდევ გამოიარა რამოდენიმე ჯგუფმა. არსად არ ჩანდა ქეთი. ლიკა ტიტინებს. მერე ხმა გავიგე ჩემს ზურგს უკან, ოდნავ მჭახე, ოდნავ ბოხი, ოდნავ ხავერდოვანი. მოვიხედე. ქეთი იდგა ერთ გოგოსთან ერთად. ყელზე შარფი მოეხვია აბრეშუმის. გრძელი კაბა სხეულის კონტურს იმეორებდა. შემომხედა და გაეცინა. ნუთუ მიცნო? _ არა. ან იქნებ… _ არა. ისე იცინოდა ახლობელივით, მარა _ არ ვიცი. მინდოდა მეთქვა რამე, მინდოდა მისვლა _ მიზიდავდა ძალიან მარა – რა…
ვინ არის ეს გოგო? Aიქნებ არც არის ქეთი, რატომ დარჩა ასე ჩემში. ლიკამ შეამჩნია ჩემი გონების არევა. ვინ არისო, იკითხა, არ ვიცი მეთქი, ვუპასუხე, ლიკას გაეცინა. იციო, მითხრა. აღარაფერი მითქვამს. ქეთი გავიდა, გასვლისას მომხედა, გაეცინა. მერე ფანჯრიდან შემომხედა, გაეცინა და წავიდა. მაგრა ტეხავს, 27 წლის ვირი და ბავშვივით აცუნდრუკებული, ან ვაფშე… რა მომდის? რა დროს ქეთია, ვიღაც ბათუმში, ალბათ 17 წლის ბავშვი, საერთოდ რა პონტია, მეზიზღება ჩემი თავი. ლიკას დავუწყე ხარბი თვალით ყურება. ლიკამ იგრძნო, ცოტა სახე აერია. მეც ვიგრძენი უხერხულობა, ავარიდე თვალი. ამერია ტვინი. რატომ გაჩნდა ნეტავ, ქალი? როგორ ტეხავს, როგორ ტეხავს.

ღამე გიკამ დამირეკა მობილურზე, შაბათ-კვირას ჩამოდიო. ირინას უნდაო შენი ნახვა. მოვრჩი მეთქი მაგასთან ყველაფერი. საქონელი ხარო მითხრა, რატომ? _ არ ვიცი.

წარმატებით მიდიოდა ჩვენი რევიზია. გაიქაფა ავთუა, გაისარჯა თანდილა. კეკლუცობდა ლიკა. საღამოს დამირეკა გიკამ. ირინა თხოვდებაო, _ კიდევ მე ვარ საქონელი?

ამოვიღე თაკოს სურათი, ღმერთს ვთხოვე მასთან წავეყვანე. ღამე ცუდად გავხდი. შემეშინდა, მართლა ხო არ ვკვდები-მეთქი. მერე დილამდე ვევედრებოდი უფალს სიციცხლეს. დავიღალე. ძლივს გათენდა შაბათი. ეკლესიაში დავაპირე წასვლა, თაკო ცხოვრობდა ეკლესიურად. მეც იქ გამიწია გულმა. ერთი წამი უნდა კაცს. რა ტკბილია ეს სული.

დიდი ეკლესია ყოფილა ბათუმში. სავსე იყო ხალხით. დამასველა წვიმამ, მცივა. ქურთუკის საყელო აწეული მაქვს. სანთელი ვიყიდე. ხელი მიკანკალებს. ,,შეიძლება ცეცხლს გადავუკიდებ?” ,,რა თქმა უნდა’’, _ ქეთი იყო. ლამაზი, ეშხიანი, მწიფე. ჭორფლი გაფერკმთალებოდა ხორბლისფერ კანზე. გამიცინა და რაღაც უნდოდა თითქოს. მერე გამშორდა, წავიდა. დამერკაგა ხალხში, ვეღარ ვნახე. არც მინდოდა ეკლესიაში თვალების ცეცება. თამარ მეფის ხატი ვნახე. მასთან დავანთე სანთლები. ვევედრე თაკოზე და ჩემზე. გვიან დამთავრდა ლოცვა. მციოდა, მტკიოდა, მარტო ვიყავი. ვერაფრით ვერ ვნახე ქეთი. ვეძებე მარჯვნივ, მარცხნივ, წინ, უკან. რომ მენახა მივიდოდი, დაველაპარაკებოდი, მარა ვერა, ვერა. წამოვედი. ციოდა, მტკიოდა, ვმარტოობდი.
გულის ჯიბეში აღებული ქრთამი დამსველებოდა. წვიმას გადაეღო. ბინდდებოდა. მზემ თავი გამოყო ღრუბლებიდან და ჰორიზონტს შეუერთდა. გავუყევი სანაპიროს. მერე ერთ ადგილას შედიოდა პატარა კონცხი სალი კლდეებით. ტალღები ეხეთქებოდა კლდეს, მზე წითლად ანათებდა ღრუბლის ძირებს და ზღვის ზედაპირს. მერე შევამჩნიე, კონცხზე თითქოს ვიღაც იყო. შევდექი ქვებზე, გადავედი, მივიწევდი წინ, ფეხი დამიცდა რემდენჯერმე, მერე ერთგან, თითქმის ბოლოში, დავცურდი, ვიხოხე კინაღამ გადავეშვი ტალღებში. ჯიბიდან ქრთამათ აღებული ფული გადმომიცვივდა სულ. ძლივს მოვეჭიდე ქვას, დავეყრდენი, ამოვედი. ,,ხომ არ მოგეშველო?” _ მესმის გოგონას ხმა. ავედი ზემოთ. მზის სხივები აბნელებდა სილუეტს. გოგონამ თმა გადაიწია, მოვარიდე სხივებს თვალი. ქეთი იდგა. “მე შენ გიცნობ”, “მეც ქეთი”, “მეც”, “მეც”…

ზღვის ტალღები ეხეთქებოდნენ კლდის ქიმებს, თითქოს დანგრევა უნდოდათ, თითქოს ეზიზღებოდათ მისი მახვილი ქიმები. თითქოს შთანთქმა უნდოდათ, მაგრამ ამაოდ…

მზე, კლდე, სიყვარული, მარადისობა, სითბო, სინაზე… ლაზიკა, საქართველო…

1995-2001

ნახატი

მიკრო ავტობუსში ვზივარ. უფრო სწორად, მიკრო ავტობუსზე დიდია და ავტობუსზე პატარა. მძღოლი ლეკიშვილს ჰგავს. ზოგჯერ მგონია, რომ ის არის. ბუზღუნებს რატომღაც. ჩემს გვერდზე მაკო ზის, ნერვიულობს. გარეთ ნისლია, არაფერი არ ჩანს. ვიღაც ქალი წკმუტუნებს, ეჩქარება და მძღოლს აგინებს გულში. მე არ მაინტერესებს დრო, წინ_უკან. სულერთია ახლა ჩემთვის. მაკო ნერვიულობს. ქალი წკმუტუნებს, მძღოლს პირში ასანთის ღერი უდევს და მაგრად უყვარს თავისი პროფესია.
მიკრო ავტობუსში კაცი ამოვიდა. ქვედა ყბაზე წინა კბილები არა აქვს. იღრიჯება, “ბოდიში” მეუბნება რატომღაც. “გაიხარე” გავიფიქრე გულში. მაკომ მომხედა, რაღაცის თქმა უნდოდა, გადაიფიქრა, ან დაეზარა თქმა. მეც მაინტერესებდა, რა უნდოდა მაკოს, მინდოდა მეკითხა, მარა მეც დამეზარა თქმა, გადავიფიქრე.
ჩვენს უკან ორი გოგო ზის. ლაყბობენ უაზროდ. ნერვებს მიშლის სისულელე. მათი მშრალი გონება აშკარად ვერ იტანს ცხოვრების სიღრმეს. ერთი მათგანი ცხვირს არ ამოძრავებს. “მამენტ” ბანძია, მაგრამ მაკიაჟი შველის. მანქანა ამუხრუჭებს, მაკო ხელს მკიდებს ხელზე. შემომხედა შეშინებული თვალებით. მე გამეცინა, ოდნავ გადავიხარე მისკენ. თვალებში ჩავხედე, წამი უნდა და იტირებს, მაგრამ ძლიერად დგას. მეცოდება სადღაც, მინდა ვანუგეშო, მაგრამ არ ვიცი როგორ მიიღებს ნუგეშს, რატომღაც მაშინებს მისი რეაქცია.
სადღაც მანქანაში კაცი ამოვიდა. ქალაქის ლომბარდის ყოფილი დირექტორი. ის ახლაც უმდიდრესი ადამიანია ამ ქალაქში და ყველაზე ღარიბულად დადის მაინც. ქამარი გაქექვია, ლაბადა მოღრეცილი, ტუფლი-უგემოვნო. საცოდავი კაცია, მთელი ცხოვრება სოროში.
მაკო თავს მადებს მხარზე, მერე იღებს. მინდა, რომ სულ ასე ედოს თავი, მაგრამ ჩუმად ვარ. მძღოლი აჩქარებულ ქალს ეჩხუბება, ქალი მძღოლს. მგზავრებს არაფერი არ აინტერესებთ. მგზავრები მხოლოდ გულგრილობით არიან ურთიერთსოლიდარული.
გარეთ ნისლია. მანქანაში გამონაბოლქვის სუნი დგას. ნეტა უკან რას უნდა გამოვყვე? მაკომ სურათი მომაწოდა, მე და ის, კიევში. მაშინაც წვიმდა, ნისლი იყო, მე შავი ქოლგა მიჭირავს, მაკოს ბასეტის ლეკვი, ლაბადა დამსვრია ალაგ-ალაგ.
გავიღიმე. მაკომ სურათი უხმოდ ჩამიდო ჯიბეში. მე ხელი მოვხვიე და თავზე ვაკოცე. მაკომ ღრმად ამოისუნთქა. ის გაცილებით უფრო სერიოზულად იღებს განშორებას. გზა გაიწელა, რაც უფრო გაიწელა უფრო სასიამოვნო აღმოჩნდა მაკოსთვის. მე ვეღარ ვითმენ გზის სიგრძეს. ვეღარ ვიტან შეწუხებული მაკოს ყურებას, არადა მსიამოვნებს მაკო.
ვიღაც ქალმა, რომელიც ალბათ ბაზრობაზე ვაჭრობს, დიდი ჩანთა ჩამიდგა ფეხებთან. მაკომ გაიღიმა. მანქანა გაჩერდა, ხალხს გადაუკეტიათ ქუჩა, დენი უნდათ. სითბო გრძელდება. მაკომ ხელი ხელში გამიყარა. მე გავიტრუნე. ხვალიდან მაკოს ვეღარ ვნახავ. მთელს ქვეყანაზე, მარტო მოპიკეტეები გვიწყობენ ხელს. მაკოს სიყვარული უნდა, მოპიკეტეებს დენი. სადამდე გაგრძელდება ასე? ნეტა უკან რას უნდა გავყვე?…

უსათაურო პიესა რომელიც არ უნდა დადგათ!

ორ მოქმედებად

სცენა: დეკორაცია შეზღუდული, უკან ფარდებზე ახატია მთები. იატაკზე არის ჭაობის ეფექტი.

მოქმედი პირები:

_ მგელიკა ვეფხვაძე _ ომონელი ბიჭი. მისი იდეალია: ქალაქის პოლიციის შეფი, სახინკლე “ოლიმპია”, ისნის რაიონის კურტიზანი ქალები
_ ომარ თავაძე, საგარეო საქმეთა მინისტრი _ ძირითადად, აკონტროლებს სამარშუტო ტაქსების ბიზნესს ქვეყანაში.
_ ლადო ქათამაძე _ სათვალიანი ბიჭი, პროფესიით ექიმი, ბოლო ოთხი წელია ინტენსიურად მიეძალა მარიხუანას და სპირტიან სასმელებს. უყვარს სიტყვა “ალტრუისტი”, ხშირად ხმარობს ლაპარაკში. ცხვირი აქვს მოიისფრო.
_ ლამაზმანი ხათუნა _ საშუალო ტანის, მრგვალი ბიუსტით. ლაპარაკის დროს კისკისებს.
_ ბატონი გაიოზი _ ბიზნესმენი, აქვს ორი პროფილაქტიკა და ბანკის კრედიტი, რის გამოც ხშირად აწუხებენ. ატარებს ვარდისფერ სათვალეს.
_ ერთი მანქანა უბნის ბიჭები – ძველი მონაცრისფრო “აძინაცატით”

მოქმედება I

სცენაზე შემოდის ლადო ქათამაძე ჯიბეებში ჩაუყვია ხელები, იყურება გაკვირვებით. ცივა, ბნელა, არავითარი მუსიკა, ისედაც ყველაფერი ნათელია.

სცენაზე შემოდის ერთი მანქანა უბნის ბიჭები:
_ლადო, მოწევ ბრატ?
_არა გავეშვი

ეშვება ფარდა.

ეს იყო მხოლოდ აქცია, უმუშევარი ბიჭის.

არავითარი ტაში, ისედაც ყველაფერი ნათელია.

მოქმედება II
სცენა I

სტუდენტურ მერხთან ზის ლამაზმანი ხათუნა, უხერხულად. აცვია მოკლე კაბა და სქელი წინდა. ცივა, მაგრამ ამიტომ არ კანკალებს, მასთან მუსაიფობს ომონელი ბიჭი მგელიკა ვეფხვაძე.

ბიჭი:
_აუ ხათო, კააროჩე რა, რო არ ვგლიჯე… სუფთა ძონძი იყო რა, მე კიდე 150 კილოგრამიანი დარტყმა მაქ, რა. ჰოდა რო არ ვგლიჯე… ეგ რა არის, ჩვენთან ბიჭები არიან რა, 500 და 800 კილოგრამიანი დარტყმები აქვთ რა. და თამაზოვიჩს კიდე 1000 კილოგრამიანი აქვს რა…

ლამაზმანი ხათუნა:
_მეჩქარება უნდა წავიდე, ნიშანს ვერ მივიღებ.

ბიჭი:
_ლექტორი ხო არ გაბრაზებს, ხო არ ვცემო, რო არ ვგლიჯავ…

ნელ-ნელა ქვრება შუქი. ისმის რომანტიული მუსიკა.

სცენა II

სათვალიანი ბიჭი ლადო ქათამაძე, ზის მრგვალ მაგიდასთან, მასთან ზის მოხუცი ქალი, ეტყობა ავად არის.

ლადო:
_არ შემიძლია დედა, მართლა არ შემიძლია. სად მე და სად ეგ პროფილაქტიკა

დედა:
_მოგიკვდეს დედა.

ლადო:
_მაგრამ წავალ, აბა რა ვქნა. ველაპარაკე გაიოზს. საბურავები უნდა დავბერო. თუ კარგად იმუშავებ, დღეში 10 ლარი დაგრჩებაო. _ იცინის, 10 ლარი და ბერე საბურავებიო…

დედა:
_თუ გეუხერხულება ნუ წახვალ, დედა.

ლადო:
_არა.

მუსიკა მძიმე და წყნარი, შუქი ქრება.

სცენა III

კარგად დაბანილი და სუფთათ ჩაცმული მამაკაცი. ტელეფონზე:

_გაიოზ არ მცალია მაგისთვის რა… რა ერთი წუთი კაცო, ქვეყანა იღუპება. რაა? მე არ ვიღუპები. შატილი დაბომბეს, შატილი, გესმიის! ჰოდა მორჩა. რა დროს პროფილაქტიკაა, რაც გინდა ის ქენი… ჰა, რაა? ეგ არ ქნა! ხო კაი მოდი მოდი, ნახევარი საათით…

სცენა IV

პროფილაქტიკა. მაღალი შავი მამაკაცი, ვარდისფერი სათვალით და გამხდარი თეთრგვრემანი ბიჭი:

შავი კაცი:
_მიეჩვიე?

ბიჭი დამცინავად:
_პირველ ხანებში გამიჭირდა.

კაცი:
-რა იყო შე კაცო, თავიდან მეც მასე ვიყავი.

ბიჭი დამცინავად:
_ეხლა?

სცენა V:
კორპუსი, გოგონა შედის სადარბაზოში, იქ ბიჭი დგას:

ბიჭი:
_პატარა! როგორა ხარ?
გოგო:
_ვაა, რავა ხარ?
ბიჭი:
_შენ რაღაც მოფერიანდი ხო იცი. _ დაცინის
გოგო იცინის პასუხად:
_ჩემთან ამოივლი?
ბიჭი:
_დაღლილი ვარ, მუშაობა დავიწყე.
გოგო:
_სად?
ბიჭი:
_პროფილაქტიკაში
გოგო არ იჯერებს:
_ამოდი რა…
ბიჭი:
_კაი

სცენა VI:
პროფილაქტიკა, შემოდის შავი “ლენდ კრუიზერი”, ქალაქის მილიციის-ომონის შეფის, იწევა ფანჯარა, ჩნდება უზომოდ დიდი თავი:

_ძმაკაც, პაკრიშკა გამოგვიცვალე რა.

ბიჭი მიდის მანქანასთან, იქ გოგონა ზის ლამაზმანი ხათუნა, გვერდით ომონელი ბიჭი. ხათუნას თვალები გაფართოვებია, ბიჭს ხათუნას ელვარე მუხლებზე უდევს ნავარჯიშები ხელი. სცენაზე ბნელდება. სხვა არაფერი…

სცენაVII:

გაიოზი:
_ვერ გაგიშვებ კაცო, ეგრე სად არი, მე კაცი მჭირდება. ცარიელს მაგ ადგილს ვერ დავტოვებ. თან ოჯახში ხომ ვიცი არ გილხინს, დედაშენი ჩემი ახლობელია. სად უნდა წახვიდე, ვერ გაგიშვებ.
ბიჭი:
_მე არ გთხოვ, მე მივდივარ.
გაიოზი:
_კაი ძმაო, მაშინ მომიტანე რაც აქ ფული გააკეთე და წადი.
ბიჭი:
_რაა?
გაიოზი:
_ჰო, მარტივია ყველაფერი 300 ლარი და მორჩა.
ბიჭი დააპირებს რაღაცის თქმას და ამ დროს ოთახის კარს შემოანგრევს სამი ორმეტრიანი ტყუპი ძმები, თითქმის ერთნაირი.
ტყუპები:
_გაიოზ, შე ნაბოზვარო, როდის გინდა გაისტუმრო ჩვენი ბანკის 300,000 აშშ დოლარი?
შუქი ქვრება, ისმის ცემა-ტყეპის ხმა…

სცენა VIII:
კორპუსის კიბესთან დგას სათვალიანი ბიჭი, კიბეს მოუახლოცდა ლამაზი გოგონა ბავშვით.
_პატარა! რას შვება შენი ლომი?
_მაწვალებს, რა ვიცი
უცბად აივნიდან ისმის ბოხი ხმა:
_ხათუნა! მანქანაში ჩემი ფორმაა და არ დაგავიწყდეს ამოიტანე რა?
_კაი _ პასუხობს მორიდებულად გოგონა და მიდის.
მერე ეზოში შემოდის თეთრი “კია”, იწევა ფანჯარა ნელ-ნელა, ჩანს საოცრად პატარა თავი, “ლადიკოო” ამბობს ნაზად:
_ააა, ბატონო ომარ, როგორა ხაართ?
_კარგად, კარგად. კაი ამბავი მაქვს შენთვის ნათლია, მგონი სამსახური გიშოვნე. ბევრი არაფერი, მაგრამ წავა
_კერძო კლინიკაა რამე? _ გახარებული ლადო
_არა არა. პროფილაქტიკა მქონდა თუ იცი ბაზართან, ხო იქ რაღაც მმართველმა გაახურა და გავაგდე, წახვალ?
_კი, ალბათ, რა თქმა უნდა, წავალ წავალ.

სცენაზე შემოდის ერთი მანქანა უბნის ბიჭები:
_ლადუშ, მოწევ ბრატ?
_კაია?
_რაზეა ბაზარი
_!?…

2001, 8 მარტი

სოფო კირვალიძე – სიყვარულით ყველაზე საყვარელს

მაისი 17, 2009

“ჩემგან დაიმახსოვრე: კარგი არაფერი ხდება და აღარც მოხდება.”

ლაშა ბ.
“ა მოჟეტ ტაკაია ი ესწ ტვოია ნა კარტახ ნაგადანნაია, კარმიჩესკაია ლიუბოვ?”

მაია კ.
ბერლინი 2000

ამ ხნის ქალებთან მიმართებაში იხმარება ერთობ ნიშანდობლივი სიტყვა-ნაბოზარი.

ან ნაბოზვარი. როგორც გერჩიოთ. გარკვეულწილად მართალია: 30წლის შემდეგ ზნეობრივ სახეზე საუბარი სიბრიყვეა, ჰოდა, ჩემი ერის მამაკაცებიც ბურუსით მოცულ წარსულს თუ გადაწვდებიან ხოლმე.
ოცდაათს გადაცილებულს შეგიძლია თამამად განაცხადო: “მოია ჟიზნ, კაკ ხოჩუ, ტაკ ი ექპერიმენტირუიუ”. ოცდაათს რომ გადააბიჯებ, ყველაზე მეტი გინდა და შეგიძლია, მაგრამ ალბათობა იმისა, რომ ვინმეს მართლა მოუნდება და შეეძლება შენი ატანა, იმდენად უმნიშვნელოა, რომ ფიქრადაც არ ღირს. ტყუილად ნუ დაიძაბები საყვარელო.

ჩემი ხნის ქალების მამრებთან ურთიერთობას-გამონაკლისი თითოოროლა თუ დარბის სადღაც და ყოფნის იმის ჭკუა, რომ ჩემისთანებთან საქმე არ დაიჭიროს – ხელჩართული ბრძოლის სახე აქვს. სრული უაზრობაა მათთვის იმის მტკიცება, რომ არაფერი გინდა. რა ფული – იქით უნდა აჭამო და ასვა და სახლში ტაქსით გაუშვა, რომ რამე არ დაემართოს;

არც ბინა – ასი კაცი ერთადაა შეყუჟული (მამამ გადაწყვიტა,რომ მაინცდამაინც ოთხოთახიანიდან უნდა გაასვენონ) რძალს ტოქსიკოზი აქვს და სანამ არ ჩაიფსამ ტუალეტიდან არ გამოაღწევს, ლოჯში – იქაა მაგის ადგილი! ფსევდოინტელიგენტი ჩეკას ბოზი ბებო ახველებს, ნაპროვინციალარ დედას სძულხარ – რა უნდა ამას ჩემს ვარსკვლავბიჭუნასთან?! ღმერთო ჩემო!

ბიჭო, ვის რად უნდიხარ, შე უხასიათო და უბედურო? მაგრამ დედამ დაგარიგა და ალბათ ნაძველბიჭარმა გონებაჩამორჩენილმა უფროსმა ძმამაც – კი ძნელი წარმოსადგენია, მისი ლექსიკური მარაგი წესით ამდენს ვერ უნდა წვდებოდეს – რომ ქალი, თანაც 30ს გადაცილებული(!) საშიშია, შეგაჯდება. ჩვენი ბიჭი წარმატებით შეიძლება იყოს 25-საც და 45-საც, მერე რა, მაინც სათუთი არსებაა, ქალი კი, თან 30ს გადაცილებული, ნაბოზვარია, ბიტი, და შესაბამისად ძალიან საშიში.

ცხადია, არსებობენ არასაშიში ქალებიც. გოგოები. გოგოები არ ტყნაურობენ. გოგოები უბრალოდ იძლევიან, თუ დიდხანს შეეხვეწები და ცოლობას დაპირდები. როგორი გოგოები მოგწონს? მაღალი, გამხდარი და რა ვიცი. მოკლედ კარგი ოჯახის შვილი გოგოები ცოლად უნდა შეირთო და ამის შემდეგ მდედრობითი სქესის წარმომადგენლები სამ ჯგუფად იყოფიან: ცოლი; დაქალები (ეს არიან მდედრები,რომლებიც სხვადასხვა მიზეზების, ძირითადად სიმახინჯის გამო, არ მოიტყვნებიან) და ქალები, რომელთაც სახმარი ღირებულება არ გააჩენიათ. ეს უკანასკნელები შეიძლება სატანცაოდ წაიყვანო ან შინდისში ხინკალზე დაპატიჟო. რაც მთავარია, მათთან შეგიძლია შენს საშინლად გასაიდუმლოებულ სექსუალურ ფანტაზიებს შეასხა ხორცი – უბანი. ბიჭები. მერე მაგ პირით დედაჩემს უნდა აკოცო?

ეს ქალები ძირითადად ზაფხულში წამოტივტივდებიან ხოლმე. როცა ცოლებს დასასვენებლად უშვებენ. აქვე ახლომახლო: წყნეთი, კოჯორი, მანგლისი. მშვენიერი ადგილებია, სუფთა ჰაერი, ნახევარ საათში თბილისში ხარ (მე ერთ ძაან მაგარ ვადილასაც ვიცნობ, შვიდ წუთში ჩამოვიდა თბილისში) სამ დღეში ერთხელ წყალიც მოდის და ყველაფერი. შაბათ-კვირას მამაც ამოვა, საზამთროთი და ძმაკაცებით. დალევს და კდემამოსილად გარუჯულ ცოლს – მაისური და შორტი უნდა ეტყობოდეს, აბა, ბოზი ხომ არაა,მთლიანად გაიხადოს? – შეძლებისდაგვარად მთლიანად მოიხმარს, რომ ემანდ რამე არ შეეშალოს.

მსგავსი არაჯანსაღი და ცხადია უსაფუძვლო ეჭვებისაგან თავის დასაცავად, სასურველია, რომ იმავე კოტეჯში ძმაკაცმა თავისი ნაშიერები და ცოლი აუშვას. მერე რა, რომ შენს ცოლს იმის ცოლი გოიმად მიაჩნია. აბა რა, პადრუგასთან ერთად ხომ არ გაუშვებ, იმ ნაბოზვართან, მთელ ევრაზიაზე რომა აქვს ტრაკი გადებული?! იმას თბილისში ესტუმრები.

სამშაბათს ან ოთხშაბათს, ჯანზე რომ მოხვალ, და რომ არ მოგცემს, კიდევ ერთხელ დარწმუნდები, რომ ნაბოზვარია და მინეტშიცა, მაგის დედას შევეცი.

მაგრამ კაცი, რომლის შესახებაც გიამბობთ, ამ არაჩვეულებრივ ყოფას ჯერ არ ზიარებია. ნუ იჩქარებ საყვარელო! ცხადია, ყველაფერი წინაა, საამისოდ ყველა წინაპირობა გაგვაჩნია: გარეგნობასა და მამაკაცურ მონაცემებს წუნს ვერ დაუდებ, პროფესიაც საპატიო და პერსპექტივაში ფულიანი გვაქვს,უბრალოდ სულ ერთი თვეა რაც სამსახური დავიწყეთ, ჯერჯერობით სათანადოდ არ გავთახსირდით, ადამიანობა შეგვრჩა და დადებული ფიცის შინაარსი ალკოჰოლსა და წამალს არ ჩაურეცხავს, ძმაც გვყავს, სიმპატიჩნი, განათლებული, წარმატებული, ზრდილობიანად და სათანადო ეჭვითაც კითხულობს: რა გადავცე? არაფერი გენაცვალე. შტო ია სამ სებე ვრაგ?

კარგი რამაა კაცობა, განსაკუთრებით, როცა ასეთი ახალგაზრდა ხარ და ჯერ კიდევ გჯერა, რომ ყველაფერი კარგადაა და კარგად იქნება. აი ნახე: ამ ქალისათვის ორი სიტყვაც არ გითქვამს და ეგრევე დაგიწვა, თან გითხრა, არაჩვულებრივი კაცი ხარო. მართალია, მთლად ის არ უგულისხმია, რაც გინდოდა, იროშა რაღაც დიდი და თბილიო. შენ ხომ არ იცი, საყვარელო, რომ იმ ქალს წინა ღამე წყალში აქვს გატარებული-ცივი ყოფილა ჰერკულესო შენი სამარე! რომ ალიონზე ძლივს გათბა, რომ შენამდე ასი წელი გათავება არ ღირსებია და ახლა კმაყოფილი ლამის ამღერდეს “დედი,დედი და ძენ პობედი”.

აბა, მაგას შენ ვინ გეტყვის საყვარელო. მერე ეს ქალი კვლავაც გხვდება, შემთხვევით, აბა, ხომ არ დაურეკავდი – ვინაა რო? მოკლედ, გხვდება და სახლში მიყავხარ. ჰოდა სძელალი-პაკურილი. ცხადია, შარვალს არ გაიხდი, ჩაიწევ. შენ ხომ არ აძლევ ბოლოსდაბოლოს! სდელალი-პაკურილი. ეს ქალი საეჭვო ჩანს. თავზე ხელი რატომ გადაგისვა? რამე ხომ არ ელანდება? საშიში ამბავია. ამიტომ სწრაფად უყვები, რომ გოგჩო-ჰა,რა სიტყვაა-გყავს. ლამაზი ძაან და ახალგაზრდა. ჰა,ხო გამწარდი? რამე არ გეგონოს. ეს ნაბოზვარი რეებს ბედავს, ნახე რა თქვა? გაატყანი აქდანო! არ გააბლატავო, ზნაი ბაბა, მესტო!

გინებას აზრი არ აქვს, ნაბოზვარია, ამიტომ ერთ-ორს მოსდებ, დარწმუნებული ხარ – ეი ნე ვპერვოი – გადაიტანს. ცხადია შეგრჩება და კვლავაც სდელალი-პაკურილი. სდელალი-პაკურილი.
იქნებ ასეც გაგრძელებულიყო, უბრალოდ ზაფხულია და ეს ნაბოზვარი შარაზეა გადებული, ფულს აკეთებს რაღაც საეჭვო მოგზაურობებით საეჭვო კაცებთან ერთად.

მაგას ხომ არც ქმარი ყავს და ვერც კიკეთში ისვენებს და ვერც ვერაფერი – და კაცმა არ იცის როდის მოდის-მიდის. აბა,ხომ არ დაურეკავ? სექტემბერში კი გოგოც ჩამოვა შეკვეთილიდან, ზაგარი, ტატუ (სამდღიანი) და რამე. პრინციპში ცოლის მოყვანის დროცაა. ცოლიც გეყოლება და ყველაფერიც.

ხოლო როცა ცოლი მეორეზე იქნება ორსულად – რომ ბავშვი ეგოისტი არ გაიზარდოს –ფანჯარაში შუქს დაინახავ და ნებრეჟნად მიუკაკუნებ იმ ქალს, იმხანად უკვე ბიბლიურ ასაკში მყოფს და რომ მოგცემს, კიდევ ერთხელ დარწუმნდები, რომ ნაბოზვარია.

დაიბეჭდა ჟურნალ “არილში”, 2002 წლის 3 ოქტომბერს

გერგეზი – დაბადების დღე

მაისი 17, 2009

ჰაი, ერთაოზ!

მე მგელთაოზი ვარ :) მოკლედ, ძალიან ქართულ ისტორიას მოგიყვები წელს გადამხდა:

სამსახურში ჩემმა მეგობარმა დამირეკა და ერთ-ერთი ჩვენი ძმაკაცის ნაცნობის დაქალის კურსელის მამიდაშვილის მეზობელთან გაცნობილი გოგოს ბიძაშვილის დაბადების დღეზე ვართ მიწვეულიო. მეც ახლა სახლში მაინცდამაინც ცხელი ვახშმით არავინ მელოდა (მარტო ვცხოვრობ, ჩემთვის დანარჩენ 36 მეზობელთან ერთად, ერთ 5 სართულიანში), ჰოდა, შევხვდი ტელევიზიასთან, ხილიანის ასახვევთან (ხომ ძალიან ქართული ამბავია). ვდგავართ აქ და ვუცდით მიკროავტობუსს, და ეს მიკროავტობუსები უკვე იმდენია თბილისში, რომ მხოლოდ ესენი დადიან, თან ინფლაცია გაიარეს – გამოჩნდა უკვე 127, 209, 300 ა.შ.

ჩვენ გვინდოდა რომელიღაცა და ერთი კი გავაჩერეთ, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ამათ კიდევ ქვე-ნომრები აქვენ A, B და ჯანდაბა, რომელიც სხვაგან მიდის. ამითომ ის გავუშვით მძღოლის ბუზღუნითა და სხვა ქართველების მთრული გამოხედვებით.

მერე ბოლო-ბოლო გავაჩერეთ და ჩავეკვეხეთ. მიკროავტობუსი, ალბათ რომ გამოუშვეს ქარხანაში, 6 გერმანელზე იყო გათვლილი, მაგრამ შიგნით 19 ქართველი დაგვხვდა. თან კარგი მოსულები. მე, რომელიღაც ცხოვრებაში საერთოდ შეწუხებული ქალის გვერდით ვიჯექი (ორჯერ დამაბიჯა ფეხი სპეციალურად, და აქეთ-იქით დაატრიალა). ჰაერში საძაგელი ხინკლის და ლუდის ადამიანური სუნი იდგა, ეტყობოდა ვიღაცას არ შიოდა.

ერთი კუთხე იყო აუთვისებელი და მძღოლი მიდიოდა აჩქარება-შენელებით, აჩქარებით არიქა, სხვა ავტობუსმა არ გამასწროსო, და შენელებით – ტროტუარზე თუ ვინმეს ნახავდა ახლოს მიუყვანდა მანქანას და ლამის გამოვარდებოდა და ძალით ჩასმისთვის მზად იყო.

აჰა ჩამოვედით რომელიღაც უბანში.. ირგვლივ ბნელა. მივიწევთ წინ და მესმის ამ ჩემი მეგობრის ლანძღვა-გინება ინტიმურ საწყისებზე…გუბეში მარცხენა ფეხი ჩაუვარდა და ნასკებამდე რომ ცივი სისველე იგრძნო არ მოეწონა კაცს… მე უფრო გავფრთხილდი, მაგრამ რაღაც რადიატორის თუ რაღაც რკინის ნაჭერს ფეხი გამოვდე, რომელზეც გამოწელილი ზამბარის ბოლო იყო და ჩემი შარვლის ლამაზი გვერდითა ბადისებრი ჯიბე შევაფხრიცე..

სასიამოვნოდ გავიღიმე და საქართველოს ჰიმნი ჩავიღიღინე-მეთქი, რომ გითხრა, ჩემო ერთაოზ, ხომ არ დამიჯერებ?

ჰო და მაგრად შევიგინე..

– ჩემი ძმა, ერთი აქეთ მოიწი?
სიგარეტის მოქაჩვის გამო სახე წითლად გაუნათდა იკვე კედელზე მიყუდებულ ვიღაცას.
– მე? – ვკითხე.
– ჰო შენ აბა მე? რომელ უბნელები ხართ ძმა?
– ფრდაკფჯა-ლები ვართ – ვუთხარი ჩემი უბნის სახელი.
– ჩემი დედა!!! – შეიგინა – იმ უბნელი.. რამდენი ფრდაკფჯა-ლეში რამდენი კაი ბიჭს ვიცნობ. შენ მანდ უბედურას უცნოობ ძმაო?
– უბედურას ვინ არ იცნობს…
– ჰო და ეგ უბედურა შარშან მე დავჭერი ….
– ამ უბანში თუ იცნობთ ვინმეს? – სიბნელიდან გაისმა მეორე ჩახლეჩილი ხმა.
– ლიფჩიკას ძმები ვართ – შეეპასუხა ჩემი მეგობარი.. – ორი თვის წინ რომ კერთალუგელე-ბნელები იცემა მაგრად, იქ ვიყავი, ტამპონას სანაგვე ყუთი თავზე მე ჩამოვაცვი.
– აუუ ჩემი დედა…. – გულიანად შეიგინა საკუთარ თავზე ბნელში მდგომი კაი ბიჭი – … მახსოვს ტო.. ეგ ამბავი მახსოვს, კაი ძმა, გაიარეთ.

ჩვენც გავიარეთ ფეხების თუ ხელების ცეცებით და მივადექით ცამდე ასვეტილ შავ უშნო კორპუსს…

– მეშვიდე! – ამოიხნვეშა ჩემმა მეგობარმა.

ავუყევით.. სიბნელეში იქაურ მეზობელს შევეფეთეთ. ნაგავი გადმოჰქონდა კორპუსის წინ რომ დაეყარა (აბა დღე დაინახავდნენ), და სულ თავზე გადამეყარა ნაგავი…
დიდი არაფერი იყო, მაგრამ ნაგავია მაინც.

დავაკაკუნეთ, მაგრამ ელექტროგენერატორის ხმის გამო 10 წუთი ატუზულები ვიყავით კარებთან, სანამ ერთი წყვილი საკოცნაოდ არ გამოიპარა გარეთ და კარი არ გააღო..

შევედით. სუფრა გაშლილია, ყველა კარგ ხასიათზე, ასე ჩვენი ხნის ხალხია ბევრს არ ვიცნობთ. თამუნას დაბადების დღე მივულოცეთ და ვაჩუქეთ პატარა, ლამაზად შეფუთული საჩუქრები… თამუნამ სუფრაზე მეგობრები ჩააჩოჩ-ჩამოაჩოჩა და თეფშები და დანა-ჩანგალი შემოარბენინა.

– ჰო და გავაგრძელებ, რომ სანამ ჩვენს შემოსწრებულ სტუმრებს მივხედავდე… ქართველ კაცს გაუმარჯოს! – თამადა იყო ვინმე რეზო. ბანჯგვლიანი კოტიტა თითები ჰქონდა, ჭიქას ისე უჭერდა ხელს, გეგონებოდა აგერ-აგერ გახეთქავსო და სულ გაბრაზებული სახე ჰქონდა..:
– ქართველი კაცი არის უნიკალური!! გარდა იმისა, რომ ის არის ვაჟკაცი!!! ნამდვილი მეომარი!! ამასთანავე ჩვენ ქართველებმა გავავრცელეთ ცივილიზაცია მთელს მსოფლიოში (ამოასლოკინა რეზომ) აი ინგლისური ბევრს გეცოდინებათ და თურმე ინგლისურად კავკასია ნიშნავს თეთრკანიანს!!!
– არარატი კი ზანგს ნიშნავს (ჩაიჩურჩულა ვიღაცამ).
– ჰე ჰე ჰეჰეჰეჰ – ძალით გაიცინა ერთმა და ატყდა სიცილი..
მაგრამ რეზო შეუპოვრად თამადობდა, ჭიქას ახრჩობდა და ამობობდა:
– ანუ ეს რას ნიშნავს! ეს ნიშნავს იმას რომ თეთრკანიანი რასა კავკასიიდან ჩავიდა!!! ჩემო ჯუმბერ!

ჯუმბერი რათომგაც ერთი დალეული სუსთი ბიჩი იკო. წამოდგა ჯუმბერი და ჩიკა ძლივს ასწია.

– აი შენ რომ იხუმრე არარატიო!! მართო ქართველს შეუძლია ასე მოსწრებულად იხუმროს. ასე კვიმატურად გააცინოს ყველა. ეს ქართველს და გეპეის სტუდენს თუ შეუძლია მხოლოდ. აბა იტალიელი მიხვდებოდა ამას? იტალიელმა სულ არ იცის, რომ არარატი სომხეთშია თუ აზერბაიჯანში არ მახსოვს..

– რატომ არ მიირთმევთ რამეუუს!!! გაიპრანჭა ჩემს გვერდზე მჯდომი ვარდისფერკაბიანი უხვად იაფფასიან სუნამო-მიპკურებული, მაგრამ რატომღაც მაინც იმ მარშრუტკიდან რომ ამყვა, მე მაინც იმ თამბაქოს ნაზ-სურნელიანი მაკა..

მე გავუგიმე და თან ლუკმა გადავკლაპე..

– შემდეგი ორი საათი მაკა გვერდითა გოგოს უვყებოდა თუ როგორ იცხოვრა ორი თვე იტალიაში ფერარაში და როგორ უკვირდათ იტალიელებს მაკას იტალიური აქცენტი.. და რომ “ზანზარონე” სულაც არ არის ჭიანჭველა და რომ “ძანძარა” არის კოღო და რომ რწყილი არის “პულჩე” და რომ ქერა და ცისფერთვალებები მაგარი პოპულარულები არიან იტალიაში და კერძოდ ფერარაში და რომ ეხვეწებოდნენ და რომ არ დარჩა არაფრით იმიტომ რომ … მოკლედ აპრილში ისევ მიდის…

მე ვჭამდი.

– ზვინგო!! რა ცეკვაა ეს შე ოხერო! გაუშვი ხელი!!! დაუყვირა რეზომ მოცეკვავე ზვინგოს.
მივიხედე და ზვინგო და ჯუმბერი ცეკვავდნენ თურმე.

თამუნას ყურთან სულ მობილური ჰქონდა და გაღიმებული სახით ვარდისფერდებოდა ხოლმე.. მერე მთელ სუფრას თვალებს გადაავლებდა, მზერას ერთ-ერთ დაქალზე შეაჩერებდა და თავს დაუქიცინებდა, რაც სამხრეთ კორეულად ალბათ “ის არის” ნიშნავდა.

მე ვჭამდი. თან აქეთ-იქით ვიყურებოდი და ზოგჯერ ჭიქას ჭიქაზე ვიღაცეებს ვუჭახუნებდი. საერთო ანეკდოტზე ვიცინოდი..

და ვისმენდი იტალიის ამბებს, რომ “კაცო” თურმე არ უნდა თქვა, იმიტომ რომ მაგარი უზრდელობაა.


გერგეზი
დ. ჭელიძის “დელფის” ფორუმიდან

სექტემბერი, 2003