ჩემი და პროკურატურის პრესსამსახურის თანამშრომლის სატელეფონო დიალოგი

ზურა ვარდიაშვილი / ორიგინალი

ჩემი და პროკურატურის პრესსამსახურის თანამშრომლის სატელეფონო დიალოგი:

მე – რა ეტაპზეა გამოძიება, როგორ მიმდინარეობს, რამდენიმე დეტალი მაინტერესებს…

ის – კარგად. 

მე – უკაცრავად, დაგიკონკრეტებთ, მაგალითად რამდენი მოწმე დაიკითხა ამ დროისთვის?

ის – ბევრი.

მე – ბატონო?

ის – ბევრი, რიცხვს ვერ გეტყვით.

მე – გაქვთ თუ არა ექსპერტიზის წინასწარი დასკვნა? ამოიღეთ თუ არა კამერების ჩანაწერები ან მაღაზიიდან ან ნებართვის გამცემი ორგანოდან…?

ის – ეს გამოძიების დეტალებია, გამომძიებლებმა იციან.

მე – არ შეგიძლიათ ჰკითხოთ?

ის – არ შემიძლია ახლა დავურეკო პროკურორს, რომელმაც წუხელ ღამე გაათია ამ საქმეზე მუშაობისას.

მე – მაპატიეთ, ალბათ ის ფაქტი, რომ ასეთ საქმეზე პროკურორმა ღამე გაათია, ეს მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ თავის საქმეს აკეთებს, ისევე როგორც ახლა მე ვაკეთებ კითხვებით, და თქვენ პასუხებს უნდა მცემდეთ… 

ის – ადამიანო, გიხსნი ადამიანურად, ყოველ ხუთ წუთში მირეკავენ, ჩვენი განცხადება დევს ვებგვერდზე და იქ ნახეთ.

მე – რაიმე ახალი განცხადებაა?

ის – არა, გუშინდელი.

მე – იმედია ხვდებით, რომ ეგ განცხადება უკვე ნანახი მექნება.

ის – ძალიან კარგი.

მე – როგორც ვიცი შექმნილია საგამოძიებო ჯგუფი, ვინ ხელმძღვანელობს მას?

ის – პროკურორი.

მე – მაგას ვხვდები, ვინ პროკურორი? – სახელი და გვარი.

ის – ვერ გეტყვით

მე – რატომ, საიდუმლოა?

ის – არა, არ ვიცი.

მე – პროკურატურის პრესამსახურის თანამშრომელმა როგორ არ იცით რომელი პროკურორი ხელმძღვანელობს გამოძიებას ასეთი მნიშვნელობის საქმეზე?

ის – მე მხოლოდ ჩემს უფროსთან მაქვს ურთიერთობა.

მე – კარგი, ნახვამდის.

ის – ნახვამდის. 

ტეგები: ,