მიშა სააკაშვილი, ნიკა გვარამია, გიგა ბოკერია

(სატელეფონო საუბრების აუდიოჩანაწერების ტრანსკრიპტი)

https://www.youtube.com/watch?v=EwZ5szvvCDk

მიშა: ბატონო… რაო ძმაო ნიკოლოზ, როგორახარ, დაიღალე?

გვარამია: დავიღალე, ოღონდ ძაან, მართლა ჰა ჰა…

მიშა: აბა რა მოგივიდოდა კაცო.

გვარამია: არაუშავს, ხო…

მიშა: ხო მარა, ცოტა გაამხნევე შენი ისინი, რაღაც…

გვარამია: თანამშრომლები.

მიშა: იმიტორო რაღაც ისე…

გვარამია: გამხნევებულები არიან, პროსტა რაღაც დაბნეულები არიან, მიშა, დღეს იქ იჯდა ყველა და გამოყლევდენ ისეთი ქნა იმ ტიპმა რა.

მიშა: აბა რას იზამდენ ეხლა, შემდეგ იმაზე მიიღებს გადაწყვეტილებას.

გვარამია: არა გადაწყვეტილებას მიიღებს. მთავარია რას იზამს ეს აღსრულების ნაწილის

ეშინია ყველას, და. იმედია, ხო რავიცი აი… იმედი არაფრის აღარარი მაგრამ.


მიშა: აღსრულების ნაწილს მიიღებს, მიიღებს ერთმნიშვნელოვნად.

გვარამია: მ ჰმ… ეგრე ფიქრობ ხო.

მიშა: ერთმნიშვნელოვნად. საერთოდ ჯერ არ…

გვარამია: და მერე? როგორ წარმოგიდგენია…

მიშა: უნდა წახვიდეთ რევოლუციურ სცენარზე. უნდა მოუწოდოთ ხალხს დაცვისკენ. უნდა გამაგრდეთ, უნდა ბარიკადები გააკეთოთ. ბარიკადები ოღონდ და არა… რაღაც ესე.. именно бари.. забарикадировать, რა ბოლომდე. მოიმარაგოთ წყალი ისა, ისა, და პროსტა  ჩვეულებრივად უნდა იყოს მრავალკვიანი… მრავალკვირიანი სტენდოფი.

ეს არ უნდა იყოს ჩვეულებრვვ, გარშემო უნდა დაამწყოთ დიდი ბარიკადები. უნდა მო..ეხლავე დაიწყოთ ამის მომზადება. რკინები ისინი ისინი მიიტანოთ, დააწყოთ. მმ… ე. ც…ც..აიიიმ პროსტა ჩვეულებრივი ციხესიმაგრე უნდა გააკეთოთ.

გვარამია: მ ჰმ..  მესმის…

მიშა: გარშემო რამდენიმე ფანი..ხართ.. დაცვის ხაზი იქ.. კარვები, ისა ესა. ეგარი ერთადერთი. მანდ გზა სხვა არ არსებობს. ის კონცერტი აუცილებლად უნდა მოაწყოთ და ასე შემდეგ.

გვარამია: ჰმმმმმ… იასნა. კაი, გავიგე.

მიშა: ფიზიკური უკრეპლენიები გააკეთე რა იმინნა პროსტა. აა.. მაგის სპეციალისტებიც არსებობენ რო ძაან ძნელი იყოს გახსნა რა.

გვარამია: მ ჰმ

მიშა: რამდენიმე ბარიერი, მერე ბევრი რკინის კონსტრუქცია, მერე… სასწრაფოდ უნდა ააშენოთ.

გვარამია: მ ჰმ.

მიშა: … ეხლა უნდა დაიწყოთ შენება.

გვარამია: მესმის. კაი მივხედავ ხვალ მე (გაუგებარია)

მიშა: წინააღმდეგ შემთხვევაში პროსტა შე(გაუგებარია)… ერთმნიშვნელოვნად უნდა მიხედო. შემდეგი სცენარი იქნება აღება და 22-ში შემოსვლა… იმით, და აღება. ეს აღება არ უნდა დავუშვათ. 1500-2000 კაცს ჩვეულებრივად ყოველთვის ვიშოვით, რომ გაამაგ… გაამაგრონ. უნდა გამაგრდეთ და როგორც კი გამაგრდებით ერთი კვირა ვსიო, ძაან გაუჭირდებათ.

გვარამია: ხო ნუ პროსტა მე შემოსავალში გამიჭირდება მარა ნუ მაშინ უნდა დამეხმაროს (გაურკვეველია)  

მიშა: რა შემოსავალი, კ ჩორტუ. ჩვეულებრივი რევოლუცია, ომია კაცო რა შემოსავალზე მეუბნები.

გვარამია: ხო ნუ რაღაცით ხო უნდა გავაჩერო ეხლა ეს ხალხი. ხელფასი, რაღაცა ხო უნდა მივცე. საჭმელი ხო უნდა ჭამონ.

მიშა: ეგ ნუ… მაგი ხო მარა, ეხლა… აქ არი საუბარი ერთ კვირაზე და უკვე…

გვარამია: ანუ შენ ფიქრობ რომ ეგეთი რაზვიაზკა ექნება ორ კვირაში?

მიშა: ერთმნიშვნელოვნად.

გვარამია: (გაუგებარია)

მიშა: და რა მაინტერესებს, და ეს რაქვია, მმმმმმმ… მმმმმმმ… კონცერტი 23-ში სად არი, რა ადგილას.

გვარამია: თავისუფლების მოედანზე.

სააკაშვილი: ხოდა 22-ში (აცემინებს) 22-ში ეგენი აპირებენ მიღებას. ეგ არ დაუშვებს კონცერტს ოცდასამ… ოცდაორში და მერე აპირებენ ოცდაორშივე შემოვარდნას. ამიტომ ოცდაორში უნდა იყოს გარშემო კონსტრუქციები და ის კონცერტი მაინც უნდა (გაუგებარია) და იქ უნდა იყოს ხალხი, აქ უნდა იყოს ხალხი… და ესა რა… ეს არი კონცეფტი.

ხო მარა უცხოელები რას ამბობენ?

გვარამია: (გაუგებარია) არიან ისტერიკაში, ხვალ სტეიტდეპი გააკეთებს სტეიტმენტსსს… როგორც გვითხრეს. ელჩებს შევხვდები ხვალ და ზეგ და…

მიშა: (გაუგებარია)

გვარამია: არიან ისტერიკაში მაგრამ რა ხეირი. რა უნდა ქნან.

მიშა: ჰმ.

არა რა უნდა ქნა ეხლა, მაგათ შეუძლიათ ბევრი რამე (გაუგებარია) შეულიათ

გვარამია: ხო, რავიცი.

მიშა: მარა მემგონი, ხო გეუბნები, აუცილებლად. მმმ… (გაუგებარია)…ყალიბდი მაგ სცენარზე. იშოვეთ ბაევიკები, რომელიც დაიცავენ.

გვარამია: (გაუგებარია)
მიშა: იმიტორო საბოლოო ჯამში ეს სროლით დამთავრდება უკვე.

გვარამია: მმმ…

მიშა: ეგრეა რავქნა ეხლა (იცინის) I’m sorry.

გვარამია: კარგი რა ეხლა, დამილაგდება ეხლა პროსტა გონებაში, დღეს საღამ… ღამე, რო გამოვიძნებ და ხვალ დილიდან მივხედავ რა.

კაი.

მიშა: კაი (გაუგებარია) აქედან.

https://www.youtube.com/watch?v=BxTTHpIZ2gE

მიშა: მე ეხლა გვარამიას ვუთხარი ასეთი რაღაცა. 22-ში ეგენი მიიღებენ გადაწყვეტილებას და 22-შივე აღასრულებენ, შევლენ რუსთავში. ეს რო არ დაუშვას ხვალიდან უნდა დაიწყოს მშენებლობა რკინის კონსტრუქციების (გაურკვეველია) მანდ და ბევრი ბარიკადა უნდა გააკეთოს რომ იმის აღება იყოს (გაურკვეველი) ციხე-სიმაგრე უნდა ააშენო სასწრაფოდ რა შენ. და ეს თავისი დაცვით, გამაგრებებით, და ბაევიკებით. რო პროსტა სროლის გარეშე ვერ შევიდენ.

ბოკერია: ბაევიკები მაგას არაყავს, მარა (გაუგებარია) მანდ მეორე საკითხია

მიშა: არა-არა, რაშუაშია. პარტიამ უნდა დააყენოს.  

ბოკერია: ორი… ხო მაგისთვის ჩვენ ვემზადებით, რომ პარტიამ დააყენოს. ადგილის დათვალიერება და რაღაც, მაგისთვის ჩვენ შევხედეთ, როგორ არი. დიდი სივრცე არის ძაან. მაგრამ მანდ პრობლემა ის არი რომ ორი ადგილია სადაც უნდა შევიდნენ, რო გათ… გათიშვა თუ უნდათ, დელისში შეუძლიათ შევიდნენ.

მიშა: სადა? დელისში?

ბოკერია: სიგნალი იქიდან მოდის, ხო.

მიშა: მერე რა, ჯობია სიგნალი გათიშონ, მაგრამ რუსთავი არსებობდეს ინტერნეტში იმაში, ამაში.

ბოკერია: კი, რათქმაუნდა, პრიორიტეტი ეგარი რო…

მიშა: დელისის გამაგრება ძალიან ადვილია.

ბოკერია: ხო ვიცი რო ადვილია მარა,  ბევრი ხალხის დაყენებაა რთული. ანუ ხო გესმის, ბევრი ხალხი ორგან რთულია. ნუ მაგას გადიან ეხლა კიდე, ჩვენები, ხვალ და…(გაურკვეველია)

მიშა: იცი რა… არა უნდა ააშენოს რკინის კონსტრუქციები. ადნაზნაჩნა

ბოკერია: ხო მარა მანდ როგორი რაღაცაა, ადგილი შენ გახსოვს როგორია? ერთი რკინის კონსტრუქცია ეგრე რომ ვერ შეაღწიონ არ არსებობს. მანდ უნდა იყოს რო უნდა ჯახი მოხდეს, ანუ უნდა მაგდა მოგერიონ რო რაღაც აიღონ თორე რკინის კონსტრუქცია, რომ ვერ შევიდეს რაღაც სპეციალური დანიშნულების რაზმი, ეგეთი მე ესე უცებ… რა… წარმოიდგინე იმხელა სივრცე არი…

მიშა: აშენებადია ეხლა გიგა რას მიყვები. სწრაფად თუ ააშენებთ, აშენებადია.

ბოკერია: კაი შევხედავ ადგილს კიდევ.

მიშა: აშენებადია… სხვას გზას მე ვერ ვხედავ. ერთი კვირა უნდა გამაგრდენ და ძე… ეს იდიოტი უცხოელები რას შვრებიან.

ბოკერია: ხვალ რაღაცა დიდ განცხადებას აკეთებს სახელმწიფო დეპარტამენტი. ამ თემაზე.

მიშა: დიდ განცხადებას თუ პროსტა კითხავენ სპიკერს და რაღაც წაიკნავლებს.

ბოკერია: ხო რავიცი, ესე უთხრეს ამათ, შეხვდენ და იქ დაუძახეს, მოდით რომ უნდა გადმოგცეთ განცხადებაო. არვი, აი ვნახოთ რა.

მიშა: მ.

ბოკერია: ნუ ყოველ შემთხვევაში ეგ ამბავი რაც ხდება ეგ ჩვენ ხელში პირდაპირ არ არი და არც გამოხმაურება პერსონალურად რას გვეტყვის ქალბატონი ტორია და.. ვნახოთ კიდე რამეს აპირებენ თუ არა, დამატებით, მარა მაგისგან დამოუკიდებლად ვმოქმედებთ ჩვენ ადგილზე. შენ იქ ხო იქნები და გეტყვი დამატებით რაღაცეებს კიდე. მაინც ტელეფონით არ მინდა. როდის ჩამოდიხარ შენ. მე ჩამოვდივარ სამი საათით სულ და უკან მივდივარ ისევ.

ბოკერია: ვიცი ხო, მაგრამ ხო გექნება ერთი ნახევარი საათი მაინც. როდის არი ეგა, ზეგ ხო?

მიშა: ხო.

ბოკერია: ჰმ. რომელ საათზე.

მიშა: ნუ ეხლა, მოვალ რა, როცა არის გამოსვლა, ხუთზეა თუ რაღაც…

ბოკერია: ჰმ, ოკ… ოკ. შენა და რა მაინტერესებს, ნიკა ეხლა… წამოვედი მე ნიკასგან ერთი საათის წინ, მარა მერე უნდა შეხვედროდა ჟურნალისტებს და… როგორ განწყობაზე გეჩვენა?

მიშა: დაბნეულები არიან ჟურნალისტებიო, მარა უნდა გაამხნევოს ეხლა. ნიკა… ნიკა თვითონ უნდა გავამხნევოთ. მე ეხლა ძაან დაღლილი ვარო და უნდა მოვიდე აზრზეო ცოტა.

ბოკერია: ხო ნუ დაღლილია, დღეს მთელი დღე იქ იყო. ყველანი დავიღალეთ…

მიშა: მანდ ეგ უნდა ააშენოთ რკინის კონსტრუქცია, ფიზიკურად. მე ვუთხარი, ნიკა შეიძლება ატყდეს სროლა და მაგისთვის მზათ უნდა იყო. ვაიმე ვაიმე ვაიმეო და ეგრეა დრო…

ბოკერია: მმ

მიშა: საჭიროა ეხლა ფიზიკური დაპირისპირება, უნდა ვაჩვენოთ რო ეს შეგვიძლია. თუ ეგ არ შეგვიძლია არაფერი… კაპიკია ჩვენი ფასი. სხვანაირად ვერ მივიქცევთ ყურადღებას.

ბოკერია: ყურადღებაზე არ არი, ბრძოლისუნარიანობა უნდა ვაჩვენოთ.

მიშა: ხო, ხო.

ბოკერია: ყურადღება კაკრაზ აქ ამ ყველაფერს.

მიშა: უნდა იყოს ცხვირ-პირის დანაყვები და თუ გაისვრიან და გაისროლონ, რავქნათ.

ბოკერია: ხოო… კარქი კაი, კარქი.

მიშა: კარქი (გაურკვეველია)

ბოკერია: (გაურკვეველია)

ტეგები: , , , , , , , ,


%d bloggers like this: