ბერმუდის სამკუთხედი, ortodoxy.ge

 

მაინტერსებს თქვენი აზრი ბერმუდის სამკუთხედთან დაკავშირებით. ხშირად აღმოუჩენიათ გემები სადაც ჭკუიდან შეშლილი ადამიანები მსხდარან, ან უმიზეზოდ ქრებიან გემები და თვითმფრინავები, რამოდენიმე წლის შემდეგ ასევე უმიზეზოდ ჩნდებიან, ხშირად ასეთ გემებზე ხალხი აღარ ზის. თითქოს ხალხიც მოგზაურობს დროში, ხვდებიან რამოდენიმე საუკუნის წინანდელ ქალაქებში, შემდეგ ისევ ბრუნდებიან. ასეთ ადგილებს გეოპათეგონერ ზონებს უწოდებენ. ძალიან გთხოვთ, გამცეთ პასუხი, ამასთან დაკავშირებით როგორია ეკლესიის პოზიცია.

– ბერმუდის სამკუთხედი მართლაც არის მომეტებული საფრთხის ადგილი, სადაც ჩვეულებრივზე მეტი კატასტროფა მოხდა. ეს არის ტერიტორია რომელიც მილიონზე მეტ კვადრატულ კილომეტრს მოიცავს, ფსკერის ძალიან ჭრელი რელიეფით, სადაც გოლფსტრიმის გარდა რამოდენიმე დინება ბატონობს და ამინდს ნაკლებად პროგნოზირებადს ჰქმნის. ერთი სიტყვით ხასიათდება მძიმე სანავიგაციო პირობებით. მაგრამ ის რაც დაიწერა და ითქვა ნამდვილად აჭარბებს ყოველგვარ რეალობას.

ამ ადგილს განსაკუთრებული ყურადღება მიექცა მას შემდეგ, რაც 70-იან წლებში გამოქვეყნდა ჩარლზ ბერლიტცის წიგნი „ბერმუდის სამკუთხედი“. სწორედ ამ წიგნმა გახადა ეს ადგილი ესოდენ პოპულარული და ნამდვილ ფაქტებთან ერთად პოპულარული გახადა ლეგენდებიც. სინამდვილეში კი არაერთი ადგილი არსებობს დედამიწაზე, რომელიც გაცილებით მეტი სახიფათობით გამოირჩევა.

ამ ფაქტს ყველაზე უკეთ დიდი სადაზღვევო კომპანიების პოლიტიკა ცხადყოფს, რომლებიც არც თუ ისე დიდად ზრდიან სადაზღვევო გადასახადს ბერმუდის სამკუთხედის ზონაში გამავალი ტრანსპორტისათვის. ამ თემაზე BBC-ს ფილმიც კი აქვს გადაღებული (მისი პოვნა ინტერნეტშიც შეიძლება).

რა ხდება ასეთ ადგილებში გაუგებარია ჩვენთვის. ეკლესიის პოზიცია კი იმაში გამოიხატება, რომ მოგვიწოდებს ვილოცოთ მგზავრობის წინ (ამისთვის საგანგებო პარაკლისიც კი არსებობს) და ვიქონიოთ ღმრთის შიში და იმედი. ყველაზე საშიშად კი საავტომობილო ტრანსპორტი ითვლება, თუმცა შეჩვეულობის გამო ამაზე ნაკლებად ვფიქრობთ.

– See more at: http://www.orthodoxy.ge/pasukhebi/4.htm#sthash.dLsYi0lk.W6ZLDM7t.dpuf

http://www.orthodoxy.ge/pasukhebi/4.htm

ტეგები: , , ,


%d bloggers like this: