დილა ალაზანზე – გოგი ჭიჭოშვილი

ყაჩაღ გოგია ჭიჭოშვილის ლექსი ♥
1.12.1939

“გოგია ჭიჭოშვილი – მეორე მსოფლიო ომის დროს გოგია ჭიჭოშვილი ყაჩაღად გავარდნილა. მარტო არ ყოფილა. მის ორგანიზებულ ჯგუფში ომიდან გაბრუნებული ან თავარიდებული ბიჭებიც შედიოდნენ…” / 2013 მოსახევი კალენდრიდან

დილა ალაზანზე

ცას დაუბრუნდა დედოფალი ოქროს თმიანი,
მთამ ვაჟკაცურად, წარბგახსნილმა გადმოიხედა,
ტალღებს ჩამოჰყვა განთიადის გრილი ნიავი
და უზრუნველი შრიალი ხეთა.

ელვარე შუქი დაჰფენია ღრუბლის ბალიშებს,
ბორბალოს მთას კი თეთრი ყელი მოუღერია,
რუხი მინდორი ასამარებს ყვითელ ხალიჩებს,
სადაც მწყემსები სალამურით მზეს უმღერიან.

მოჩანს ცხვრის ფარა მზის ღიმილით შერუჯულ ველად,
თითქოს ნისლები ალაზანზე მოდიან შორით,
დასტოვეს მთები – სუსხიანნი და მასპინძელად
შირაქის ველი დაუხვდება ტკბილი ამბორით.

ტეგები: ,


%d bloggers like this: