Codename: Obi-1

ჩემი ახალი აბსრუდ-მინიატურა : ) ვუძღვნი მანქის, რომელსაც დღეს დაბადების დღე აქვს. I love you baby <3.

სკვერში, სკამზე მჯდარ ახალგაზრდას ორი ტიპი მიუახლოვდა, ჯერ მის შორიახლოს იტრალეს, შემდეგ კი ყოყმან-ყოყმანით მიუახლოვდნენ: “შენ ხარ ობივანი?” კითხა ერთ-ერთმა და მის სახესთან დაიხარა. ობივანი არადამიანური სისწრაფით წამოიჭრა და ცნობისმოყვარე ახალგაზრდას ძლიერად ჰკრა ხელი.
“სახეზე არ შემომხედო, თორე აქვე აგკუწავ შე კრეტინო!”
“ბოდიში ბატონო ობივან. ჩვენ იმ საქმეზე ვართ თქვენ რომ დაგვირეკეთ.”
“სურათი გაქვთ?”
“აგერ.” მიწიდან ახლადწამომდგარმა ახალგაზრდამ ჯიბიდან ფოტო ამოიღო და მიაწოდა. “მე ჯორჯო ვარ.”
“არ მაინტერესებს!” მკაცრად მიუგო ობივანმა და ჯორჯოს გამოწვდილ ხელს ზედაც არ შეხედა.
“სად ცხოვრობს, რას საქმიანობს?”
“მუხიანელია, რეპერია. ნუ რეპერი რა ახლა, ჩვენს პონტში ვერ ქაჩავს, მარა თავისი ფანბეიზი ყავს. ჰოდა, უნდა დააგდო მოკლედ და ისტორიაში შეხვალ, როგორც პირველი რეპ განგსტერული გარჩევის მონაწილე” თვითკმაყოფილებით აღნიშნა მეორე ახალგაზრდამ, რომელიც ჯორჯო არ იყო.
“Yo! ეს არის ჯორჯო,
მე არ მინდა შენი მოჯო,
არ გიშველის აღარც ვუდუ,
არც ალაჰი და არც ბუდა,
შენს წასაყვანად,
ობივანი მოვიდა,
ჩვენი ძმა!”
“საღოლ ჩემი დედას შევეცი.” – აღფრთოვანდა არაჯორჯო და მეგობარს მუშტი გაუწოდა მისარტყმელად.
“და ის თქვენზე უფრო ყლე რეპერია?”
“კაროჩე, რო დააგდებ, ზედ აი ეს ტექსტი უნდა დაადო რა. მაილი ან ადნაკლასნიკი თუ გაქვს მომეცი და ტექსტს იქ გამოგიგზავნი, ამობეჭდე და დაადე რა.”
“are you fucking kidding me, right now?” – ობივანს ასეთი ჩვევა ქონდა, დრამატიზმის გამოსახატად ხშირად ხმარობდა ინგლისურ ფრაზებს, ეს ძირითადად ამერიკული TV შოუების გავლენა იყო, ემოციების გამოხატვა ავთენტურად მხოლოდ ასეთი გზით შეეძლო.
“ბოდიში, მაგრამ ინგლისური არ ვიცით ჩვენ.”
“კაი… დაიკიდე. თანხა?”
“რაც შეეხება თანხას… იცით, ჩვენ ბევრის საშუალება არ გვაქვს და იქნება მოვილაპარაკოთ რამენაირად. ტარიფები არ გაქვთ?”
აუტანელი სურვილი, რომელიც ამ ორი სირის ადგილზე მოკვლას გულისხმობდა, 10-მდე დათვლით გადალახა და დამშვიდებულმა მიუგო.
“რამდენი გიღირთ მაგ ადამიანის სიკვდილი, 20? 15? ნუ მინიმუმ 10.”
“ლარი?”
“ნუ იყოს ლარი.”
გახარებულმა არაჯორჯომ 10 ლარიანი ამოიღო ჯიბიდან და ობივანს გაბადრული სახით მიაწოდა.
“ბიჭო! მეკაიფებით თუ შიგ გაქვთ?”
შემცბარმა რეპერებმა ერთი ნაბიჯით უკან დაიხიეს.
“შიგ გაქვთ! Fuck… 10 ათასი მინდა.”
“მაგდენი არ გვაქვს.”
“რამდენი გაქვთ?”
“250 ლარი შეგვიძლია ახლა მოგცეთ დანარჩენი ნაწილ-ნაწილ.”
“განვადებით მოვკლა ანუ?”
“პლიუს სიმღერას ჩავწერთ თქვენზე, ჩვენს ახალ ალბომში.”
განრისხებულმა ობივანმა, რომელსაც საკუთარი პროფესიონალიზმი არ აძლევდა უფლებას ემოციები ხმამაღლა გამოეხატა, უკანა ჯიბისკენ წაიღო ხელი და ნელი, ნარნარი მოძრაობით იარაღი ამოიღო.
“ახლა აქედან გააჯვით, დროზე!” მსწრაფლ შემოტრიალდა და სკვერის შუაგულისკენ დაიწყო სვლა.
“შენთვითონ არ დაგვირეკე ბიჭო?” მოაძახა ჯორჯომ. “შენ არ იცი ვის გადაეკიდე, ვიპოვით ვინმე პროფესიონალს და შენც ზედ დაგაკლავს იმას.”
ობივანმა ღრმად ჩაისუნთქა, ჰოლივუდური ბრუნვით შემოტრიალდა რეპერებისკენ, იარაღი გადატენა და დაუმიზნა. განგსტერებმა ანაზდად მოკურცხლეს.
რამდენიმე დღის წინ ობივანი ერთ-ერთ ბარში იჯდა, სადაც მის უკან მაგიდაზე ეს ორი ტიპი დაჯდა. დიდი ხნის ლაყბობის შემდეგ მისი ყურადღება ერთი ფრაზით მიიქციეს: “რა გახდა ერთი კილერი, რო ეს დედამოტყნული საბოლოოდ დავაგდოთ?” ამის შემდეგ მთელი საღამო ისმენდა მათ საუბარს, ბოლოს ერთ-ერთმა ვიღაცას თავისი ნომერი ჩააწერინა, ობივანმაც დრო იხელთა, ნომერი თვითონაც ჩაიწერა და იმავე საღამოს დაფარული ნომრიდან დაურეკა პოტენციურ კლიენტს.

მოლაპარაკება რომ ნორმალურად წასულიყო, ეს, ობივანის პირველი საქმე იქნებოდა. ის 14 წლიდან ოცნებობდა პროფესიონალ კილერობაზე, მაშინ მამამის მიადგა და სთხოვა, რომელიმე ნაცნობი კილერისთვის შეგირდად მიებარებინა, მამა შეჰპირდა, რომ ამას აუცილებლად გააკეთებდა, მაგრამ პირობა არ შეასრულა.
“ამდენი წლის ლოდინი და ვიღაც ყლეებს გადავეყარე.” ამ ფიქრებში იყო ობივანი, როდესაც ბაღის მეორე მხირდან ვიღაც მამაკაცის ღრიალი მოესმა. ნელი ნაბიჯებით გაუყვა მისკენ მიმავალ ბილიკს და მოსასმენად კარგ მანძილზე როდესაც მიუახლოვდა იქ გაჩერდა.

“დედას მოვუტყნავ ბიჭო! მე არ ვიყო…” და აქ საკმაოდ ცნობილი პოლიტიკოსის გვარი და სახელი გაისმა, “თუ მაგ ნაბოზარს ნაწლავები არ ვაყრევინო. მაგან ნახოს პროსტა. მიეცი ჩემი ნომერი და დამირეკოს და ბოდიში მომიხადოს, თორე დედას მოვუტყნავ იცოდე… ხო, ეს ნომერი 899…” და აქ გაისმა მისი ნომერი. ობივანმა კიდევ ერთხელ იხელთა დრო და ცნობილი პოლიტიკოსის ნომერი ჩაიწერა.

“კიდევ ერთხელ ვცდი ამის დედაც მოვტყან.” და გადაწყვიტა ხვალ საღამოს 6-დან 7-მდე დაერეკა მასთან, რადგან დილას ალბათ “პახმელიაზე” იქნებოდა, ხოლო გვიან საღამოს – დასალევად.

***
“მოგიხადათ ბოდიში?”
“ვინ ხართ?”
“კეთილი ნების ელჩი.” – რაა? შიგ ხო არ მაქვს? გაიფიქრა ობვანმა.
“იმან დაგარეკინათ?”
“არა! გავიგე რომ პრობლემა გაქვთ და მის მოგვარებაში მინდა დაგეხმაროთ.”
“როგორ?”
“სამუდამოდ მოგიგვარებთ ამ პრობლემას. ხვდებით ალბათ.”
“დიახ.”
თუ დაინტერესდებით დღეს გელოდებით, იმ სკვერში, რომელშიც გუშინ იგინებოდით.”
“ვერ გენდობით. მე რა ვიცი ვინ ხართ?”
“აბა ტელეფონზე გეკონტაქტოთ?”
“ხო.”
“იქნება ისმინება?”
“არ ისმინება. ჩემი ექო არ მესმის და რა ვიცი.”
“ჰო, არ ვიცი, თქვენი პრობლემაა. მაგრამ თანხის გადაცემაზე როცა მიდგება საქმე მაინც მოგიწევთ ჩემთან შეხვედრა.”
“სკაიპით რომ გვეკონტაქტა?”
“შეიძლება. მითხარით თქვენი ID”
და აქ ცნობილი პოლიტიკოსის skype ID გაისმა ტელეფონში.
“Obi1_PWNZ wants to add you on skype.”

“კამერას ჩართავ?”
“კი, მაგრამ სახეს ვერ დაგანახებ.”
“მაშინ ვერც მე დაგანახებ.”
“ჰო, მარა მე ხო უკვე ვიცი ვინც ხართ.”
“მერე რა, მაინც დისკომფორტია. თანაც არათანაბარი პირობებია.”
“რა რამბლერ.რუ-ზე მოღვაწე ფარული გეისავით მეპალარაკება ეს ყლე.” – გაიფიქრა ობივანმა. “კარგი დავიკიდოთ. მოკლედ, 25 ათასი მინდა და თქვენი პრობლემა სამუდამოდ გაქრება, თან ისე, რომ ვერავინ ეჭვს ვერ მოიტანს თქვენზე.”
“ძვირია!”
“იაფად სხვა იპოვეთ. აბა კარგად.”
“მოიცა! კარგი. 20-ს მოგცემ და მოვრჩეთ ბაზარს.”
“კარგი, სამ დღეში მოგწერთ და გეტყვით დეტალებს, რას და როგორ ვაპირებ. მანამდე გამოვიკვლევ ყველაფერს.”
“კარგი აბა.”
“დროებით.”

მომდევნო სამი დღის განმავლობაში ობივანი ცნობილი პოლიტიკოსის მტერს კუდში დასდევდა, სახლიდან – სამსახურამდე, სამსახურიდან – რესტორნამდე ან საყვარლის სახლამდე და ა.შ. მან კარგად იცოდა, რომ 3 დღე არ იყო საკმარისი ადამიანის ყოველდღიური ჩვევების და მარშრუტების შესასწავლად, მაგრამ იმდენად მალე უნდოდა თავისი პირველი საქმის ბოლომდე მიყვანა, რომ გადაწყვიტა მის ხელთ არსებული ინფორმაციას დასჯერებოდა.

Obi1_PWNZ is now online
“მოკლედ, ყველაფერი მზადაა, მხოლოდ თანხა დარჩა გადასახდელი. ნახევარი ახლა მინდა და ნახევარი მერე.”
“აღარ მინდა.”
“რა?”
“მოგვარდა უკვე პრობლემა და ამიტომ შენი დახმარება აღარ მესაჭიროება.”
“რანაირად მოგვარდა, დღეს ვნახე, ცოცხალი იყო.”
“ვიცი. ორი საათის წინ ვიყავით საპატრიარქოში, მის უწმინდესობასთან და შეგვარიგა. მოკლედ, როგორ შეიძლება ახლა მაგის მოკლვა. შენ ვიღაცა ეშმაკის მოგზავნილი ხარ, ჯერ მკვლელი, რომელმაც შემაცდინე და მერე ეს ობივანი, რა სახელია საერთოდ? მასონური კულტურის გავლენაა ხო?”
“are you fucking kidding me, right now?”
“არ ვიცი მე ეგ ენა.”
“აბა ის 1000 ამერიკელი ტყუილად ჩამოათრიეთ?”
“მე არ ჩამომითრევია.”
“ჰო კაი.”
This user doesn’t want to share his personal info with you.

ობივანი ოთახში ბოლთას სცემდა და თავბედს იწყევლიდა, ასეთ კრეტინულ ქვეყანაში დაბადების გამო, რომელსაც იმდენი ძალუძს, რომ ადამიანს პროფესიონალი მკვლელის კარიერაც კი დაუნგრიოს.
ანაზდად კარებზე კაკუნის გაისმა.
“ობივან, დედა, პოლიციაა, შენ გკითხულობენ.”
“fuck!” გაიფიქრა ობივანმა.
“fuck yeah!” გაიფიქრა დეტექტივმა.

“თქვენ იცით რაში გედებათ ბრალი?”
“არა.”
“შეკვეთილ მკვლელობებში.”
“რომელში?”
“აი, მუხიანელი რეპერის და ცნობილი პოლიტიკოსის მტრის.”
“ჰო, მაგრამ მე ხო არც ერთი მომიკლავს?”
“მცდელობა ხომ იყო, ანუ საქმის აღების?”
“ჰო, მაგრამ დანაშაული სახეზე არ არის, ბატონო პოლიციელო.”
“როგორ არ არის.”
“იქნებ, მე არც ვაპირებდი იმათ მოკვლას და უბრალოდ ფულის დახევა მინდოდა გოიმებზე?”
“მაშინ თაღლითობისათვის გაგასმართლებთ. მაგრამ შენ თვითონ აირჩიე რა გინდა, აფერისტობაზე დაჯდე თუ კილერობაზე, რომელი უფრო მოგიტანს სახელს?”
“Are you fucking kidding me, right now?”
“nope.” დახვეწილი ინგლისურით მიუგო დეტექტივმა და ობივანის უჯრიდან ამოღებული მაყუჩიანი პისტოლეტი შეათამაშა ჰაერში.

გადმოპოსტილია ვანაბი ჩაკ პალანიკის ბლოგიდან
November 24, 2011

ტეგები: ,


%d bloggers like this: