ფორდ სიერა 2.0 DOHC

მოკლედ რამდენად საინტერესო ისტორიაა არ ვიცი მარა … იტოგში ჩემი პირველი მანქანა , რომელიც ვიყიდე იყო ფორდ სიერა 2.0 DOHC ყიდვის პროცესში მქონდა 24 საათიანი მართვს პრაქტიკა და 1 კვირის აღებული პრავა.

1 დღეს ბაზრობიდან ქალაქში გავატასავე და დაღამებულზე გავუდექი სახლისკენ გზას ნახალოვკის გავლით. გზაზე, ჩემთვის მოულოდნელად, გავტეხე ალუმინის 1 დისკი.

მე-2 დღეს, ტოესტ ღამეს, რამოდენიმე ძმაკაცთან ერთად წავედით რესტორანში დასასველებლად დიღმის გზაზე, ჩემთვის მოულოდნელად, გამეჩითა გაჭრილი კანაო, სადაც ჩავარტყი და საშინლად დავღრიცე ტრავერსი. ხოლო კარტერი გადარჩა ღვთის მადლით, ტრავერს მიჰყვა ორივე წინა ამორტიზატორი და 2 დისკი, მათ შორის ზაპასკა.

მესამე დღე: პროფილაქტიკაში ვცვლი ტრავერსს, ვაკეთებ პერედოკს და ამორტიზატორებს 3-4 დღე ქალაქში არ ვიყავი. 1 კვირის თავზე, კონიაკის გზაზე ვამტვრევ ახლად გასწორებულ-დაკერებულ დისკებს, მაგრამ იმ საღამოსვე ადუღებს არგონშიკი.

დაახლოებით 10 დღეში ფუნიკულიორის გზაზე ჩემნაირი შუმახერი ძმაკაცი მიტორმუზებს მანქანას 10 მეტრში რათა გაიყოლოს 2 მომხიბლავი გოგონა, მეც თვალი გავაყოლე და შედეგი: დამტვრეული წინა შიტოკი, 2 წინა ფარი სტოპებიანად, გაღუნული კაპოტი და იმ ღამეს ჩემი მანქანა ათევს პროფილაქტიკაში.

მომდევნო დღე ჩემთვისაც შავთეთრია და დაშპაკლული მანქანისთვისაც. ამას მოჰყვა თვითკრიტიკა და სიჩქარის ფსიქოლოგიური შეზღუდვა 120-დან 60-მდე.

მერე ისეთი არაფერი მახსენდება… 4 თვის თავზე მანქანის წყლის ბაკში გაიჭედა რაღაც, აადუღა,ააორთქლა. მე კიდე ავდექი და და 4 ლიტრამდე ცივი წყალი ჩავამატე ეგრევე, იმედი მაქვს ხელოსნები ხვალისათვის ახალ გალოვკას დააშლიფოვკებენ და მოარგებენ ბლოკს და 1-2 საათისათვის მოვახერხებ მანქანის გამოყვანას სახელოსნოდან.

პ.ს. კომენტარები შეგიძლიათ არ გააკეთოთ, უბრალოდ გზაზე მომერიდეთ ხოლმე, სანამ მანქანის აზრზე მოვალ.

by SuperVisor
http://forum.ge/?showtopic=33578312&st=150

ტეგები: , , ,


%d bloggers like this: