ტრილერი Vol.2: BMW 528 E39 M52TU

***ჩემი მანქანის ისტორია, სერია მეორე ***

გავიდა სადღაც კვირაზე მეტი, დავიარები დაგრუზული.. ვფიქრობ რა ვიღონო და ვხვდები რო ვერაფერსაც ვერ ვიზამ – ეს კი უარესად მგრუზავს.

ჩემმა ძმამ მათხოვა მანქანა ცოტა ხნით და იმითი დავგორავ. ერთხელაც, პატარა პრობლემა აქვს ამ მანქანას და ავდივარ არაბოსთან (ეს ის ადგილია სადაც ე.წ. ფუჟონები (გადამყვანები ჩამიყენა გიორგიმ).
– გამარჯობათ – ვამბობ
– გაუმარჯოს, როგორ ხარ?
– ცუდათ.
– რატო რა მოხდა? – შემომხედეს

.. მოკლედ ვყვები ჩემი ისტორიის ბოლო ნაწილს.
– რას ამბობ ტო? ვარიანტი არაა – მეუბნება გიორგი.
– ვარიანტი კიარა, ფაქტია გიო – წყნარად ვპასუხობ.
– არ მჯერა! ეგ კიარა, როგორი მატორი გავაკეთეთ ეგრე იცი? M60 იყო, V8 4.0, როგორი გადახურებული იყო იცი? დაჩიკები იყო ჩამოღვენთილი ზედ თუ რამე იყო პლასტმასის, იმაში ჩავსვი ეგ ფუჟონები და დაამ$%^ლა კიდეც გალოვკა ზედ, და შენი მატორი კიდე მაგარ წიწკვ ვიდზე იყო, ვარიანტი არ იყო იმსიგრძე ფუჟონები მოწყვეტილიყო.

– რა ვუყო გიო, ასე მითხრეს.. ეგ კიარა მეც იქ ვიყავი, საკაიფოდ მოჭერილი იყო და კიდე რო უჭერდა უცებ ადვილად წამოვიდა.
– კაცო ეგ შეიძლება სხვა რამე იყო, ან ბოლტი გაიწელა, ან ბოლტის რეზბა მოჯდა ფუჟონის რეზბაში, ან ფუჟონი მოჯდა ბლოკში. – მეუბნება აღელვებული.

… მე ვდუმვარ..

გონების რაღაცა ნაწილში იმედმა გაიელვა.. რაიცი და მართლაც რაღაცა პადობნი ყ#$ბა მოხდა და გადარჩენილია ბლოკი ნორმაშია..
მარა უცებ ბაბაახ! გონების მეორე ნაწილმა გააქრო ეს იმედი.

..აღარ მინდა ეს იმედები და ემოციები. დავიღალე ძალიან ამაზე ნერვიულობით ხან კი.. ხან არა.. ხან გაკეთდება ხან რაღაცა ჯანდაბა ჭირს..
ვუყურებ გიორგის ცივი უემოციო თვალებით და არ ვიცი რა ვუპასუხო.

– წამო ჩავიდეთ ერთი მანახე რა… – მეუბნება ჩემი შემხედვარე შეწუხებული.
– წამო რა.. – ვპასუხობ ასევე უემოციოთ მარა ვგრძნობ რო იმედის პატარა ნაპერწკალმა ისევ გაიელვა.. თან ბევრად უფრო ძლიერმა ვიდრე წეღან.
ჩავჯექით მანქანაში, ჩავედით ოპელის ცენტრში. გზაში არაფერს ვამბობ, გიორგიც დუმს.

მივედით, გავაღე მანქანა, ავწიე კაპოტი. მივიდა გიორგი და დახედა..
უცებ ემოციურად – რა გინდა მაგის დედა ვატირე, რას ერჩი ტო? საკაიფოდაა, სადაა მოწყვეტილი მანახე აბა?

– რავი გიო.. – ავღელდი მეც ცოტა, – მოიცა დავუძახებ და გეტყვიან.
გავარკვიეთ რომელიც წამოვიდა..
– აუ დამიჯერე რა – ამბობს გიო – არ მახსოვს როგორ ჩავსვი და დავტოვე? ჩემი ხელით გავაკეთე და ვიცი რომელი როგორ დონეზე დარჩა ზედაპირიდან
და აგრძელებს.
– ეს არ არის მოწყვეტილი – ამბობს ხაზგასმით.
პასუხად ჩემი დუმილია, ვგრძნობ რომ იმედმა ამიტანა ჩემი სურვილის საწინააღმდეგოდ.
– მოიტა აბა ერთი ბოლტი, ჩავსვავ და ხელით დავეჯაჯგურები და გამოჩნდება.
უცებ გავაჩინე ბოლტი და მისი კლუჩი, ჩასვა გიორგიმ ბოლომდე და ეჯაჯგურება, თან იძახის:
– აჰა, რა გინდა ბოლომდე ჩავსვი და არ მოძრაობს.. ვარიანტი არაა ეს ფუჟონები რო მოწყდეს.

გაურკვეველმა ემოციამ ამიტანა, ვგრძნობ რომ ხელები ამიკანკალდა… კაი გაზაობისას რო გამოიყოფა ის დოზა ადრენალინია, კოჭებში ეტყობა
– ვახ.. გიო, რა ვქნათ?
– რა უნდა ქნა, მოიტა გალოვკა და დაგიმაგრებ..

გიჟივით შევრბივარ შენობაში დათოსთან:
– დავით, არ არი მოწყვეტილი ის ჩემისა, გიორგი ბლოკს დამიმაგრებს, შემოვაგოროთ რა, და მოამზადე გალოვკა და რაც საჭიროა – მივაძახე და გამოვრბივარ უკან, ნეტა რა მარბენინებს..
მოკლედ, შევაგორეთ მანქანა, დავითრიეთ გალოვკა, ჩამოვაცვით, დაითრია გიორგიმ ნიუტონმეტრი და ჰაიდა.. როგორც თვითონ თქვა დაამუ%^&ლა ზედ
– დავით, როდის ააწყობ დანარჩენს? – ვეკითხები დათოს უაზროდ კარგ ხასიათზე მყოფი.
– დღესვე დავიწყებ, ხვალე მოვრჩები.
– ხარაშო – ვეუბნები და გიორგი მიმყავს უკან.
გზაში დიალოგი:
– ვა გიო.. არ მჯერა ტო.. ესეიგი არ იყო მოწყვეტილი ეგ დედა$%^%&ი.
– არა ტო, ხო გითხარი არ ტყდება ეგ ფუჟოენბი, მაგხელა ყლინჯობა ზის და რა მოწყვეტავს.
– ვაახ, აზზე ხარ ტო? ესეიგი არ იყო მოწყვეტილი მე მაგის დედას #$%#$%
– ხო.. არ იყო..
– მაგის დედა ვატირე აზზე ხარ? ცოცხალი იყო ბლოკი!!
გიორგი უკვე აღარ მპასუხობს, ხვდება რომ არც ვუსმენ.

მოკლედ, მეორე დღეს რათქმაუნდა ფეხზე დავიკიდე სამსახური, დილიდანვე დავერჭვე, მობილური გამოვრთე და დიდი ამბით ვადევნებდი თვალს როგორ აიწყო ჩემი მატორი.

იმავე საღამოს უკვე ქალქაში კატაობით ვერ ვძღებოდი..
შესაბამისად სახლშიც ღამის 4 საათზე მივედი.

ასე იყო ჩემი ტანჯულა მანქანის ბედკრული ისტორია ჰოლივუდისებრი ჰეპი ენდით.

გაიხაროს ყველა იმან ვისაც ჩემი ამბავი გაუხარდება.

პ.ს. დიდი მადლობა ყველას რჩევებისა თუ გამოთქმული აზრებისათვის.

by ME from forum.ge

ტეგები: , , ,


%d bloggers like this: