ტრილერი Vol.1: BMW 528 E39 M52TU

გაზაფხულის ნათელი მზიანი დილა იყო.
 
გავიღვიძე და მივხვდი რომ რაღაცა სიახლის სურივლი მქონდა. გონებაში გადავავლე თვალი ჯერ კიდევ მძინარე აზრებს თვალი და გავიფიქრე ახაილ მანქანა არ მაწყენდა თქო. მშვენიერი მანქანა მყავდა მაგრამ.. “..მე უფრო ლამაზი მინდა”.
 
გადავურეკე მეგობარს და ჩემი შესანიშნავი იდეა შევატყობინე. იმ საღამოს დამირეკა და მითხრა.
 
– მე ბანკიდან სეხს ავიღებ და შენ მანქანას დავითრევ, და შენ რო გინდა ისეთი თანამშრომელს ყავს, ვნახოთ და თუ მოგეწონება დაითრიე.
– ძალიან კარგი – ვუპასუხე მე და ამ იდეით აღტაცებულბა დავიწყე დასამატებელი ფულის ჩალიჩი.
 
მოკლედ, აიღო ჩემმა მეგობარმა სესხი, წავედით მისი თანამშრომლის მანქანის სანახავად და რატომღაც არ მომეწონა..
 
მე მორიგმა იდეამ დამარტყა, მოდი გერმანიაში წავალ და მეთვითონ ჩამოვიყვან, თან იაფი დამიჯდება, თან ევროპას ვნახავ, თანაც ჩემ გემოზე ავარჩევ პიპიას თქო.
 
ბევრი რომ არ გავაგრძელო, მოვაგვარე ყველაფერი, ვიშოვე ფული, წავედი გერმანიაში, ბევრი ვეძებე თუ ცოტა ვეძებე ვნახე მანქანა რომელიც მომეწონა. დადიოდა იდეალურად, კაპოტზე პატარა მინარტყამი ქონდა, ამიტომ იაფად იყო. გამოვუშვი კონტეინერით და მეც ჩამოვედი.და.. დაიწყო.გააცხელა წყალი. 1 კვირის ძებნის შემდეგ, რომლის განმავლობაშიც, ჯერ მითხრეს რადიატორი აპარებს წყალსო.. შემდეგ რადიატორის კრიშკაო.. შემდეგ თერმოსტატიო.. აღმოჩნდა რომ მანქანის მატორი იყო გადახურებული, შესაბამისად პრაკლადკა იყო გამოსაცვლელი. გამოვაგზავნინე მეგობარს პრაკლადკა (და თერმოსტატი, რომელიც მიზეზის ძებნის დროს გამიფუჭეს) , ვიყიდე ზეთი, ფილტრი და მივუყვანე ხელოსანს.
 
როდესაც ველოდებოდი ზარს ხელოსნისგან რომ, მზადაა მანქანა მოდი წაიყვანეო ხელოსანი მირეკავს რომ, გალოვკას როცა ვადგავდით, ბლოკში რეზბა მოწყდაო.
 
ოოო….. ეს ცუდია.
 
– რა უნდა ვქნათ? – ვეკითხები მე.
– … არ ვიცი.
– ხო მარა რას შვებიან ასეთ დროს?
– არ ვიცი.. – მპასუხობს.
– როგორ არ იცი კაცო? რამე გამოსავალი არ არის? – ავღშფოთდი.
– არა.. ბლოკია ახალი საჭირო – მიპასუხა
– რას ამბობ კაცო? და რა ღირს ბლოკი? სად ვიშოვი? – გავიტეხე მაგარი..
– თბილისში ვერ იშოვი.. და რამოდენიმე ათასი ღირს..
.. წნევამ ამიწია, ვიგრძენი რო წნევა მომაწვა..
– და რატო მოწყდა?
– გადახურებულ ბლოკებზე ასეა, ეს ხომ ალუმინისაა – მიხსნის..
… დუმილი.
… დუმილი იქიდანაც.
– კარგი – ვეუბნები
– კარგად – მპასუხობს.დავიწყე ფორუმებში ძებნა, ინფორმაციის მოპოვება, სხვადასხვა ხალხთან დარეკვა. დამირეკა იგივე ხელოსანმა და მეუბნება, რა არის იცი, არის Wurt- ის გადამყვანები, რომელიც მოწყვეტილი რეზბის ადგილას ჯდება, უფრო დიდია, შიგნით რეზბა აქვს და ამას აყენებენ მარა.. არ ამართლებს.
 
სხვა გზა არ მქონდა, წავედი ვიყიდე რამოდენიმე გადამყვანი Wurt-ში, მივედი ხელოსანთან და მეუბნება – ამეებს ახლა ჩაყენება უნდა, წამო ავიდეთ ბარადასთან იქ არიან ტოკრები და ვკითხოთ ვინ ჩააყენებს.
ავედით.
 
მივედით ერთთან.. გვეუბნება, – ეგ რო ჩაყენდება მერე უნდა დადუღდეს, და რკინას ალუმინზე ვერ დავადუღებ.
 
გავიტეხე..
მივედით მეორესთან.. – არ მცალია
ამის დედაც..
მივედით მესამესთან – ეგ მე გაკეთებული მაქვს და არ მუშაობს, გადამწვანიც წყდება.
 
ოოოოო…. ძალიან ცუდია
მივედით მეოთხესთან – აზრი არ აქვს ბიჭებო, ტყუილად იჩალიჩებთ გააკეთეს უკვე ეგ და არ გამოდის რა…
 
გონებაში ვიწყებ ფიქრს, სად ვიშოვო ფული? მაქ სადმე რამე კანალი? ყველა კითხვას ერთ პასუხამდე მივყავარ: არა. ვერ ვიშოვი რამდენიმე ათასს ნამდვილად.
 
არადა რა ვუყო ამ დედაარღნილს, 12 დამიჯდა.. ხო არ გადავაგდებ. უმატოროთ არავინ იყიდის. დაშლილებში ნახევარ ფასს მომცემენ.. არ ვიცი რა ვქნა.
 
იქვე (მეოთხესთან) დგანან ვიღაცეები და რაღაცაზე ლაპარაკობენ.. ერთ ერთმა დაინახა ჩვენ ხელში ეს Wurt -ის გადამყვანი, მოვიდა ჩვენთან, ჩემი ხელოსანი ესალმება:
 
– გაუ მერაბ, როგორ ხარ?
– გაუმარჯოს, კარგათ შენ? , ეს Wurt-ის გადამყვანია არა?
– კი ეგ არის.
– რეზბა მოგიწყდათ ალუმინში?
– ხო.
– ხოდა სირობაა ეგ Wurt-ის გადამყვანი, არ მუშაობს. ზატო მე ვაჩარხინებ ხოლმე აქ, იგივე პრინციპით ოღონდ უფრო დიდებს და მოშნებს, გავაკეთეთ უკვე და საკაიფოდ მუშაობს, პრობლემა არ ყოფილა.
 
.. ფერი მომივიდა..
– ვის აჩარხინებ? და ვინ სვავს მერე ბლოკში ამათ?
– აი იმას, სათვალეებიანი როა ხედავ? მაგას, და ჩასმით მე მყავს ერთი ბიჭი ჩაგისავს უპრობლემოდ, გაგიმზადებს რო პირდაპირ გალოვკა დაადგა.
მოკლედ, შევუკვეთე ეს გადამყვანები (ფუჟონები) იმ ტიპს, მოვაგვარე ყველაფერი. გამზადდა ფუჯონები რამდენიმე დღეში, წავიყვანე მანქანა ბუქსირით არაბოსთან, იქ რამდენიმე დღე ველოდე სანამ “ის ბიჭი” მოიცლიდა, ჩამისვა როგორც იქნა, დავაბრუნე მანქანა ისევ ბუქსირით ჩემ ხელოსანთან და უვკე წყნარად ვარ. ვსე, დაადგამენ ეხლა გალოვკას, ააწყობენ. დავქოქავ! მაგის დედაც, 1 თვე გავიდა უკვე რაც პროფილაკტიკაშია მანქანა. გავგაზავ ზღვაზე და დავისვენებ ცოტას.
 
მივდივარ საღამოს პროფილაქტიკაში, კაკ რაზ გალოვკას ადგავენ უკვე. კარგ ხასიათზე ვარ, როგორც იქნა მეღირსება ჩემი მანქანა.
უჭერს ხელოსანი ამ ვინტებს, თან ვხუმრობთ რაღაცეებს და უცებ..
სახე შეესცვალა..
 
– რა ხდება? – ვეკითხები შეშფოთებული.
– ბიჭო.. მგონი… – ენა არ უბრუნდება რომ თქვას.
– რა მოხდა?!
– მოწყდა ისევ.
– რას ამბობ ჩემი დედა %$^$%, ნაღდად იცი ტო? – ოოოოოო….. მააააააგარი გავიტეხე.
– ხო.. ეჭირებოდა და უცებ ადვილად წამოიღო.
– … – დუმილი.
– აბა სხვებიც ვცადოთ – მეუბნება უაზროთ, თითქოს რამე მნიშვნელობა ქონდეს.
 
სხვებსაც უჭერს.. კიდევ 2 მოწყდა.
– კაროჩე, დამენძრა?
– .. – თავს მიქნევს.
– ამაზე დიდი გადამყვანნი აღარ ჩაეტევა არა?
– ხო. მეტი ადგილი აღარ არის.
– ვააააახ ჩემი $%^&%^& , რა ბედი მაქვს ამის დედის $#%#$%#$.
პასუხად რათქმაუნდა დუმილია.
– აუ წავედი მე.. $%^-ზე მკიდია.
– მოიცა.. – მეწევა ჩქარი ნაბიჯით – რა ვუყოთ ამას?
– %^&-ზე მკიდია, რაც გინდა ის ქენი – ვპასუხობ, ცოტაც და შეურაცხადი ვიქნები. გახედვა აღარ მინდა იმ მანქანისკენ, აღარ მაინტერესებს საერთოდ.
– ეგება გერმანიიდან ჩამოვატანინოთ მატორი.. – ცდილობს რომ გამამხნევოს
– მკიდია – ვპასუხობ ლაკონურად და მივდივარ.ესე დასრულდა ამბავი.
 
 
 
To be Continued
by ME from forum.ge

ტეგები: , , ,


%d bloggers like this: