ყაზბეგი

პასუხი ამ პოსტზე

ძალიან კარგად მესმის შენი ტარიელ..ამას წინათ სამწუხაროდ მეც ვიყავი ესეთ სიტუაციაში..

კურსელებმა გადავწყვიტეთ ყაზბეგში წავსულიყავით,მაგრამ იქიდან გამომდინარე,რომ ორგანიზებისთვის სასირბილოდ არ გვეცალა ერთ-ერთ ტურს მივმართეთ,შევთანხმდით,რომ მარშრუტკით წავიდოდით (სულ 16-17 კაცი მივდიოდით),კვების პრობლემას,გიდს და დუშურ ხინკლებს უკანა გზაზე თვითონ აგვარებდნენ. უნდა წამოსულიყო ერთი მძღოლი, ერთი გიდი და კიდევ ერთი ორგანიზატორი მგონი, მაგრამ რა მოხდა: ექსკურსიის დღეს რომ შევიკრიბეთ აღმოჩნდა,რომ ტურისტულიდან იმდენი ხალხი მოდიოდა,ჩვენ ძლივს ჩავეტიეთ!!!სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, იმიტომ, რომ ჩემი ერთ-ერთი კურსელი ჩადგმულ სკამზე იჯდა..ზურგით!!მათგან წამოვიდნენ გიდი, მძღოლი…მარშრუტკის მფლობელი, მისი ძმაკაცი და კიდევ ვიღაც..რომელიც ორგანიზატორობას იბრალებდა!

ჯერ იყო დისკებზე არ გაგვახარეს,წინ ისხდნენ თვითონ და მაღალ ხმაზე არ ავიწევთ, ჩვენ ვწუხდებითო..არადა უკან საერთოდ არაფერი ისმოდა მეორე ის, რომ გიდი ცოტა არ იყოს აზრზრზრზრზრზრზრზრზრზე არ იყო რა უნდა მოეყოლა ჩვენთვის და “ჯიგრულ” პონტში სცადა გატარება,მოდით რად გვინდა ეხლა ეს ბოდიალიო..ორი სიტყვა თქვა და ეგ იყო რკინის წყლებზე საერთოდ არც გააჩერეს, გვატყუეს აი ცოტას გავცდებით და მერე გავაჩერებთო..მაგრამ რა თქმა უნდა მარტო ჩვენი გაბრაზება და მათი ლანძღვა “მოხდა” კვების პრობლემა ასე თუ ისე მოგვარდა, თუმცა ძირითადად იმის დამსახურებით, რომ ჩვენ თვითონ მაინც გვქონდა წაღებული რაღაცეები (ალბათ გულმა გვიგრძნო )

ნუ..ადგილზე რომ მივედით და სუფრა გავშალეთ ისე დათვრნენ ერთმანეთს ვეღაც ცნობდნენ და ტარიელ,შენი არ იყოს ისე მიყავდათ პარადი სუფრაზე უხერხულად ვგრძნობდით თავს..თან საშინელი ჩხუბისთავები!!!მაგას თავი რომ დავანებოთ იქ წავიდა გოგოების შებმა და ის ბანალური ბაზარები – “საიდანღაც მეცნობი, შენი თვალები მაჩუქეთი” რომ იწყება…………………..!!!!… ისევ ჩვენი დიპლომატიით ჩხუბი არ მომხდარა..

მაგრამ უკანა გზაზე მთვრალმა მარშრუტკის მფლობელმა რომ გინება ატეხა და აბა ჩქარა ეხლა იმას ვუკრავთ რაც მე მინდაო..თან ვისაც არ ესიამოვნება ყველას …………-ო, და თუ არ ხართ თანახმა აი რას ვიზამო – და მაგნიტოფონი გამოგლიჯა და სადენები მოაძრო!!!!

აი აქ კი უკვე იფეთქა მთელი დღის დაგროვილმა ჩხუბმა რომელიც ღვთის წყალობით მალევე ჩავაწყნარეთ..თან მძღოლი ისე დამთვრალიყო..რომ ნისლებში ვეღარ იკვლევდა გზას და ნახევარი გზა ვილოცეთ… + არანაირი ილუზია დუშურ ხინკლებზე..ცოცხლები რომ ჩავედით მადლობას ვწირავდით უფალს! მას მერე მე პირადად ყოველთვის ვცდილობ ვინმე ნაცნობი ვნახო თუ ესეთ ადგილას მივდივართ და ვფიქრობ კაი ხანი ალბათ ვეღარც გავრისკავ ასეთ ტურებს მივმართო..”ტურებს” თუ “ზაბეგალოვკებს” ეს კიდევ გასარკვევია

by Salome Eliashvili
კოპირებულია conference.ge–დან

 

ტეგები: , ,


%d bloggers like this: