გაფრთხილდით! და თავი დაიზღვიეთ ამისგან …

მოგესალმებით მეგობრებო,

… და წინასწარვე მინდა გითხრათ, რომ ამ მძიმე თემის დაწერა ჩემთვის არ იყო ადვილი, ისევე როგორც არც თქვენთვის იქნება სასიამოვნო წასაკითხი …

ჩემი მიზანი არ არის ნიშნის მოგებით საუბარი … ამიტომ აქ კონკრეტულ სახელებს არ დავწერ არც წუწუნია ჩემი მიზანი, ამიტომ ვეცდები კონკრეტულად ვისაუბრო, ფაქტებით.

ჩემი მიზანი აქ დავდო ჩემი კონკრეტული გამოცდილების პროდუქტი, რომელის უბრალოდ ინფორმაციის სახით შეიძლება გამოდგეს როგორც იმ ყველა ადამიანისათვის რომლებიც სადმე სამოგზაუროდ წავა რომელიმე ტუროპერატორის გამოყენებით, ასევე იმ ტუროპერატორებისათვის, რომლებიც ჩვენ [ტურისტებს] (მო)გვემსახურება … მე აქცენტ შიდა ტურიზმზე გავაკეთებ … თქვენ კი გთავაზობთ ამით არ შემოიფარგლოთ …

ასე რომ წაიკითხეთ, გამოთქვით თქვენი აზრი და რაც მთავარია გაითვალისწინეთ, რომ ამათგან მომავალში თავი დაიზღვიოთ!

მაშ ასე …

დღეს 23 სექტემბერია, ოთხშაბათი
19-20 სექტემბერს [შაბათ-კვირას] მეუღლესთან და მის დაქალთან ერთად წავედით შატილობის დღესასწაულზე. ვერ ვიტყვი, რომ თავგადადებული მოგზაური ვარ … თუმცა როცა ვახერხებ და მაინტერესებს მივდივარ … ასე მოხდა ამჯერადაც … შატილში ნამყოფი არ ვიყავი, ნათიასაც [ჩემს მეუღლეს] აინტერესებდა, დროც მქონდა და … გადავწყვიტეთ წასვლა …

რა თქმა უნდა დიდებული ბუნება, საინტერესო საფესტივალო პროგრამა და დაახლოებით 1200-1500 ბარიდან ამოსული კაცი თავად შატილობაზე ამ ორი დღის განმავლობაში მართლაც დასამახსოვრებელი იყო და ამით კმაყოფილიც ვარ … სიამოვნებით ვათვალიერებ ბუნებაში გადაღებულ, თავაც ციხეების, ღირსშესანიშნაობების სურათებს … მაგრამ ეგაა და ეგა … ამით შემოიფარგლება ჩემი ”კმაყოფილება” … რომელიც 1000% გადაფარა ტუროპერატორის მომსახურებით უკმაყოფილებამ.

ამ თემას ვხსნი 23 სექტემბერს, შატილიდან დაბრუნებიდან 3 დღის შემდეგ … რატომ? უბრალოდ არ მინდოდა ცხელ გულზე თემის გახსნა, იმიტომ რომ ნამდვილად სხვა ტონალობაში იქნებოდა ბევრი რამ დაწერილი …

რა არ მომეწონა ტუროპერატორის მომსახურებაში კონკრეტულად?

[ქრონოლოგიურად მოვყვები და დასკვნები თქვენთვის მომინდვია]

ფასის მანიპულაციები.
ტურის თავიდანვე გაცხადებული ფასი იყო 90 ლარი ერთ კაცზე, ხოლო თუ კარავში დაბინავდებოდა ადამიანი მაშინ იქნებოდა 13 ლარით ნაკლები. ანუ 90 ლარი უნდა ყოფილიყო ე.წ. გესთჰაუსში, 77 კი კარავში. ფასთან დაკავშირებული მომენტები ჩემი მოგონილი არ არის, ეს ინფორმაცია აქვე დევს კონფერენციაზე … მას შემდეგ რაც ტურის ორგანიზატორს შევუთანხმდით, რომ 3 ადამიანს გვაინტერესებდა წასვლა და უკვე მრავალი დეტალიც მიმოხილული გვქონდა საბოლოოდ დაზუსტების მიზნით გადავედით ფასზე … ახალი ფასი აღმოჩნდა 90 ლარი კარავში … და თუ საძილე ტომარა და ე.წ. ”მატრასი” დაგვჭირდებოდა მაშინ +5 ლარი … ამან ცოტა კი გამაკვირვა, მაგრამ რეალურად არც 77 ლარი, არც 90 და არც 95 ლარი არ იყო პრობლემა … ამიტომ დავყაბულდით … თუმცა ეს მომენტი იყო პირველი, საიდანაც ნდობამ დაკარგვა დაიწყო …

ნუ, შაბათ დილით გავედით 6 საათზე … 15 -მდე ადამიანი ვიყავით ჯგუფში + გიდი და მძღოლები … ჩავედით შატილში … მოვძებნეთ ადგილი, გავშალეთ კარვები, მოვწესრიგდით … გახდა დღის 3 საათი … გაიშალა სახელდახელო სუფრა და მსუბუქად მივირთვით … ერთი-ორი სადღეგრძელოც წარმოვთქვით, ერთმანეთი უკეთ გავიცანით და … ამის შემდეგ გავიშალეთ … ზოგი მთის დასალაშქრად წავიდა, ზოგიც სასეირნოდ, ზოგიც შეშის მოსამარაგებლად და ა.შ. საღამოს 8 საათი დაითქვა იმისათვის, რომ ისევ შევკრებილიყავით, მწვადი შეგვეწვა და ა.შ. …

ახალი ხალხის შემომატება, რომლებიც ჩვენს ძირითად ჯგუფს არაფრად აგდებდნენ
8 საათისთვის ნელ ნელა დავიწყეთ შეკრება მაგრამ ამასობაში ჩვენს ჯგუფს თურმე შემოუერთდა კიდევ მამაკაცთა მცირე ჯგუფი [5-7 კაცი], რომლებიც რამდენადაც მივხვდით ჩვენი გიდის მეგობრები აღმოჩნდნენ … ამის შესახებ კი ჩვენ არაფერი არ ვიცოდით წინასწარ …

ამ ადამიანებმა ისე რომ ჩვენთვის არაფერი არც აუხსნიათ და არც გიდს ჩვენთვის აფერი გარკვევით არ უთქვამთ დაიწყეს თავის ჭკუაზე ყველაფრის მიწესრიგება. ჩვენმა მძღოლებმა ცეცხლი დაანთეს, იქვე მეც ვიყავი და ცხადია ამ ყველაფერს ვეწრებდი … 7 საათიანი გზის გავლის შემდეგ უკვე შეთამაშებული ხარ … ამასობაში ჩვენმა გიდმა სამწვადე გამოიტანა და მისი მომზადება იმ შემოსწრებულ ადამიანებს დაავალა, რომელთაც გულმოდგინედ დაიწყეს საქმის კეთება… ამასობაში დაღამდა კიდეც … დაბნელდა … აღმოჩნდა, რომ ფანარი აქვს მხოლოდ 3-4 ადამიანს, რომელთაგან ერთი გიდია, მეორე მე და ა.შ… არადა ნაბიჯს ვერ გადადგამ თუ ფანარი არ გიჭირავს ხელში … ამან კი გარკვეული უხერხულობები გამოიწვია …

ეხლა რასაც დავწერ შეიძლება ბევრმა დაწვრილმანებად ჩამითვალოს, მაგრამ მე ფული გადავიხადე იმაში, რომ მომსახურება მივიღო და როცა უკმაყოფილო ვარ სულ არ მაინტერესებს ვინ რას იფიქრებს ჩემს პრეტენზიებზე … მაქვს ჩემი აზრი ამის თაობაზე და ვიტყვი ღიად …

ამ შემოსწრებულმა მამაკაცებმა [მომავალში სპეც.ჯგუფად მოვიხსენიებ], რომელთაგან ერთს ეყო გაგება, რომ გაგვცნობოდა იქ დამხვედრთ [თანაც ისე, თითქოს მისი ვალი გვქონდა], როგორც უკვე ვთქვი ორგანიზება გაუკეთეს მწვადის შეწვას … გარდა ამისა იქვე მიწაზე გაშალეს სუფრა … რომელიც მთლიანად შედეგებოდა ჩვენს მიერ შუადღისას მირთმეული საკვების მორჩენილი ნაწილისა და + საერთო მარაგებიდან გადმოღებული საკვებისაგან … [+ იქვე არსებული ქვებისა და ნაგვისაგან] … აქვე უნდა აღვნიშნო რომ მწვადის ხორცის რამოდენიმე შამფური არაერთხელ დაეცა ბინზურ მიწაზე, სანამ ხელიდან ხელში გადადიოდა …

მაგრამ როგორც ხშირად ხდება ხოლმე დადგენილი დროისათვის ჩვენი გუნდის წევრებმა დაიგვიანეს … ნელ-ნელა ვიკრიბებოდით რა … მაგრამ ამ სპეც.ჯგუფის წევრები ისე იყვნენ მწვადზე აშლილები, რომ როგორც კი შეიწვა უკვე სმა-ჭამაც დაიწყეს … ვის ახსოვდა გუნდის დანარჩენი წევრები … ნახევარის კი არ იყო მოსული, რომ აქ უკვე სმა-ჭამა გრიალებდა …

აქ მცირედს გავჩერდები:
წამოიდგინეთ, რომ თქვენ მსგავს ტურში ხართ, გასული ხართ სასეირნოდ, ბრუნდებით და ხედავთ, რომ თქვენს ”ტერიტორიას”, თქვენს სუფრას თქვენთვის აბსოლუტურად სხვა ადამიანები არიან დაპატრონებული, სვამენ, ჭამენ, არც გახსენებენ და ყურადღებასაც არ გაქცევენ … როგორი შთაბეჭდილება დაგრჩებოდათ? რას იგრძნობდით?

თქვენი არ ვიცი, მაგრამ მე პირადად ჯერ კიდევ მწვადის შეწვის პროცესში ვიგრძენი, რომ რაღაც აქ ვერ იყო, მაგრამ როცა დავინახე რომ ესენი საერთოდ არავის არაფრად აგდებდნენ და სმა-ჭამა დაიწყეს ჩვენი გიდის მოძებნა მოვინდომა … სადაა? … იქვე იყო, მაგრამ ისეთი მთვრალი, რომ ენას ვერ აბრუნებდა პირში … რაზე უნდა მელაპარაკა … ავდექი და საერთოდ წამოვედი … რა თქმა უნდა ლუკმის ჩაუკარებლად … და არც მეორე დღეს მიჭამია რამე მაგათ ნასუფრალზე და მე მარტო არ ვიყავი ამ ”საქმეში” … მთელი კვირა დღე არც მომდომებია ჭამა და მერე როგორღაც თბილისში სახლში მივირთვი …

გარდა მაგისა ეს სპეც ჯგუფი თურმე შეიარაღებული ყოფილა … დათვრნენ, იარაღის სროლა და ტრიალი დაიწყეს … მე უკვე მაგ დროს მეძინა, მაგრამ ვისი კარავიც ცეცხლთან ახლოს იყო ისინი ცუდ დღეში ჩავარდნენ … საბედნიეროდ ფიჭვი მალე იწვის და ცეცხლიც მალე ჩაქრა, თორემ ვინ იცის რა მოხდებოდა … [ღამე კი სიცივეა], ასე რომ სპეც ჯგფუფიც შეეხიზნა თავის საერთო კარავს …

ტურის განმავლობაში კვებასთან დაკავშირებული ტყუილი
თავიდანვე განცხადებაშიც ნათქვამი იყო, რომ შაბათ საღამოს ჯგუფის წევრებისათვის იქნებოდა ხევსურული სუფრა: ხინკალი, ლუდი და რამე … იმდენი გახარება მკითხველს რამდენიც მე ხევსურული არაფერი მინახავს იქ ჩვენი ჯგუფისათვის გაშლილ სუფრაზე …

ასეთი ტყუილები არ შეიძლება! მენიუც კი წინასწარ უნდა ვიცოდე დეტალურად …

გიდით დათრობა
ამას კი ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი … შაბათ საღამოსაც და კვირა საღამოსაც [წამოსვლის დროს] გიდი ისეთი მთვრალი იყო, რომ კომენტარიც კი ზედმეტია … ესაა ჩვენი ბიზნეს კულტურა … მე მესმის, რომ ჩვენი გიდი იქაური იყო და ადგილზე ბევრი ნაცნობი და ახლობელი ნახა, მაგრამ ისე ხომ არ შეიძლება რომ ბიზნესი პირადში აურიო? როცა ჯგუფი გყავს და ეს შენი ბიზნესია მას შესაბამისად უნდა მიუდგე … გვერდზე უნდა გადადო პირადი და იფიქრო ბიზნესზე … ხოლო თუ ეს სიტუაცია პირადი სიამოვნებისათვის გინდა გამოიყენო ეს იგივეა, რომ უფროსი საკუთარ მდივანს ჟიმავდეს …

აღარაფერს ვამბობ იმ ტყუილზე რას უკავშირდებოდა ე.წ. კალმახზე ნადირობას, რომელიც უფრო საბავშვო ტყუილს წააგავდა … ჰო, იმ ორ დღში ბევრი ტყუილი მოვისმინე …

ჩემთვის ეს მიუღებელია!

გასაკვირი არ უნდა იყოს ალბათ ის, რომ ჩვენი 15 კაციანი ჯგუფის დიდი ნაწილი უკმაყოფილო დარჩა, მე ნუ მკითხავთ … აბსოლუტურად ყველა იყო უკმაყოფილო, თუმცა ყველამ ვერ გამოხატა … მე კი უკან დაბრუნების პერიოდში აშკარად მეტყობდა და ყველა ამჩნევდა, რომ სიბრაზეს ძლივს ვიკავებდი … რა გასაკვირია … ახლოსაც არ გავკარებივარ იმ საღამოს შემდეგ საერთო სუფრას … მთელი გზის განლავლობაში ჩვენმა გიდმა რამოდენიმეჯერ სცადა ჩემთან გამოკლაპარაკება, მაგრამ სურვილიც არ მქონდა მელაპარაკა …

რა თქმა უნდა მეორეჯერ მე იმ კომპანიის მომსახურებით არ ვისარგებლებ – არცერთი პროდუქტით
და რა თქმა უნდა არც სხვას ვურჩევ

იმედია ამ თემას მიიღებთ ისე, როგორც გამიზნულია – ინფორმაცია განსჯისათვის …

 

 

რედაქტორი Tariel Zivzivadze, 23 September, 2009 – 23:52
კოპირებულია conference.ge–დან

ტეგები: , ,


%d bloggers like this: