01

(rus.) ოლიგარქების პირველი ნაბიჯები
(rus.)Благовещенские будни
(rus.)ტრანსი ზამთრის გზებზე: Объяснительная водителя
მანიაკები მობილურების შესახებ
გერგეზი – წერილი ერთაოზს
subject: მომენატრე (გაგრძელება)
მ-ს წერილი ნიუ-იორკიდან
(rus.)თებერვალი
შეცდომით მოსული მეილი
Subject: მომენატრე

++++++++++++++++++

01.01

Долгие годы я размалёвывал камни,чтобы сколотить начальный капитал. Рисовал пейзажи, море и даже портреты вождей. Мои камни тоже обладали мистическими свойстами-лечили от рака и спида, помогали выиграть в лотерею по телефону, подсказывали какой товар лучше купить и многое другое. Со своими камнями я выезжал подальше от города, ближе к народу-в деревню. Кто был трезв слушал мои лекции о камнях, но покупали плохо.

Заработал я тогда только 0,5 лимона.

p.s. Камни были обычные, но я говорил что из Тибета.

——————

Олигарх 08.11.2003, 3:06

++++++++++++++++++

01.02

История со мной приключилась такая: отдыхал я на днях в ночном клубе. Часа в 3 решил поехать домой. Сажусь в такси. Дальше так:
-Че хотел?

-Ехать хотел.

-Куда?

-Туда.

-Деньги давай!

-Деньги будут на объекте.

-Давай сейчас

-Сейчас авансом могу дать только 40 копеек.

-Тогда выходи.
Спорить не стал. Выхожу. Подходит другой таксист. С дубинкой. Резиновой, ментовской.

-Чего, – говорит, проблемы?

-Да, платить не хочет!.

И этот гад, не разобравшись, чего бы это я платил, никуда не поехав, дубинкой меня по ногам. Я аж протрезвел! Ты чего, – говорю, – делаешь! А он меня еще раз! Скандалить не стал, вызвал милицию.

-Ну, – думаю, – расскажешь им откуда у тебя дубинка, и вообще какого хрена!
Отморозил себе все, пока их ждал! Серьезно, они ехали 1,5 часа! А если бы меня убивали? Они бы и трупа уже не нашли. Позвонив повторно, попытался это им объяснить, но меня не поняли, сказали, что я козел, но приехать обещали.

Когда они, наконец, приехали, таксиста, ясно дело, уже не было. Мы поехали в отделение. А там дежурный сказал мне все, что обо мне думает (причем в очень даже не мягкой форме), что он сам бы меня, пьяного козла, и по лицу и выгнал из отделения, ЗАКРЫВ ДВЕРЬ НА ЗАСОВ!!! И вот стою я обосраный! Ни тебе заявления, ни тебе возмездия! А менты КОЗЛЫ! Хрен я теперь хоть одного из них по радио поздравлю!
Приехал домой, рассказываю все это жене, а она мне:

-Так ты же и правда пьяный, как чмо!

-Кто чмо? Я что? Ах ты так, ах ты с ними?- Устроил небольшой погром, хлопнул дверью и уехал на работу.

Сашок, Благовещенск

++++++++++++++++++

01.03

30.10., 23:26

Объяснительная водителя:

“Я, …., 24.10.2003 г. выехал со стоянки на автомашине …., и поехал на ул. …. , за ….. По дороге посли ул. … , впереди меня ехала машина Ваз 2106, я ехал за ней метров 6-8 дистанция. Эта машина вдруг включает левый поворот и стала тормозить, я понял ситуацию, что если я буду тормозить, то я доганю ее и ударю ее в
заднюю сторону, разобью ее и свою машину очень сильно. Я, принял руля в права и ушел на о обочину, где было много снегу и льда. Этим самым она, машина сгасила скорость и, я проехал ее не задев.Но у машины слегка помялись крылья.Считаю свои действия правомерными и справедливыми, потому что, я не растирялся.

Всему виной природная стихия.

Дата, подпись”

++++++++++++++++++

01.04

Posted on 27 Oct 2003, 18:15   Profile · PM · email ·

მე მაქვს ერიქსონიT28 უკვე სამი წელია და არ ვაპირებ გამოცვლას.ვირივით მუშაობს, ოთხჯერ გამივარდა და არაფერი. ერთხელ კარი მოტყდა და არაფერი.

სამჯერ ჩანთაში იდო, ზედ ვიღაც დაჯდა და კვლავ არაფერი. ირეკება და მესიჯი იგზავნება. ამ სამი წლის მანძილზე მრავალი გაჭირვება გავიარეთ ერთად და მე მის გამოცვლას არ ვაპირებ, სანამ არ მოკვდება. არ გავყიდი, თუნდაც ათასი ლარი მომცენ.

სად ვიყიდე აღარც მახსოვს, მაგრამ ძველი აპარატები კარგად მუშაობენ.

This post has been edited by R******** on 27 Oct 2003, 18:28
——————————-
Life without signature

++++++++++++++++++

01.05

ჰაი, ერთაოზ!

მე მგელთაოზი ვარ :) მოკლედ, ძალიან ქართულ ისტორიას მოგიყვები წელს გადამხდა:

სამსახურში ჩემმა მეგობარმა დამირეკა და ერთ-ერთი ჩვენი ძმაკაცის ნაცნობის დაქალის კურსელის მამიდაშვილის მეზობელთან გაცნობილი გოგოს ბიძაშვილის დაბადების დღეზე ვართ მიწვეულიო. მეც ახლა სახლში მაინცდამაინც ცხელი ვახშმით არავინ მელოდა (მარტო ვცხოვრობ, ჩემთვის დანარჩენ 36 მეზობელთან ერთად, ერთ 5 სართულიანში), ჰოდა, შევხვდი ტელევიზიასთან, ხილიანის ასახვევთან (ხომ ძალიან ქართული ამბავია).ვდგავართ აქ და ვუცდით მიკროავტობუსს, და ეს მიკროავტობუსები უკვე იმდენია თბილისში, რომ მხოლოდ ესენი დადიან, თან ინფლაცია გაიარეს – გამოჩნდა უკვე 127, 209, 300 ა.შ.

ჩვენ გვინდოდა რომელიღაცა და ერთი კი გავაჩერეთ, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ამათ კიდევ ქვე-ნომრები აქვენ A, B და ჯანდაბა, რომელიც სხვაგან მიდის. ამითომ ის გავუშვით მძღოლის ბუზღუნითა და სხვა ქართველების მთრული გამოხედვებით.

მერე ბოლო-ბოლო გავაჩერეთ და ჩავეკვეხეთ. მიკროავტობუსი, ალბათ რომ გამოუშვეს ქარხანაში, 6 გერმანელზე იყო გათვლილი, მაგრამ შიგნით 19ქართველი დაგვხვდა. თან კარგი მოსულები. მე, რომელიღაც ცხოვრებაში საერთოდ შეწუხებული ქალის გვერდით ვიჯექი (ორჯერ დამაბიჯა ფეხი სპეციალურად, და აქეთ-იქით დაატრიალა). ჰაერში საძაგელი ხინკლის და ლუდის ადამიანური სუნი იდგა, ეტყობოდა ვიღაცას არ შიოდა.

ერთი კუთხე იყო აუთვისებელი და მძღოლი მიდიოდა აჩქარება-შენელებით, აჩქარებით არიქა, სხვა ავტობუსმა არ გამასწროსო, და შენელებით  – ტროტუარზე თუ ვინმეს ნახავდა ახლოს მიუყვანდა მანქანას და ლამის გამოვარდებოდა და ძალით ჩასმისთვის მზად იყო.

აჰა ჩამოვედით რომელიღაც უბანში.. ირგვლივ ბნელა. მივიწევთ წინ და მესმის ამ ჩემი მეგობრის ლანძღვა-გინება ინტიმურ საწყისებზე…გუბეში მარცხენა ფეხი ჩაუვარდა და ნასკებამდე რომ ცივი სისველე იგრძნო არ მოეწონა კაცს… მე უფრო გავფრთხილდი, მაგრამ რაღაც რადიატორის თუ რაღაც რკინის ნაჭერს ფეხი გამოვდე, რომელზეც გამოწელილი ზამბარის ბოლო იყო და ჩემი შარვლის ლამაზი გვერდითა ბადისებრი ჯიბე შევაფხრიცე..

სასიამოვნოდ გავიღიმე და საქართველოს ჰიმნი ჩავიღიღინე-მეთქი, რომ გითხრა, ჩემო ერთაოზ, ხომ არ დამიჯერებ?

ჰო და მაგრად შევიგინე..

– ჩემი ძმა, ერთი აქეთ მოიწი?
სიგარეტის მოქაჩვის გამო სახე წითლად გაუნათდა იკვე კედელზე მიყუდებულ ვიღაცას.
– მე? – ვკითხე.
– ჰო შენ აბა მე? რომელ უბნელები ხართ ძმა?
– ფრდაკფჯა-ლები ვართ – ვუთხარი ჩემი უბნის სახელი.
– ჩემი დედა!!! – შეიგინა – იმ უბნელი.. რამდენი ფრდაკფჯა-ლეში რამდენი კაი ბიჭს ვიცნობ. შენ მანდ უბედურას უცნოობ ძმაო?
– უბედურას ვინ არ იცნობს…
– ჰო და ეგ უბედურა შარშან მე დავჭერი ….
– ამ უბანში თუ იცნობთ ვინმეს? – სიბნელიდან გაისმა მეორე ჩახლეჩილი ხმა.
– ლიფჩიკას ძმები ვართ – შეეპასუხა ჩემი მეგობარი.. – ორი თვის წინ რომ კერთალუგელე-ბნელები იცემა მაგრად, იქ ვიყავი, ტამპონას სანაგვე ყუთი თავზე მე ჩამოვაცვი.
– აუუ ჩემი დედა…. – გულიანად შეიგინა საკუთარ თავზე ბნელში მდგომი კაი ბიჭი – … მახსოვს ტო.. ეგ ამბავი მახსოვს, კაი ძმა, გაიარეთ.

ჩვენც გავიარეთ ფეხების თუ ხელების ცეცებით და მივადექით ცამდე ასვეტილ შავ უშნო კორპუსს…

– მეშვიდე! – ამოიხნვეშა ჩემმა მეგობარმა.

ავუყევით.. სიბნელეში იქაურ მეზობელს შევეფეთეთ. ნაგავი გადმოჰქონდა კორპუსის წინ რომ დაეყარა (აბა დღე დაინახავდნენ), და სულ თავზე გადამეყარა ნაგავი…
დიდი არაფერი იყო, მაგრამ ნაგავია მაინც.

დავაკაკუნეთ, მაგრამ ელექტროგენერატორის ხმის გამო 10 წუთი ატუზულები ვიყავით კარებთან, სანამ ერთი წყვილი საკოცნაოდ არ გამოიპარა გარეთ და კარი არ გააღო..

შევედით. სუფრა გაშლილია, ყველა კარგ ხასიათზე, ასე ჩვენი ხნის ხალხია ბევრს არ ვიცნობთ. თამუნას დაბადების დღე მივულოცეთ და ვაჩუქეთ პატარა, ლამაზად შეფუთული საჩუქრები… თამუნამ სუფრაზე მეგობრები ჩააჩოჩ-ჩამოაჩოჩა და თეფშები და დანა-ჩანგალი შემოარბენინა.

– ჰო და გავაგრძელებ, რომ სანამ ჩვენს შემოსწრებულ სტუმრებს მივხედავდე… ქართველ კაცს გაუმარჯოს! – თამადა იყო ვინმე რეზო. ბანჯგვლიანი კოტიტა თითები ჰქონდა, ჭიქას ისე უჭერდა ხელს, გეგონებოდა აგერ-აგერ გახეთქავსო და სულ გაბრაზებული სახე ჰქონდა..:
– ქართველი კაცი არის უნიკალური!! გარდა იმისა, რომ ის არის ვაჟკაცი!!! ნამდვილი მეომარი!! ამასთანავე ჩვენ ქართველებმა გავავრცელეთ ცივილიზაცია მთელს მსოფლიოში (ამოასლოკინა რეზომ) აი ინგლისური ბევრს გეცოდინებათ და თურმე ინგლისურად კავკასია ნიშნავს თეთრკანიანს!!!
– არარატი კი ზანგს ნიშნავს (ჩაიჩურჩულა ვიღაცამ).
– ჰე ჰე ჰეჰეჰეჰ – ძალით გაიცინა ერთმა და ატყდა სიცილი..
მაგრამ რეზო შეუპოვრად თამადობდა, ჭიქას ახრჩობდა და ამობობდა:
– ანუ ეს რას ნიშნავს! ეს ნიშნავს იმას რომ თეთრკანიანი რასა კავკასიიდან ჩავიდა!!! ჩემო ჯუმბერ!

ჯუმბერი რათომგაც ერთი დალეული სუსთი ბიჩი იკო. წამოდგა ჯუმბერი და ჩიკა ძლივს ასწია.

– აი შენ რომ იხუმრე არარატიო!! მართო ქართველს შეუძლია ასე მოსწრებულად იხუმროს. ასე კვიმატურად გააცინოს ყველა. ეს ქართველს და გეპეის სტუდენს თუ შეუძლია მხოლოდ. აბა იტალიელი მიხვდებოდა ამას? იტალიელმა სულ არ იცის, რომ არარატი სომხეთშია თუ აზერბაიჯანში არ მახსოვს..

– რატომ არ მიირთმევთ რამეუუს!!! გაიპრანჭა ჩემს გვერდზე მჯდომი ვარდისფერკაბიანი უხვად იაფფასიან სუნამო-მიპკურებული, მაგრამ რატომღაც მაინც იმ მარშრუტკიდან რომ ამყვა, მე მაინც იმ თამბაქოს ნაზ-სურნელიანი მაკა..

მე გავუგიმე და თან ლუკმა გადავკლაპე..

– შემდეგი ორი საათი მაკა გვერდითა გოგოს უვყებოდა თუ როგორ იცხოვრა ორი თვე იტალიაში ფერარაში და როგორ უკვირდათ იტალიელებს მაკას იტალიური აქცენტი.. და რომ “ზანზარონე” სულაც არ არის ჭიანჭველა და რომ “ძანძარა” არის კოღო და რომ რწყილი არის “პულჩე” და რომ ქერა და ცისფერთვალებები მაგარი პოპულარულები არიან იტალიაში და კერძოდ ფერარაში და რომ ეხვეწებოდნენ და რომ არ დარჩა არაფრით იმიტომ რომ … მოკლედ აპრილში ისევ მიდის…

მე ვჭამდი.

– ზვინგო!! რა ცეკვაა ეს შე ოხერო! გაუშვი ხელი!!! დაუყვირა რეზომ მოცეკვავე ზვინგოს.
მივიხედე და ზვინგო და ჯუმბერი ცეკვავდნენ თურმე.

თამუნას ყურთან სულ მობილური ჰქონდა და გაღიმებული სახით ვარდისფერდებოდა ხოლმე.. მერე მთელ სუფრას თვალებს გადაავლებდა, მზერას ერთ-ერთ დაქალზე შეაჩერებდა და თავს დაუქიცინებდა, რაც სამხრეთ კორეულად ალბათ “ის არის” ნიშნავდა.

მე ვჭამდი. თან აქეთ-იქით ვიყურებოდი და ზოგჯერ ჭიქას ჭიქაზე ვიღაცეებს ვუჭახუნებდი. საერთო ანეკდოტზე ვიცინოდი..

და ვისმენდი იტალიის ამბებს, რომ “კაცო” თურმე არ უნდა თქვა, იმიტომ რომ მაგარი უზრდელობაა.

დაბადების დღე იყო.


გერგეზი
დ. ჭელიძის “დელფის” ფორუმიდან

სექტემბერი, 2003

++++++++++++++++++

01.06

subject: მომენატრე /გაგრძელება/

————–

პარიზი

წავიკითხე შენი იმეილი, რადგან ცოცხალი ხარ…:) სასისკებს მოინელებ ნუ გეშინია. ჩემი გამოცდილებით გამშვიდებ იცოდე, რაც მე აქ სასისკი ვხეთქე კუჭი როგორ მიმოქმედებს ნამდვილად არ ვიცი:) კარგად მოგეხსენება ქართველების ამტანიანობა, ამ საკითხში განსაკუთრებით და გარწმუნებ, ორივე გადავრჩებით.

ხო, ახლა პარიზს რაც შეეხება…ფუნიკულიორი ნამდვილად არ არის:) მაგრამ სამაგიეროდ ვნახე ლუვრი, d’orsey, picasso, dali და რა ვიცი რომელი რა გითხრა, ხო, ეიფელი, ყველაზე უაზრო ნაგებობა ქალაქში.

ჩასვლისთანავე მოვეწყეთ მყუდრო სასტუმროში სადგურთან და მეორე დღიდანვე გიჟებივით გავცვივდით პარიზში… მეორე დღეს ჩემი მოუსვენრობის გამო (სადგურთან ცხოვრება, თანაც პარიზში არ მინდოდა) გადავედით youth hostel-ში. აქ სტუდენტური ცხოვრება დუღდა და გადმოდუღდა:) ჩვენი ოთახი საკანს უფრო გავდა ვიდრე მოსასვენებელ ოთახს, მაგრამ გაასწორა… ნომერში ორი ორსართულიანი საწოლი იდგა, საცოდავი კრანი (ძლივს იკეტებოდა) და კედელზე მაზალოდ მიჭედებული თაროები ისეთ განწყობას გიქმნიდა , რომ თავს უბედნიერესად და უსაცოდავესად გრძნობდი. მაგრამ ფანჯარა რომ გვქონდა ტყუილია:) რაგაც ირიბად იღებოდა და თავში დაცემის შიშით კაციშვილი ვერ ეკარებოდა.

ხო, ყველაზე მაგარი… ოთახში ჩვენთან ერთად ვიღაც მეოთხეც ცხოვრობდა, მაგრამ როგორც გივი, არც ის ჩანდა. ვერ გავიგეთ როდის მიდიოდა და როდის მოდიოდა. განსაკუთრებით ლელა წუხდა, ბოლოს და ბოლოს ქალიშვილი გოგოს თავზე ვიღაც ოხერს ეძინა, მითუმეტეს ბიჭს:) მოკლედ, ორი დღე ასე “დავიტანჯეთ”:)

მე დავინიშნე ჩვენი პატარა ჯგუფის ხელმძღვანელად. ჩემ კომპეტენციაში შედიოდა მეტროში გზის გაგნება, (რაც დამიჯერე საშინელებაა), ეკსკურსიამძღოლობა და მოკლედ ამდაგვარი შავი სამუშაოები. მე ეს კარგად შევიფერე და ისე მივუძღოდი ჩემ ჯგუფს წინ, თითქოს პარიზში მქონოდა ჭიპი მოჭრილი. ხო, ეს რაზე მოვაყოლე, ერთ დილას ჩემ საქმეში ვიყავი ჩაფლული, ანუ ვიქექებოდი რაღაც ჟურნალში და აგმოვაჩინე ძალიან იაფი სასტუმრო პირდაპირ მონმარტრზე.

ეგრევე გადავბარგდით. სასტუმრო იყო ძალიან ძველი, პატარა ეზოთი და ოთახით, სადაც მოვკვდებოდი, არა კი არ მოვკვდებოდი, ცხოვრებას დავიწყებდი… ზუსტად ისეთი როგორადაც წარმომედგინა ჩემი ოთახი პარიზში: წითელი კედლებით, ბუხრით, დიდი საწოლით, ოქროსფერი განათებით, ჭრელი მასკებით კედლებზე, დიდი დაბურული სარკით ბუხრის თავზე, პატარა ხის მაგიდით და ასეთივე ზომის გობელენის სკამებით… მოკლედ, კ ი ვ ი ლ ი…:)

ასე დავიწყეთ პარიზში ცხოვრება, დილით გვქონდა გადასარევი საუზმე: შავი, შავი ყავა და ხილი, მერე კი დაუსრულებელი წოწიალი…ვიწრო ქუჩები…მონმარტრი, ნოტრ-დამი, clichy, montparnass და mariaj-ი. champs-elysees…რა მოგიყვე არ ვიცი, ჩამოვალ და ყველაფერს დაწვრილებით გიამბობ.

ისე ლუვრზე მეტად დალი და პიკასო გამისწორდა.

უი, სულ დამავიწყდა, ისეთი რამე შეგვემთხვა, ნამუსი რომ მქონდეს არ გავამხელდი:) მაგრამ ვაღიარებ, რომ ვართ … მართლა არ ვიცი ასეთ ხალხს რა ქვია. მოკლედ სახელი შენ შეგვირჩიე. გადავიდეთ უშუალოდ თხრობაზე: ძლივს გაგვითენდა ნანატრი 15-ი და წყნარად ვალაგებთ ბარგს – მივდივართ პარიზში. მე ჩავუჯექი კომპიუტერს და რას ვხედავ… გარკვევით წერია 16 სექტემბერი… გადავირიე…მოვრთე ყვირილი, ჩავიხედე კალენდარში – 16 წერია, დათო მეზობლებში გავარდა, იმათმაც 16-ო უთხრეს. დავრჩით ასე ხახამშრალები და კაი ხანი ერთმანეთს ვუყურებდით უხმოდ.

ვერ ვიჯერებდით, რომ მატარებელი 15-ში წავიდა და დღეს იყო გაგანია 16 სექტემბრის მშვიდი, თბილი და საზიზღარი დილა. ბოლოს როგორც იქნა დავიჯერეთ ჩვენი სიკრეტინე და გიჟებივით წავედით სადგურზე. ჩავსხედით მატარებელში ვადაგასული ბილეთებით და კონტროლიორის ლოდინში ვიოფლებოდით. მერე მოვიდა კონტროლიორიც, დაგვცინა და გადაგვახდევინა 143DM. ასე იყო ეს ამბავი, თან ჩვენ იდიოტები პირველ კლასში დავსხედით, ხოდა რა თქმა უნდა ფასიც შესაბამისი ქონდა ბილეთს:) აზრზე ხარ რა დონის სიყრუეა? პროსტო ნეკუდა…:) ასეთი გიჟები ვყავართ პატრონს:)

თან შენთვის მგონი არ მომიყოლია, აქ თბილისელი და-ძმა რომ არიან, თავიდან ისინიც მოდიოდნენ. მე და ლელამ ერთ დღეს, რომ გვეგონა ფასდაკლებულ ბილეთებს ვეღარ ვიშოვიდით (ორი კვირა ამ ბილეთებზე დავრბოდით) შემთხვევით გავჩითეთ, ოღონდ ერთი კვირით. ვეცით და ავიღეთ, თან მაგრა გვიხარია.

ამ დროს კი ეს გამოშტერებული და-ძმა გვეუბნება, ამდენი ხანი სწავლას ვერ გავაცდენთ, ვერ წამოვალთო. წარმოგიდგენია ამხელა ხარჯში გადავარდნა, გადავიხადე მაგათ მაგივრად 350DM. თან არც იმას იძახიან ფულს მოგცემთო. მაგრა გავბრაზდი, მაგრამ რას ვიზავდი.

ეხლა მგონი შეაწუხათ ნამუსმა და მითხრეს ფულს დაგიბრუნებთო. მე ვუთხარი მაგ ფულის არაფერში გადახდას პარიზში წამოსულიყავით ერთი კვირა ჯობდა მეთქი. მაგრამ გააგებინე ახლა მაგათ რა ჯობდა და რა არ ჯობდა, ნაღდათ მეზარება. გამოვართმევ ჩემ ფულს და სულ არ შემაწუხებს ნამუსი.

აი ასეთი ჩეპეები მოხდა ჩასვლასთან დაკავშირებით, აღარ ვჩივი რადგან ყველაფერმა კარგად ჩაიარა.

ხოდა იმის თქმა მინდოდა, რომ პარიზში ჩვენს გარდა 7 ბილეთით არავინ ჩასულა, ამასაც ხომ მოხერხება უნდა:) სახლში სულ ახლახანს შემოვედი, დაღლილი და ნასიამოვნები ვარ. კარგია პარიზი…უკვე მენატრება.

წავედი ახლა მე ვიბანავებ, ადამიანს დავემსგავსები და დავიძინებ… ხვალე კსტაწი გამოცდა მაქვს 9-ზე, სხვა თუ არაფერი ხომ უნდა გამოვცხადდე:)

გკოცნი ბეევრს, ბეევრს…

P.შ. იმ კვირაში გნახავ, ჯერ ჩაგეხუტები და მერე ყველაფერზე გიამბობ დაწრილებით.
შენი მ*****

AMASOBASHI MOMENATRE DA MOMENATRA KVELAFERI CHVENEBURI:)
GKOCNI KIDEV DA KIDEV:)
MIKVARXAR ***LI-***LI!

++++++++++++++++++

01.07

m******* m*********** <m******@yahoo.com>
zero balance <********@hotmail.com>
Re:
Sun, 8 Dec 2002 12:15:17 -0800 (PST)
Reply   Reply All   Forward   Delete

ზ*** როგორ ხარ,

გამიხარდა შენი წერილი, ბოლო მიმოწერას რომ ვიხსენებ: ყურადღება ვერ გამოვიჩინე,შენი ბოლო წერილი უპასუხოდ დამრჩა, უხერხულად ვგრძნობდი თავს და ვეღარ შემოგეხმიანე საფუძვლიანად.

NYC ხომ იცი სულ რაღაცა ხდება ჩემ ცხოვრებაში: 6 თვის წინ ბანკიდან წამოვედი და კაი ხანი არ ვიცოდი რა მექნა, part time კონსულტანტად ვმუშაობდი მერე ისევ full time გადავწყვიტე და Columbia University-ში დავიწყე მუშაობა.

გადაწყვეტილი მაქვს არქიტექტურაში გავაკეთო Ph.D. ერთ კლასს ვიღებ უკვე, tuition უფასო მარტიდან მექნება და ვნახოთ. მაგულიანებენ და არ ვიცი რამდენად სერიოზულად გავწვდები ამხელა რაღაცას, ჯერ ისევ ვწრიალებ პორტფოლიო მაქვს გასაკეთებელი;

სოცრეალიზმი მაქვს აღებული საფუძვლად, მარტო პოეზიიდან მაიაკოვსკი რომ აიღო, არ იყო ეს მარტო რეგიონალური ან ეროვნული მოვლენა, გლობალურია უდავოდ.

კონსტრუქტივისტებს და შემდგომ მოდერნისტებს უბრალოდ არ აძლევდნენ გასაქანს თორე არქიტექტურაშიც სერიოზულ სიტყვას იტყოდნენ, ყოველ შემთხვევაში ამ ეპოქის კულტურაზე გავიზარდე და ვფიქრობ შეიძლება დალაგებულად ამ ესთეტიკის სივრცეში და ფორმაში გამოხატვა.

აი ასეა ჩემი ამბები, გილოცავ პატარას! გვიან რენესანსური Flemish ფერწერასავით
სინათლით და პერსპექტივით სავსე მომავალს ვუსურვებ!

შენ იცი არ დაიკარგო, აქეთ თუ მოახერხებ ჩამოსვლას მაგრა გაასწორებს, წინასწარ
ერთი კვირით ადრე შემომეხმიანე აქეთ რომ დაიძრები რომ ყველაფერი კარგად დავგეგმოთ.

--- zero balance <********@hotmail.com > wrote:
> m******, zmao, rogor xar.
> skolko let, skolko zim.
> shemtxvevit kartlosa shemxvda saxltan amis cin da vizitka gamovartvi tan
> sheni imeilic gavige. aseti ambebi.
> me tbilisshi var. mkavs shvili 11 tvis.
> 16 dekembers mivfrinav bostonshi ragac workshopze 14 dgit. tu dro mekna new
> yorkshic chamoviseirneb.
>
> momcere rasshobi
> gkocni
>
>

++++++++++++++++++

01.08

თებერვლის წერილი

Ничего особенного не происходит. Просто скучно, при наличии разных хлопотных дел, и дома и на работе, а на самом деле хочется лежать в гамаке, когда кругом снег и греться грелкой, которую мне давно подерила бабушкаю Грелка в форме рыбки желе.

Насчет тебя, я не представляю как ты можешь вписаться в наш бедлам. Ты такая утонченная натура. Если как-нибудь найду себе что-нибудь другое, попытаюсь порекомендовать тебя на свое местою Единственный плюс что ты будешь общаться с красивой палестинкой с воздушним именем Авиа.

Но надеюсь до этого дело не дойдет и вы с объектом откроете новый концептуальный канал по ввозу дефицитных растенииб даже грибов от которих ти так настойчиво отказываешся последние месяцы.

Сообщаю, что постепенно перехожу в плоскость сугубо вертикальнуюб но с трудом удерживаю равновесие.

Целую.

++++++++++++++++++

01.09

შეცდომით მოსული მეილი
რუსკა, ჩემო საყვარელო!

შენმა წერილმა ძალიან მასიამოვნა. მე კარგად ვარ. ძალიან კარგი ბუნებაა გარშემო ბევრი გოლფის მინდვრებია და ტბები, ეტყობა მდიდარი ამერიკელების უბანია. სახლიც ისეთ კარგ ადგილას დგას, რომ თავი რაჭაში მგონია. ჩემი მოხუცი კარგია – მორჩილი და თავაზიანი, ყველაფერზე მადლობას მიხდის, ასე რომ ამ მხრივ პრობლემა არა მაქვს.

მოხუცი ანუ ჰელლენი შევაჩვიე გარეთ სეირნობას. ყოველ დღე კალიასკით გამყავს გარეთ სასეირნოდ, როგორცს წესი მივდივართ ხოლმე Club hous-ის მიმართულებით. იქ ბევრი ხალხი ტრიალებს და მუსიკებია და ჩვენც ჩვენებურად ვერთობით. ასე რომ გამოვნახე ჩემთვის გასართობი ადგილი, თან ვსეირნობთ, თან ვარჯიშივით გამომდის, როცა ვაწვები ეტლს აღმართზე და დროც უფრო მალე გარბის.

ოქტომბერში Florida-ში მივდივართ. იქ დამემატება ერთი down-cyndrom-იანი ქალი, რომელიც ჩემი ასაკისაა 5 წლის ბავშვის ფსიქოლოგიით. მოხუცის ოჯახი (შვილი და სიძე) უკვე ემზადებიან წასასვლელად. ძალიან სასიამოვნო ხალხია. ერთხელ უკვე დამპატიჟეს რესტორანში. სულ ვადარებ ხოლმე იმ წუნკალ მოხუცს, ვისთანაც ადრე ვიყავი (თვითონ რომ გადიოდნენ და მე სახლში მარტო მტოვებდნენ), ძალიან დამცირებულად ვგრძნობდი თავს. კარგია რომ წამოვედი იქიდან. აღარც დეპრესია მაქვს და აღარც ნევროზი.

ლალა კარგად არის. აუცილებლად გადავცემ მოკითხვას შენგან. ის სულ კითხულობს ხოლმე თქვენზე.

მე მაინც გადაწყვეტილი მაქვს დავბრუნდე სახლში, აქ დიდხანს ვერ გავჩერდები, უბრალოდ ცოტა ფულის შეგროვება მინდა რომ მთლად ხელცარიელი არ დავბრუნდე. მაგრამ როდის წავალ უკან ჯერ არ ვიცი, ყველაფერი დამოკიდებულია რა პირობებში ვიქნები. დავრჩები იმდენ ხანს რამდენსაც გავუძლებ. რასაკვირველია უკეთესია უფრო დიდხანს დავრჩე და მეტი ფული შევაგროვო. ვნახოთ, მომავალი გვიჩვენებს.

ბოლოს რომ გნახე ძალიან მომეწონე, ყოველთვის მომწონდი, მაგრამ სიგამხდრე ძალიან მოგიხდა, უფრო ნაზი და დახვეწილი მომეჩვენე.

Go ahead!!!
გკოცნი ბევრს, გოგოები მომიკითხე

თამრიკო

++++++++++++++++++

01.10

Subject: მომენატრე
Date: Tue, 17Aug 1999 05:37:00

ეხლა ვზივარ ლელას ძმის ოთახში, ანუ დავიდის ინტერნეტ ბარში. აქ მართლაც ბარის ატმოსფეროა, კარგი მუსიკა, კარგი საჭმელი და სასმელი, და რაც მთავარია მომსახურეობა. ამაში იგულისხმება: მოგართმევენ მენიუს – შენ უკვეთავ… შეკვეთილი, განსხვავებით ჩვენი ბარებისა, ხუთ წუთში მოაკვთ (დათოს სწრაფი ხელი აქვს). სასმელი რაც გინდა: ვისკი, ტონიკი და ასე … ჭამა-სმას რომ მორჩები აწევ ხელებს, ეს მოდზრაობა კარგად ესმის დათოს და ეგრევე შემოაკვს ცხელი პირსახოცი (ხელებს გაგიწმენდს). მაგალითად დღეს ეს სიამოვნება 20 დამიჯდა (ხომ ხედავ რითი ვერთობით):)
ამ წუთას ხდება რა… მე ვუსმენ Jack Radick-ის ****-ს. ძალიან კარგად ვგრძნობ თავს ჯერ-ჯერობით იმიტომ, რომ დათო მალე მომაწვდის სასაცილო სიგარეტს ანუ, მიმიხვდი ალბათ უკვე, მარიხუანას.

მერე… აი მერე არ ვიცი რა მოხდება, ყოველ შემთხვევაში შენ გაიგებ. მე ხომ წერას ვაგრძელებ… აგრეთვე შეგატყობინებ როგორ ჩავა და ამოვა პირველი ნაფაზი.

ხო, მინდა დაკარგული იმეილის შინაარსი საბოლოოდ მოგაწოდო. შტუდგარტში დილის 10-ზე ჩავედით ხუთი ქართველი ბავშვი (დაბნელი სახეები სასწაულის მოლოდინში):)
მზე 11.15-ზე იწყებდა დაბნელებას. პირველ რიგში გავემართეთ სპეციალური სათვალეების საყიდლად, ძლივს გავჩითეთ გადამყიდველებთან…. ყურადღება!!! ყურადღება!!! მე მოვწიე… …ეხლა ველოდები იმას, რა ქვია…:) არა… მოკლედ ჯერ ვერაფერს ვგრძნობ, ველოდებით… ხოდა, (გრძელდება თხრობა); ფუ, მოიცა (აქ თხრობა წყდება)———-
დუსელდორფში ახლა უფრო კაი პონტებია, მარიკა ახლა კვდება სიცილით…:):)_:):)რაზე: ლელას მიაჩეჩეს პასტა, ფურცელი და საათი, მარიკა რას როდის იტყვის ჩაიწერეო. დათო ყოველ წუთას “ჩამჭრელ კითხვებს” მისვამს, (იმოქმედა თუ…რას შვება… ამდენი ხანი? ამ ყველაფერს ფიქრობს) თან სოკოს სუპს ათუხთუხებს (ჩემი შეკვეთილია), მართლა არ ვიცი ფეხზე რა ძალებით დგას.

“ოხ, ოხო.. გიჟია ეს …ბომბია, ბიჭებს დაყრის”- ამგვარ რაღაცეებს გაიძახის.

მე ამასობაში, სიტუაციაზე კაიფ-კაიფში, კაიფი მეც მომადგა თუ მე ამას ვხვდები. გამოხატულებები:პირის სიმშრალე, ხელები მითავისუფლდება, და მგონია… მოძრაობებს ოთახში მე შინაგანად ვპასუხობ, – ეს დათო კი არ მეშვება – განსაკუთრებულ მუღამს ჯერ ვერ ვუჭერ, სუპისგან თავს ვიკავებ (მეუბნებიან კაიფს აკავებსო)-“ვერ ვხვდები”- ყავისგანაც, აგერ მე და მწვანე ვაშლიც კაი ხანია ვეღრიჭებით ერთმანეთს, აბა რა კაიფია:) მოკლედ კიდევ ვიმეორებ სუშესტვენნო ნეჩეგო ნე პროისხოდიტ! დავიცადოთ… აქ მე ვაკეთებ მუსიკალურ პაუზას (Radick-ს), რამოდენიმე წუთში კვლავ აღდგება პირდაპირი ჩართვა დუსელდორფიდან—————————————————————————————————————————————————————————————————————————————————

დილაა…იქნება ასე 2 ან 1 საათი. დათომ ბუდილნიკი გამოგვირთო და ჩვენც შევრჩით ლოგინს. გაკვეთილს მერამდენეჯერ ვაცდენ უკვე ვეღარ გეტყვი. გარეთ ნორმალური ამინდია, აქ საერთოდ მაგრა აცივდა.

ტვინი წამიღეს გაზონაკასილშიკებმა, ამ ლამაზ ბალახს გამწარებით ჭამს მახინჯი მანქანა, განა ერთი, ორი, სამიც და მგონი ძალიან ბევრი არიან. წუხელ ჩემი კაიფი არ შედგა, არ ვიცი რატომ. დღეს შეიძლება კიდევ ვცადო (ბოლოსდაბოლოს პრინციპის ამბავია, ხომ უნდა დავბოლდე ოდესმე).
გარედან, გასრესილი ბალახის სუნი იჭრება ოთახში… არ მსიამოვნებს, შემომიძვრა ცხვირში და ასე მგონია სულ აკ დარჩება. ალბათ გაგეცინება, მაგრამ ვეღარ გიწერ შტუდგარტის ამბების გაგრძელებას. ალბათ იმდენჯერ დავწერე (ხო იცი მეორეჯერ მოგწერე იმეილი და ისიც წამეშალა), რომ ეხლა უბრალოდ ვეღარა ვწერ (სხვა დროს დაგიწერ ან რომ ჩამოვალ მოგიყვები).

წავედი ახლა მე, მაკარონი უნდა ვჭამო და არ დავიკარგოთ რა… :)

p.s. ყველა სიტყვის შემდეგ :) ეს ნიშანი იგულისხმება. გკოცნი


ტეგები: , , ,


%d bloggers like this: