„ჰი, აუ რა ვქენი…“ – ლევან ნუცუბიძე

„ჰი, აუ რა ვქენი…“

ყველაზე ხშირად ეს აზრი მიჩნდება საფერფლის გადმოყირავების, ჩაის ან წვენის დაქცევის (როცა ეს ყველაფერი ლეპტოპთან ხდება) და ტყუილის თქმისას. ასეთ დროს პირზე მარცხენა ხელს ვიფარებ და მარჯვენა მხარეს ვიყურები. ოღონდ რეალურად კი არა – ასეთი condition. ვითომ რო მაგრა გეშინია შენი თავის და რაღაცეებს რო უმალავ. მაგალითად, რო გაიჩხირე ან რაღაც რაზვრატნი აზრებში რო გაები. Relax. ეგ ხო ერათდერთია ვინც მაინც ბოლომდე შენთან ერთად იქნება. ნებისმიერ სიმარტოვეში და სიმარტივეში, სხვა რა გზა აქ.

მაგარია კიდე როცა რამე ძაან სენტიმენტალურს უსმენ, არაკაცურს, სკანდინავიელ პიდარასტს და პახოდუ დიალ-აპის გუდოკებში რო იმიქსება და ბოლოს რო შედის – connected, გვერდით  გამჭირვალე კათხა რო გიდევს სავსე ინდური ჩარასის ბოლით და რო წერ ახლა რასაც ვწერ.

კიდე მაგარია დელისთან რო ცხოვრობ და შენი ბოლო სართულის აივნიდან რო ჩანს ვაკე-საბურთალოს უღელტეხილი, საღამოს რო დაჯდები აივანზე რამეშემოხვეული, სიგარეტს რო მოუკიდებ, რამე ცხელს რო მოსვავ და იტყვი – добрый вечер, страна..

დღეს მე და ჩემი მეგობარი, საქართველოზე, ევროპაზე და საერთო საჭირბოროტო საკითხებზე  ხანგრძლივი დისკუსიის შემდეგ, მივედით იქამდე, რო წავიდეთ დროებით ბერლინში საცხოვრებლად ან კოლნში… და დღეიდან ორივე შევუდექით ჩვენი ფინანსური სტაბილურობის გამყარებას. ეს მანამდეც ბევრჯერ გადაგვიწყვეტია მაგრამ რაღაც არ გამოდის.. რატომღაც გვგონია რო ეხლა გამოვა. პასმოტრიმ. ისე რა არი არა?? რაც არ უნდა ეცადო რო საქართველოში ბედნირად იგრძნო თავი თხელ და ხანდახან სქელ ფონად მაინც სულ დაყვება ის აზრი რო ტრაკში ხარ.

ნიუჟელი ეტო ტაკ? ნუ რო კლუბი არ არი და ხალხი R&B-ს და სოულებს უსმენს ეგ ტრაგედია გავიარეთ. ძმაკაცის აწგარდაცვლილ ბაბუას ომის მერე არცერთი ფეხი არ ქონდა მუხლს ქვემოთ და ყოველდღე ატრაკებდა სად არი ჩემი ნასკებიო. მეც ერთხელ დავუჯექი და ავუხსენი რომ აგერ უკვე ორმოცდაათი წელია რაც მან ფეხები დაკარგა და რომ ნასკების გამო აღარ ღირს ნერვიულობა. მისმინა, მისმინა და ტირილი დაიწყო. ვიფიქრე ხო არ ავყვე-მეთქი, მაგრამ ისე ტიროდა რაღაც არ მიმიზიდა და დავტოვე მარტო მწარე რეალობასთან. აი მაგ დროსაც გამიჩნდა ის შეგრძნება – ჰი, აუ რა ვქენი… მაგრამ არაფერი, დრო დამეხმარა დაკიდებაში.

საკანდელიძე ანი მაქ რატომღაც ჩარჩენილი მაგ პერიოდიდან. არ მახსოვს ვინ იყო და ვის უკვარდა, მაგრამ ანი საკანდელიძე მახსოვს და პერიოდულად სრულიად უაზროდ მიტივტივდება ცნობიერში. ეგ ის პერიოდია, როცა კეკელიძეზე 14-სართულიანის მეთერთმეტეზე ვცხოვრობდი და მეზობელ ბიჭებს ვაჯმევინებდი დიდ გაზეთზე, ერთი ყოველთვის იყო ისეთი ვინც ამ გაზეთს მოკუჭავდა და მიქონდა გვერდითა პადიეზდში. ვდებდით კარებთან, ცეცხლს ვუკიდებდით და ზარს ვაძლევდით ხანგრძლივს, რის მერეც გავრბოდით და ვიმალებოდით ისეთ ადგილას საიდანაც შესაძლებელი იქნებოდა ამ პერფორმანსის ყურება, როგორ აქრობს ჩუსტებით კაცი მძღნერის ცეცხლიან ბურთს და როგორ ეზილება მძღნერი პეხებში. ჩვენ კიდე სიცილით  ვიხეოდით. „ჰი, აუ რა ვქენი“ – თხლად პრისუტსტვოვალ ნო ბილო ოჩენ სმეშნო, ნუ ოოოჩენ.

კიდე შუაგულ ვაკე-ვერის საზღვარზე, კეკელიძეზე, თოთხმეტიანის სახურავზე მეზობელს ყავდა ქათმები და კერავდა თეთრეულს. მეთერთმეტე სართულზე რო ცხოვრობ და დილით მამლის ყივილი რო გაღვიძებს ვაფშე სხვა სექსია, მაგრამ მაშინ ბილო ნე დო სექსა. მე და ჩემი მეგობრები ამ ქათმებს „ვათავისუპლებდით“ – ვყრიდით სახურავიდან, რა თქმა უნდა ნა ნაიდობრეიშეი პოჩვე. მაგრამ ბოლოს მივხვდით რო ჩვენი გადასაწყვეტი არ იყო ფრინველების გათავისუფლება, რის შემდეგაც დავიყავით სასტავებათ: ერთი სასტავი იყო ის, ვინც ბეღურებზე ნადირობდა კისტის თოფით და მეორე იყო ვინც ბრინჯს ესროდა ხალხს სახურავზე მოპარული ანტენის ტრუპკით. მე რა თქმა უნდა ბრინჯის კონცეპციას ვიზიარებდი (ნინძურ/იაპონურ პონტში) და ვებრძოდი ბეღურების მკვლელებს. სისხლამდე. მერე მეზობელმა ძველმა ბიჭმა ლიფტში კატაობის დროს შემომთავაზა რო ტრაკში მოგტყნავ და რემბოს კასეტას გაჩუქებო. მე ტირილი დავიწყე და მოვდე მთელ ეზოს. მაგრა გაიტისკა.

ერთი ქურთი გოგოც ცხოვრობდა, მერე ისრაელში წავიდა საცხოვრებლად. მარიკა ერქვა, ყველას აძლევდა და მერე ყველა უყვარდებოდა. ჩვენც მაგარი რომანი გვქონდა. ცხოვრობდა პადვალში და იმ ოთახს, სადაც ტყნაურობდა, ოთახისგან, რომელშიც დედა, ბებია და მისი 4 უმცროსი და-ძმა დარბოდა ყოფდა შავი, თეთრი კოპლებით, თხელი სინთეტიკის ფარდა. თავიდან მაგარი ჟუტკი იყო, მაგრამ სულ რამოდენიმე დღეში ხვდებოდი რო ვსო ნორმალნო.

მერე გრანჟი, პანკ-როკი და ლეწვა-მტვრევა, რა თქმა უნდა უსაზღვრო თავისუფლების ილუზიაც იქვე ეგდო. არა დაბადების დღეების სოულ ხიტებიც იყო ცოტა. like, „ძეევუშკა ვ კრასნომ, ტიი ტაკ პრეკრასნა“. ჩემ თავზე ცხოვრობდა ჩემზე ორი წლით პატარა და ყველა სახის მავნებლობის აფექტური მონაწილე კარლუშა. მისი მშობლები წარმოშობით ზესტაფონიდან იყვნენ. ნამდვილი ამარკორდი იყო. ერთხელ დადამისმა ვიდეო გადააგდო მეტორმეტე სართულიდან არგუმენტით – „ევიჭერი ნერვებზე ეს ორსული ქალი, ამდენი მიდი მოდი, მიდი მოდი!“ ის პერიოდია ვიდეო რო ძაან ცოტა ოჯახშია და სტუმრად რო დადიან ნათესავები “ვიდეოს საყურებლად”. ბრუს ლი, პიანი მასტერ და სექსები. მე და კარლუშას ყველაზე ხშირი გართობა იყო აივნიდან სხვადასხვა პროდუქტების და ხანდახან ნივთების გადაყრა. ერთხელ ბოცა გადავაგდეთ ღვინით სავსე – „ჰიი აუ რა ვქენიით“, თხლაშშშ…მოკლედ, ნე სკუჩალი.

სკოლა. 53 საშ. ჰერმეტულად დახურული სივრცე. ფეხის შედგმისთანავე აზრები და ქცევა რაზვრატის ყველაზე მაღალ წერტილში იკვეთებოდა. ყველაფერი დაიწყო თამაშით „აჩკო“. ჯერ მშვიდად უნდა მისულიყავი გოგოსთან ან ბიჭთან (მაშინ რატომღაც სულერთი იყო რომელთან) თვალებში მეგობრულად ჩაგეხედა, ხელზე ხელი მოგეკიდა, ყლეზე მიგედო და გეყვირა „აჩკო!!“, რასაც ბუნებრივია მოყვებოდა გაქცევა. რამოდენიმე წელში ისე გავუთამამდით ერთმანეთს, ხელი აღარავის ახსოვდა. და ბოლოს, მეშვიდეში თუ მერვეში ეს ერთი შეხედვით უწყინარი თამაში „აჩკო“ დიდ და ხანგრძლივ ორგიაში გადაიზარდა. იმ დღის მერე, ნახევარი კლასი პირველად ბანკეტზე ვნახე, სადაც სამი კაცი დაიჭრა და ორი  მოკვდა. მე გადავრჩი. მოსაწევზე გავედით მე და ჩემი ერთი კლასელი. დავბრუნდით მაშინ, როცა უკვე ხის „პოლისჯოხით“  და მუქი სერი ტილოთი იატაკიდან ამ არაგველების სისხლი ირეცხებოდა.

ბილო ნე ვესელო, მაგრამ მაინც შევაკეთეთ და ისე მოვიწიეთ რო ტირილის და საქმის გარჩევის ხმა გაითიშა, მესმოდა მარტო პოლისჯოხისა და პარკეტის სტერეო. ვიზუალურადაც მარტო ის მახსოვს, როგორ ბაცდებოდა მუქი  ბორდოსფერი სისხლი ჭუჭყიანი ნაცრისფერი წყლით. მეორე დღეს მთელი დგე ვიწექი, საწოლიდან ვერ ავდექი და ვიხსენებდი ყველა კონფლიქტს  რომელიც ამ მანიაკალური ქართული რეალობის გამო მომსვლია.

პირველი ჩხუბი. ახალი დაწყებული მაქ სიგარეტის მოწევა. „მას, საჭირო ოთახში გავალ“ ორ წუთში ერთხელ და ღერებზე ნაყიდი „მორე“ ყავისფერი ფილტრით, უპრობლემოდ ქმნიდა სიგარის ასოციაციას. სკოლის ტუალეტში ძირს დასაფურთხებლად და „დედაშევეცის“ სათქმელად ყოველთვის იდგა  სულ მცირე რვა კაცი. ის ფაქტი, რო ტუალეტის ფანჯრები ჩამტვრეულია და იატაკი დაფარულია ყვითელი ყინულით, რომელიც შარდის სხვადასხვა ფერის შრეებისგან შედგება, არავის აწუხებდა.

ზამთარში ყოველი სიდინჯემოკლებული თინეიჯერის ბეჭით კარის გაღება და სირბილით  ტუალეტში შემოვარდნა კრახით მთავრდებოდა. მსუბუქი ტვინის შერყევა,  ისიც თუ გაგიმართლა. მეც არაერთხელ გავმხდარვარ  სიდინჯემოკლებულობის მსხვერპლი და ვსეობში ხარხარის მიზეზი. კარგად მახსოვს, გაზაფხულია, ყვითელი ყინული დნობას იწყებს და შეუიარაღებელი თვალითაც თავისუფლად ჩანს როგორ ებრძვის ქლორის სუნი ყინულიდან  ჰაერში ამოფრენილ ბაქტერიებს. იატაკზე ქლორის ფხვნილისა და სხვადასხვა ატხოდების ჭყაპს  ქიმია-ბიოლოგიური ფანტაზიის მწვერვალებზე აყავდი,  მოკლედ, „მორე ვაზმოჟნასტეი“.

ხოდა, ზუსტად ბაქტერიებზე ვფიქრობდი,  როცა მივხვდი, რო სიგარეტი ბოლომდე მოვწიე და მსუბუქი თავბრუსხვევისა და გულისრევის შეგრძნების (ყოველი ღერის მერე, როცა მოწევა ახალი  დაწყებული გაქვს) კაიფის გასახანგრძლივებლად თვალები დავხუჭე და კაფელს მივეყუდე, ის იყო ბაქტერიებიდან ნივთიერებათა ცვლაზე უნდა გადავსულიყავი და წარმომედგინა როგორ გადადის ნიკოტინი ფილტვებიდან სისხლში, ჭყიპინა ექომ გამომაფხიზლა: „ძმაო, შენ კაი ბიჭი ხარ? …ხარ …ხარ …არ?“ თვალის გახელამდე ვიფიქრე, ჩემი გარეგნობის რომელ ელემენტს შეიძლებოდა გამოეწვია ასეთი დამღუპველი ეჭვის დაბადება და ვერაფერი აღმოვაჩინე პომპონებიანი ქუდის გარდა. თვალი რო გავახილე, წინ სიცივისგან ცხვირგაწითლებული და ფსელისსუნნასუნთქი გაბრაზებული ლეკვი მედგა და ზიზღით ათვალიერებდა წითელ პომპონს, რომელიც ჰიპ-ჰოპ სამყაროს განუყრელი დეტალი იყო.

„კაი ბიჭი ხარ?“ – ამ შეკითხვის აბსურდულობასა და ფლორა-ფაუნის სამყაროში მის როლზე მანამდეც არაერთხელ მქონდა ნაფიქრი და ნაკაიფარი. მაგალითად, დედაჩემს ხშირად უსვამდი ამ კითხვას და ისიც სიცილით მპასუხობდა „უბანში გაიკითხე ძმაო“.  მეც ხმა მაქსიმალურად დავიბოხე და ვუპასუხე, რა ბიჭი, გოგო ვარ-მეთქი.. აუ, თვალებიდან სისხლი და ყურებიდან ბოლი გადმოუვიდა, ისე, მშრალ ყინულს რო ასდის, მძიმედ და მთელი იატაკი დაიფარა სქელი ბოლით. „რაბოჩი“ შუქებიც  ჩაქრა და ფერადი „საკონცერტოები“ აინთო. ფარდა გაიხსნა და კონფერანსიემ ეფექტური შემართებით გამოაცხადა „შენ ვის ეკაიფები ბიჭო!“.

ისპალნიაუტ ლაიმა ვაიკულე ი ვალერი ლეონტიევ. ერთი მარცხენა მხრიდან მოაბიჯებდა ბოლში და მეორე მარჯვენა მხრიდან. სცენის შუაში შეხვდნენ და დაიწყო: „ნა ვერნისაჟე კაკ ტა რაზ სლუჩაინა ვსტრეტილა ია ვას, ნო ვი ვდვაიომ ნო ნე სამნოიუ..“ მოკლედ, რვავე შემდგა და უმოწყალოდ გავიძუყნე. სახლისკენ სისხლიანი, მაგრამ ამაყი და მანიაკივით გაღიმებული მოვდიოდი. მიხაროდა, რომ იმ ყლეურ თამაშში არ ჩავყევი, ის ტკივილიც მსიამოვნებდა რომელსაც დაბუჟებულ სახეზე და ტანზე ვგრძნობდი.

ამ ყველაფერს დიდ რომანტიკას მატებდა სნუპ დოგი დოგი და კურტ კობეინი. რა თქმა უნდა პარალელურად ზიზღის გრძნობა და შურისძიების კადრებიც მიდიოდა. ვინჩესტერით სკოლაში მისვლა და ლეკვებზე ნადირობის იდეაც დიდი საბლაზნი იყო. ჩხაკუნის მერე ძლიერი ბუთქი და სისხლიანი სიბოროტის კედელზე აწეპების ან პსელის ყინულზე გასრიალების წარმოდგენა იმ პერიოდის ღამეების განუყრელი ვიზუალი გახდა. ჩხუბის მერე სკოლაში ორი დღე არ წავსულვარ.

მეზარებოდა საქმის გარჩევისა და შერიგების პროცედურა, თან ტვინში შურისძიების სცენარის წერით ვერთობოდი და დილაობით, ბებიაჩემთან ერთად, ტელევიზორის ეკრანთან დადგმული სამლიტრიანი წყლით სავსე ქილების ფონზე გამოსახული კაშპიროვსკის სეანსებით ვიზომბებდი თავს.

მაშინ იგივეს აკეთებდა მთელი საბჭოთა კავშირი.

…………………………………………………………………

…………………………………………………………………

…………………………………………………………………

…………………………………………………………………

…………………………………………………………………

ლევან ნუცუბიძე / 2005

ტეგები: , , ,


%d bloggers like this: