Homo Urbanicus – ნუკრი

ნუკრი (რომანწიკა, ბლიაძ)


არ გწერო. აჰა, ეხა რომანტიკას მოგიყვები.


ჩავბარგდი მოკლედ, მაქვს ერთი დიდი შავი ჩემოდანი ვ სტილე სუპერაგენტა პოხორონშიკა, შიგნით დევს: 2 საროჩკა, 2 იუბკა, 2 ჟაკეტი, 3 ბოთლი `ენისელი~ და 3 ბოთლი მუკუზანი. 2 ჟაკეტი არ მჭირდება მარა ბოთლების გულისთვის ჩავდე, უტრამბოვკის პონტში. იცი, რას ნიშნავს არაცნობიერი `გურჯობა~? როცა მუსულმანურ ქვეყანაში საჩუქრად 6 ლიტრი ალკოჰოლი მიგაქვს, გაგანია რამადანის დროს და დარწუნებული ხარ, რომ გაუხარდებათ. მარა ეს ცალკე წერილის ამბავია, ეხა რომანტიკას გიყვებოდი. ხოოდა, ჩავფრინდი. სტამბულ. ათა თურქის სახელობის აეროპორტი. მომწონს თურქული მიდგომა, ყველაფერი ერთი კაცის სახელობისაა მანდ. ტაკ შტო სხვებს არ უტყდებათ. პირველი, რაც ვქენი, შევვარდი ტუალეტში და პოდ ზნაკომ `
no smoking~ ოშუშაია სებია მიკროსკოპიჩესკიმ კრიმინალომ, მოვწიე სიგარეტი. მერე გავუდექ გზას. ტრანზიტი მქონდა 13 საათიანი, ამიტომ სასტუმროში მომათავსეს, ე მანდ იწყება რომანტიკა, მოემზადე. ვზივარ ლობბყ-ში ვეწევი სიგარეტს, ვავსებ ფორმას, რომელიც ბუნდოვანია… ან მე ვარ ჩლუნგი, ნუ ორივე. ტოჩნეე, ანუ ჩლუნგი ავსებს ბუნდოვან ფორმას. უცებ ვხედავ ვიღაც როჟა დგას ქართული პასპორტით, მასტი არი როგორი იცი? აცვია შავი ტყავის კურტკა, ა’ლა მეშჩანური კეთილდღეობის სიმბოლო. მისი საყვარელი კულტურული ღონისძიება არი ქორწილი, დუხოვნოი პიშეი ონ პიტაეტსა ძმაკაცის შვილის ნათლობაში, ქელეხი არ უყვარს, მარა შილას ბოლო კოვზს რომ იღებს, ოხრავს და ამბობს `ეხ, რას იზამ რას იზამ, ეგრეა~ ანუ, შილა, როგორც სიცოცხლე-სიკვდილის კანონზომიერი ციკლის გამართლება, პა ხოდუ სპორტული ჩანს, ანუ შალახოს დროს ცხვირსაცოხს კბილებით… ნუ მიმიხვდი.

უკაცრავად მეთქი, ხომ ვერ დამეხმარებით? უი მეო, დედაო, ქართველი ხართო? კი თქო. ამას ვერასდროს ვერ ვიფიქრებდიო. უცხოელი მეგონეთო. ბებია მყავს მეთქი რუსი, ძლიერი სლავური გენი აქვს მეთქი. მიმოვიხილეთ ბაზების გაყვანის თემა. უფრო სწორედ, მიმოიხილა და მე დაბრო მივეცი ბაზების გაყვანაზე, ოღონდ ბებიაჩემს აქ ვტოვებთ. თან ფორმა შევავსეთ, მომცეს გასაღები მესამე სართულის. აბა კარგად ბრძანდებოდეთ მეთქი, სასიამოვნო იყო. საუზმეზე არ აპირებთო ასვლასო? კი მეთქი, აუცილებლად, 10-მდე უფასოა. ვზიდავ ჩემ შავ ჩემოდანს, აპაპაპაპააააო, გეკადრებათო? არა თქო, რას ბრძანებთ, ვაიმე ნუ წუხდებით, არ გინდათ, მადლობთ. ამატანინა, თითონ გვერდით ნომერში ყოფილა. დავემშვიდობე. შევდივარ ნომერში შევაჭერი ტუალეტში, ვიხედები სარკეში, ბლიააად! მუწუკი მაქ ლოყაზე პესტიციდებიანი ვაშლივით, გამახსენდა 15 წლის რომ ვიყავი.

ვიდავილა პრიშ ნახუი, ეხა როგორც იქნა კბილებს გამოვიხეხავ სამშობლოდან წამოღებული საჭმლის ნარჩენებისგან და აი სად დამენძრა: კბილის პასტა არ მაქ. გავიხეხე შამპუნით ჩავაღეჭე ორბიტი. ავდივარ ტერასაზე, საუზმეზე. ხედია ზღაპრული, ლამაზი ქალაქია სტამბული, ჟალკო შტო გაძვირდა. დავილაგე თეფშზე სასისკები და პამიდორი, ყავა დავისხი, დავჯექი, ვჭამ. ვხედავ ჩემი ნაცნობი ქართველი მიდის მიზანმიმართული ნაბიჯით საკვებისკენ. არ მიმჩნევს, ვითომ ვერ მხედავს, იმანაც სასისკები დაილაგა ბლომად, კიტრები, ყავა, ხალიავა და……ვაი, თქვენც აქ ხართ? კი, რა დამთხვევაა არა, მობრძანდით დაბრძნანდით. ვჭამთ. ლამაზი ქალაქიაო სტამბულიო. კი მეთქი, ძალიან ლამაზი კალაკია. არ აპირებთ გასვლას? არა მეთქი, მეძინება. ჩაფიქრდა,…გაძვირდაო, აქაურობაო, მეც დავეთანხმე, სიმართლეა. პოდდერჟივაიუ ბესედუ: ეგ იმიტომ მეთქი, რო ევროკავშირში უნდათ შესვლა (ამ ფრაზაში ჩავდე მთელი ჩემი ცოდნა გეოპოლიტიკის სფეროში), თან მეთქი, დენომინაცია…(და ეკონომიკაშიც). ხოვო, მართალი ბრძანდებითო, მარა მეეჭვებაო მუსულმანებმა ევროპაში გაქაჩონო. მიცნობ, ვერ ვიტან დისკრიმინაციას, მარა სად მქონდა მაგასთან კამათის თავი, კონფორმიზმი ვამჯობინე. ვნახოთ მეთქი ვნახოთ. ნუკრი მქვიაო ისეო, თქვენო? მე ნინო მეთქი. n+n=love რამე, არ ვიცი რა იფიქრა.

სად მიდიხართო? იორდანიაში მეთქი. რა გინდაო მანდო? აი, კინაღამ დავიწყე მოყოლა რომ, ჩემი ქმარი მუშაობს ბაღდადში და შვებულებაში უშვებენ მარა ვინაიდან რეისებში ნამეტანი ბევრი დრო იკარგება გადავწყვიტეთ რომ იორდანიაში შე… სტოპ! იქაური მეგობრების სანახავად ჩავდივარ მეთქი. აააო, ანუ გასართობადო ხო? მითხრა მან ს ნამიეკომ ნა ნეოდობრენიე. ხო თქო. ეტყობა სლავური გარეგნობის მატარებელი ქართველი ქალის არაბეთში გასართობად წასვლის სურათმა აღაგზნო ნუკრის ფანტაზია. მეო ბაჰრეინში მივდივარო, სამუშაოდო. იქ ალკოჰოლი აკრძალული არიო, არ გინდაო დავლიოთო ეხლაო? არა მეთქი, გმადლობთ, არ ვეტანები. ათი ჭიქა ყავის, 3 თეფში სასისკის და ჰონდურასის კრიზისის მიმოხილვის შემდეგ, როგორც იქნა მიღებულ იქნა დაშლის გადაწყვეტილება. დავემშვიდობე, მეგონა რომ საბოლოოდ. შევდივარ ნომერში, ვიხდი, ვწვები, თავი მტკივა, მეძინება, არადა, ძრავების გუგუნი მაქ ყურებში, ფრთასთან ვიჯექი. ბოლო-ბოლო მომადგა მორფიკა, ბეჭების მასაჟს მიკეთებს, პოგრუჟაიუს’ და ამ დროს ტელეფონი რეკავს. მორფიკა გაიქცა, მე შევშფოთდი, ძუძუებზე საბანი ავიფარე და ავიღე ყურმილი. ალო. ალო, ნინო, ნუკრი ვარ ხომ არ გაბრაზდი? არა ნუკრი, არ გავბრაზდი, რა მოხდა? ახლა შხაპში ვიყავი და ისეთი ცხელი წყალი მოდისო რო მოვიხარშეო კინაღამო, შენთან როგორი წყალიაო? (ანუ იკითხე: `სუფთა ვარ, შენ?~) არ ვიცი მეთქი, არ შემიმოწმებია, სამაგიეროდ, ჩემთან ტელევიზორი არ მუშაობს მეთქი, ესლი ვას ეტო უტეშიტ. ეჰ, არც ჩემთან არ მუშაობსო! ტიპა, 2:1 ვ ეგო პოლზუ. მინი ბარში რა გაქო? მეთქი არ ვიცი, არ შემიმოწმებია, ეგრევე ჩავწექი და დავიძინე. უი, გაგაღვიძეო, ვითომ `უცებ~ `ეხლა~ მიხვდა. კი მეთქი, არა უშავს. არ გინდა მინი ბარით ისარგებლოო? არა მეთქი, ბალიშით ვსარგებლობ თქო წარმატებულად. ეხ, კარგი კარგიო…

მძინავს. 2 საათში ისევ ტელეფონი რეკავს, ისევ შევშფოთდი, ძუძუებზე საბანი დავიფარე, ნუკრიმ არ დამინახოს, ვიღებ ყურმილს. ნინო, გამარჯობა ნუკრი ვარო, ხომ არ გაბრაზდიო? ბრძანეთ თქო. აღარ მითქვამს არ გავბრაზდი თქო, გავბრაზდი. მარა ზრდილობა, ზრდილობა……ისეთი ლამაზი აღმოჩნდიო, რომ ვერ ვიძინებო. პირველი რაც პირზე მომადგა, დაანძრიე თქო, მარა ზრდილობამ და ძუძუებმა მათქმევინეს დეჟურნი `უკაცრავად?!~. ნუკრიმ გაიმეორა, ისეთი ლამაზი აღმოჩნდიო, რომ ვერ ვიძინებო. პაუზა. ვწუხვარ მეთქი, მადლობთ, ვიცი, რომ ძალიან ლამაზი ვარ მეთქი ვეუბნები, თან მუწუკს ვუყურებ, ეხა ვუბრუნდები ძილს თქო. დავკიდე ყურმილი. კიდე ორ საათში რეკავს ტელეფონი. როჟა ერთი 15 წუთი რეკავდა, არ ვიღებდი, ბოლოს ზარები შეწყდა. ამასობაში ვწევარ და ვფიქრობ, რა ვქნა თუ ნომერში შემომივარდა ტიტველი ნუკრი და გადაწყვიტა რომ გამაუპატიუროს? ვიყვირებ! ყვირილი რო დავიწყო, ყვირილზე მოვარდება თურქი პერსონალი და ისინიც მიხმარენ, ამიტომ არ ვიყვირებ. ჩამოყალიბდა გეგმა: თუ ტიტველი ნუკრი მივარდება ნომერში და გადაწყვეტს ჩემს გაუპატიურებას, მე ვრელაქსდები, იბო ეტო რეშენიე სამოე ვერნოე. საკუთარი ლოგიკით მოხიბლულმა დავიძინე. კიდევ 2 საათში ვიღვიძებ, ეგ საბოლოოა, 1 საათში აეროპორტში მივყავარ. ვდგები, მივდივარ მოსაფსმელად, გზაში ტრაკს ვიფხან, ვხედავ კარის ქვეშ ვარდისფერი ბარათია. ოპააა. დავიხარე ავიღე, წერილი, ნუკრისგან. ვზივარ უნიტაზზე და ვკითხულობ: ნინო! გირეკავდი, მაგრამ ან არ იყავი სახლში, ან `ძალიან მაგრად გეძინა~ (იკაიფე, ნამუსსზე მაგდებს). ან ძალიან არ მოგეწონე, ან შეგაშინა ჩემმა ტემპერამენტმაო……ია ჩუტ’ ნე პრობლევალას’. ტემპერამენტიო.

წარმოვიდგინე ტიტველი ნუკრი რომელიც კინგ-კონგივით ბანჯგვლიან გულზე ხელებს იბრაგუნებს ს კრიკომ ტარზანა. მერე ეწერა, რომ ძალიან ლამაზი თვალები მაქვს. ბევრს არ მოწონს წითელი, ჩაშავებული, ჩავარდნილი თვალები. იმას კი მოეწონა. მერე თავისი ნომრები დამიტოვა, გამეხარდება თუ დამირეკავო. ეტყობა იფიქრა ნამუსზე აგდებული დამნაშავედ ვიგრძნობ თავს. და მერე P. შ.Dძალიან ლამაზი თვალები გაქვს. მოკლედ, იქვე უნიტაზთან ნაგვის ყუთი იდგა, იქ ჩავაგდე კალიგრაფია. კაი ხანი ვიჯექი უნიტაზზე და ვფიქრობდი: იბიომატ’, ნუთუ ესე ცუდად გამოვიყურები და ისე უაზროდ ვმეტყველებ რომ `ნუკრი~ შესაფერის პარად მთვლის?

ტეგები: , , ,


%d bloggers like this: