ჯუნი ირაკლი – პუზერი

მარტო ცხოვრობდა, თავისი არსებობით არავის აწუხებდა. ხშირად მეზობლებსაც ავიწყდებოდათ კიდეც, მეგობარ-ნაცნობების სიმრავლით არ გამოირჩეოდა. იშვიათად თუ ვინმე ესტუმრებოდა, ძირითადად სოციალური დაცვის სამსახურის თანამშრომლები აკითხავდნენ.

სახეზე მუდმივად დაჰკრავდა სევდიანი ღიმილი, თმა მუდამ გაჩეჩილი ჰქონდა და არც ჩაცმულობას აქცევდა დიდ ყურადღებას. სახლი კოხტად მოწყობილი იყო, სადა და დახვეწილი გემოვნებით. მოძველებული ავეჯი კედლის გასწვრივ, ოთახის ცენტრში პატარა ჟურნალის მაგიდა და მასზე მუდმივად ვისკის ნახევრად სავსე ბოთლი ჭიქა და ყინულები. კედლებზე შპალიერი აქა-იქ ჩამოხეული და გაცრეცილი, მაგრამ ეს იქაურობას ძლიერ უხდებოდა.

მისი დღე მზის ამოსვლით იწყებოდა, მნათობის პირველივე სხივს ეგებებოდა, ეფერებოდა და ეთამაშებოდა. შემდეგ ქუჩაში გადიოდა და ნიავთან ერთად სეირნობდა, თან გზადაგზა რაღაცეებს ბუტბუტებდა გაურკვევლად. მერე კვლავ სახლში ბრუნდებოდა, მსუბუქად საუზმობდა და სადღაც მიდიოდა, ხშირად რამოდენიმე დღითაც კი იკარგებოდა და არავინ იცოდა თუ სად იყო. იგი გვარად პუზერი იყო, ესეც მისი კარის აბრიდან იყო ცნობილი, ძლივსღა ამოიკითხებოდა: “პ.პუზერი.”

გაგრძელება იქნება. . .

ტეგები:


%d bloggers like this: