პანტალონე – საუბრები ლიტერატურაზე

(გოგო და კაცი ლიფტით ეშვებიან რავიცი რომელი სართულიადნ)
მანიაკი- (მაიკაზე წარwერით manicac) აი ვილ ფოქ იუ!
გოგო- …
მანიაკი- აჰაა… ვერ გაიგე ხო? ინგლისური უნდა გესწავლა!
გოგო- …
მანიაკი- (ლიფტს აჩერებს) აი სად დაგენზრა! გაიხადე!
გოგო- …
მანიაკი- რას მიყურებ მანიაკი არ გინახია? არ გინახია არა? იცი ვინავარ? აი რადიოში რო აცხადებენ…
გოგო- რომელ რადიოში?
მანიაკი- არ მახსოვს… ერთ ერთ არხზე გაუშვეს… მთელი გადაცემა იყო ჩემზე… პოლტერგეისტი შარვალშიო… ეგრე ამბობდენ ქალები ჩემზე… …. ლიფიც!
გოგო- არ ვიცი, არ ვიცი
მანიაკი- რადიოს არ უსმენ? აბა რას უსმენ? ინგლისურს შენ არ სწავლობ, ტელევიზორს არ უყურებ, ეგებ მითხრა გაზეთებსაც არ ვკითხულობო?
გოგო- კაი არ გეტყვი
მანიაკი- ისედაც გეტყობა სახეზე. გეტყობა წერა კითხვაც არ იცი. ეგრევე ვატყობ ადამიანს სახეზე, რამდენი წიგნი აქვს წაკითხული. ცეროდენას მერე წიგნი არ გინახია. მე იცი რა თვალი მაქვს? ეგერევე ვხვდები ყველაფერს.
გოგო- აბა რას ხვდები?
მანიაკი- რა და რო კოელიო არ გაქვს წაკითხული.
გოგო- რაო? ორჯერ ცავიკიტხე და მესამეჯერ დავიწყე უკვე!
მანიაკი- არა არა კოელიო არა, ეგ პოპსაა, მაგას ყველა კითხულობს… აი ისა.. მაიცა რა გკიტხო… მარკესაც არ გკითხავ…
გოგო- რატო მაგარია!
მანიაკი- არ ვიცი დავამტავრებ და მერე გეტყვი… არ მიყვარს აზრის თქმა სანამ არ დავამთავრებ… ვაბშე რას გადამეკიდე? არ ვიცი ეს უცხოური ლიტერატურა…აბა ქართული მკითხე რამე?! გაქვს წაკითხული “დავით აღმაშენებლი”? გაქვს? აბა შენ ქართველი ხარ? შენ უნდა გერქვას ქართველი მანდილოსანი? აბა როდის მოხდა დიდგორის ბრძოლა? წადი წაიკითხე და მერე… იმ დღეს ეღთი შენნაირი შევკეტე ლიფტში და არ დამიწყო მურაკამიო, მილერო… მეთქი…
გოგო- პოლტერგეისტო, ბარემ შარვალი ჩაგეწია, ეგრე მოუხერხებელია.
მანიაკი- არაუშავს, მთავარია შენ ხო მოგწონს.
გოგო- კარგი ორონდ დაწყნარდი
მანიაკი- მოიცა, დამცინე?!
გოგო- არა, როდის?
მანიაკი- პოლტერგეისტოო!!
გოგო- შენთვითონ არ თქვი?
მანიაკი- ჯერესერთი თქვენობით მელაპარაკე, მამად თუ არა ბიძად გეკუთვნი. მეორეცერთი, რავა არ მყავს შარვალში პოლტერგეისტი? სამმა ქალმა შვიდიდან ეგრე დამახასიათა ტელევიზორში რო იყო გადაცემა.
გოგო- აბა რადიოშიო?
მანიაკი- სიტყვებზე ნუ მეკიდები! რა მნიშვნელობა აქვს რადიოა თუ ტელევიზია? ერტი ნაგავია! დღედაღამე ტელევიზორს, რო უყურებ იმიტო ხარ ეგეთი.
გოგო- როგორი ვარ?
მანიაკი- ლამაზი ხარ! ძალიან ძალიან ძალიან ძალიან ლამაზი… მიყვარხარ… თუ რაღაც ეგეთი…
ჩემი ცოლი მინდა რო გახდე… კიარადა…. ქალაქგარეთ სახლი მავქს…. არა არა იქ შენ მოგწყინდება.. კაი არაფერი დაივიწყე… დაგირეკავ თუ დამირეკე.. თუ რავიცი… რამე ვქნათ…
(გადის ლიფტიდან)

ტეგები: , , ,


%d bloggers like this: