პანტალონე – ზარატუსტრა და შივა

ერთხელ ზარადუსტრამ ნახევარი წიგნი წაიკითხა და მეორე ნახევარი თვითონ დაწერა, ნაწილი დაბეჭდა და ნაწილი ფეჩში დაწვა, ნახევარი გააჩუქა და ნახევარი გაყიდა, ნახევარი ჰონორარით იგულავა და ნახევარით ბინა იქირავა, ნახევარ ბინაში ცხოვრობდა და ნახევარი არ ჭირდებოდა და გადატიხრა, ნახევარ დროს ეძინა და ნახევარს არაფერს აკეთებდა, ნახევარი ძილი ქალთან იყო და მეორე ნახევარი მარტო, მარტოობის ნაწილს ამ ქალზე ფიქრობდა ნა ნაწილს არაფერზე. ფიქრში ცოტათი იცნობდა და უმეტესად იგონებდა…

***
ერთხელ იდგნენ დევები და ქარებს უშვებდნენ, “ფიიიიიიუ”…
შეწუხდა შივა. ყურებში სკვაზნიაკმა დაუარა…
დაასხა ტაშტში წყალი, საპონი ააქაფა შივამ.

ჩააწო ექვსივე ხელი საპნიან წყალში. თითებით რგოლები დააწყო და ქარს შეუშვირა.

აივსო ყველაფერი ფერადი ბუშტებით…
შეიხედავს ერთ ბუშტში, ხედავს იქ ………………

მოფრინდება მეორე ბუშტი, შეიხედავს შივა შიგნით, ხედავს სკდება პირველი ბუშტის ანარეკლი მეორე ბუშტზე….

მოფრინდებიან ბუშტები შეიხედავს შივა, ტკბება. გასკდება ბუშტი, გაბერავს ახალ ბუშტებს… უნდა ნახოს ისევ …………. , მაგრამ ………..-ს ხედავს, ტკბება შივა ……………..-ს ყურებით მაგრამ ყველა ბუშტი ბოლოს სკდება… ბერავს ახალებს რომ…

ასე შეიქმნა სამყარო. და გაქრება როცა დევებს ქარების გამოშვება მობეზრდებათ.
მარა არ მობეზრდებათ……………………
თუმცა არ არის გამორიცხული.

* * *
ერთხელ შივას ეძინა. წამოხტა და ფანქარის ძებნა დაიწყო, რო ვერ იპოვნა ატვიორტკით მაგიდაზე ამოკაწრა “მოჩვენება” და წყნარად დაიძინა.

edited by PANTALONE on 27 Apr 2004, 08:06

ტეგები: , ,


%d bloggers like this: