ნესტან კვინიკაძე – გულწასული დაბადების დღე დარეჯანის სასახლეში

დანისლულ ქალაქს გადმოვყურებდი და რაღაცას ვთხოვდი მას. კარგა ხნის შემდეგ მივხვდი, რომ მუხლებზე ვმდგარვარ.

ახალგაზრდა მონაზონი ნელ-ნელა მომიახლოვდა. ჩაიკუზა.
– ეწევი?
– კი….. – და დაუფიქრებლად გავუწოდე თუთუნი.
– რას ჩაციებიხარ თბილისს?! – მკითხა უხეშად.
– მომენატრა… დღეს ჩემი დაბადების დღეა და მინდა გადავხედო თბილისს.
– ფუუუ…უუუ… მეზიზღება…… ერთი სული მაქვს შემოვიხიო ეს ტანსაცმელი და გავიქცე სადმე ლონდონში, ბელგიაში.

მონაზონი ჩქარ “ნაპასებს” ურტყამდა და თან ცალ ხელს უსმევდა მოაჯირს. მერე ეს ხელი ჩემი ყელსაბამის კარგად დასათვალიერებლად წამოიღო. ხელი ნელა ჩაცურდა ძუძუებისკენ და მონაზონმა კისერში კოცნა დამიწყო.

მე მზერა ფერისცვალობის ეკლესიას ავაყოლე. არ ვიცოდი რა დამერქვა ყოველივე ამისთვის. ხელით ვიშორებ მონაზონის შეხებას, ის კი უფროდაუფრო ძლიერდება და ნელ-ნელა მამაკაცს ემსგავსება.

ორი წუთით დაბნელდა. მე მეგონა გული მიმდიოდა, მაგრამ თურმე ეს ის დღე იყო, როცა მზის დაბნელება გამოცხადდა პრესით და ტელევიზიით.

მონაზონი უეცრად გაჩერდა, სადღაც შორს გაიხედა და თხუთმეტი წუთი ესე გაშტერებული უყურებდა იქ რაღაცას. მერე ადგა და გაიქცა. დაუფიქრებლად ჩააბოტა ფეხები წვიმის გუბეებში.

მე ძლივს ავდექი. ფეხების თრევით გავაღწიე დარეჯნის სასახლიდან. ფერიცვალების ქუჩა კისრის წმენდით ჩავიარე.

ნახევრად გულწასული “ძველი თეატრის” კიბეებზე ჩამოვჯექი. ნამდვილად არ მახსოვს რაზე ვფიქრობდი.

თვალები რომ გავახილე, “ძველი თეატრის” გარდერობში, ხის ტახტზე ვიწექი, მოხუცი დარაჯი წყალს მასხამდა.
– რა მოგივიდათ? – მეკითხებოდა უცნობი ქალი.
– დღეს ჩემი დაბადების დღეა ქალბატონო!
– გილოცავთ!!! – ერთხმად მომილოცა ყველამ.

მეოცე საუკუნის 1999 წლის უთოვლო ზამთარი

ტეგები: ,


%d bloggers like this: