ლევან ნუცუბიძე – მესამე

III
A: სახეზე რა გჭირს?
B: გამომაყარა.
A: დილას?
B: ხო, ალბათ, ან ღამე.
A: არა, თუ ღამე მაშინ შეიძლება არ იყოს გამონაყარი.
B: რა გინდა ამით მითხრა, რო კოღოებმა დამკბინეს?
A: არ არის გამორიცხული. ყველაფერი ხდება.
B: გამორიცხულია!!!
A: რა, გგონია კოღო თუ გიკბენს აუცილებლად უნდა მოგეფხანოს?
B: საიდან იცი რომ არ მეფხანება.
A: არ იფხან!!!
B: იქნებ ვითმენ
A: შენ? არ არსებობს!
B: რატო?
A: კაცი ხარ!
B: აუ, თუ ძმა ხარ რა?!
A: ძმა არა და, ან იქნებ დედა.
B: შენი ფსევდოსარკაზმი მომაბეზრებელი ხდება!
A: მართალი ხარ, აღარ არი საჭირო, სიედაც ყველაფერს ვხვდები.
B: რას გულისხმობ?
A: რო მიყურებ გინდები?
B: კი, ძალიან!
A: მე აღარ, მაგრამ მიყვარხარ, რაღაც მოგეჩვიე.
B: გინდა “ჯეკა” დამიძახო? ან ცუგა?
A: არა, ჯობია ლადოს დაგიძახებ და რაღაც პერიოდი გავწყვიტოთ უთიერთობა.
B: კარგი, კარგი. მე წავედი და საღამოს დამირეკე…

მინდოდა სახეში შემეხედა. დამაინტერესა წამწამებზე ყინულის ლოლოები ეკიდა თუ უკვე დამდნარი ნიკაპიდან წვეთავდა, მაგრამ სასურველი ცრემლების მაგივრად ნაოჭიანი, ყავისფერი ტყავის სავარძლის ზურგი დავინახე. ყავისფერი კარგი ფერია, მაგრამ რატომღაც არავის არ უყვარს. არ მე.

ამ ფიქრებით დავტოვე კაბინეტი და კარებზე წარწერა “ქეთევან ლაბაძე” “პრეზიდენტი” ჩემ კეფასთან გაჩერდა. კარი არ გამოვიჯახუნე, აზრი არ ქონდა. თან არ მიყვარს ზედმეტი ხმაური. მეთვრამეტე სართულიდან მარტომ ვიმგზავრე. სარკეში ბევრი ვიჯღანე.

ვცდილობდი ცოტა ხნის წინ გაგონილი ფრაზებისთვის მიმიკა მომერგო. დატა თუთაშხიას მელანოთი დავიწყე და არნოლდ შვარცნეგერამდე რომ მივედი ლიფტმაც დაიწკარუნა. კარების თავზე ერთიანი აინთო.

შენობიდან რომ გამოვედი ასე მეგონა 10-წლიანი პატიმრობის შემდეგ გამანთავისუფლეს და ჰაერი ჩავისუნთქე.

ტეგები: ,


%d bloggers like this: