ლაშა გაბუნია – ნეკროლოგი

არა პროქსი, უფრო ნეკროლოგი, ან რა ვიცი აბა…

(პაროდია სატელევიზიო ნეკროლოგებზე სპეციალურად ჩვენი გასართობი ტელეგადაცემისთვის “რიენენი”)

ტრაგიკული ხმით: ოოჰ! რა თავეჟვანდამცემი იყო შენი მიულოდნელი გაუცინარება მიწის სიღრმეში. წახვედი და ჩვენ (მე და შენ ძმაკაცებს) თან დაგვიტოვე ვეება მოცულობის ნაღვლის წვენი ჩვენს ბოტკინგამოვლილ ღვიძლებში. ახლა თვალლოყღაწვცრემლიანი (ხახვს ვთლი) დავცქერი შენს გაუდიდებელ სურათსა და შენს კოპწია ბოტასებს, რომელნიც აგერ აწყვია მაცივართან.

მაშინ შემოდგომის უხვწითელყვითელფოთლიანი სუსხიანი საღამო იდგა. ცვენ ორნი ვიჯექით გამორთულ ეშმაკის ბორბალზე. გახსოვს (თუმცა აწი რაღა გემახსოვრება) შენ რომ ცხვირის ნესტოების თრთოლვით მთხოვე თუ გიყვარვარ, მარჯვენა ლოყაზე მაკოცე მაგრადო. მეც როგორ შეშფოთებით მოგეალერსე, თითქოს ვგრძნობდი მოახლოებილ… ოჰ ნუღარ მათქმევინებ.

ჩვენი პატარა ვაჟკაცი სულ მეკითხები მამიკო სად წავიდაო.აჰ, როგორ ვუთხრა, მიწაში-მეთქი, არ ვიცი. რომ წამოიზრდება, ალბათ ყველაფერს მიხვდება. შენი ძმაკაცები ხშირად მოდიან ჩვენთან და ყანწებით ცოცხლად გადღეგრძელებენ. ღვინო კი მართლაც რომ უხვად დაგვიტოვე.

გუშინ მტელი დღე მეზობლის ვიდეოში ვუყურებდი იმ ფირს, ჩვენი ბუჭუტას ქორწილში რომ თამადის მეორე მოადგილე ხარ და ხმამაღლა გაიძახი “ვიდეო გადამიღეო!” როგორ გშვენოდა იმ დღეს მოჭერილი ჰალსტუხი.

მსუბუქი იყოს შენთვის ქართული, მშობლიური ტყიბულის მიწისქვეშა ქანები. სამშობლოს სასახელოდ დიდი რაოდენობის “შავი ოქრო” მოგეპოვოს. შენს შახტაზე მხოლოდ იასა და ვარდს ეხაროს შენს პერპენდიკულარულად, ვერტიკალურად.

გკოცნი ბევრჯელ, შენი ცო… მეუღლე ჯული.

ქუთაისი

27.01.93 (02:05)

ტეგები: ,


%d bloggers like this: