ლაშა გაბუნია – დიალოგები

დიალოგი მემანქანესთან მატარებელში

– ხედავთ სინათლეს გვირაბის ბოლოს?

– არა, მე ვერ ვხედავ სინათლეს გვირაბის ბოლოს, რადგან ჯერ გვირაბში არ შევსულვართ.

ქუთაისი

20.02.94 (22:56)

———

დაილოგი მკვლელთან

– შენ ადამიანებს კლავ?

– დიახ.

– ხომ გახსოვს ქრისტეს შეგონება “შეიყვარე მოყვასი შენი ვითარİა თავი შენი?”

– რათქმაუნდა.

– მერე?

– ჰოდა, საკუთარი თავი საშინლად მძულს.

ქუთაისი

7.1.96 (21:30)

ტეგები: ,


%d bloggers like this: