კოლხი – აპოკალიფსი ტფილისში

აპოკალიფსი ტფილისში, ზაფხული 1999

“იმედი არ აქვს ხალხს, მაგრამ შვილები ხომ ყავთ აყროლებულ ეზოებში რომ
უშვებენ სათამაშოდ? ცოტა მენტალიტეტის ამბავიცაა.
მე მგონი ქართველებს უნდა დავუთვალოთ, თუ რა უჯდებათ ირიბად ეგ სიბინძურე: გრიპები, დიზინტერია, ბოტკინი, ინფექციები. ფულის ენაზე? მკურნალობა და მასთან დაკავშირებული წამლები. მარტო ანტიბიოტიკები გაგყიდის.

ახლა მეგობრებო, ამდენმა ვირთხამ თბილისს ახალი ხრიკი მოუწყო: გველხოკერათა სამყაროში ჭორი გავარდა თბილისში საჭმელია ბევრიო და დაესიენ თბილისს. მაისის ბოლოს საგანგაშო ცნობები გადმოიცა: წითელი მცურავი, გველხოკერა, ძლოკვები და ასე შემდეგ დაეხვია თბილისს.

ბახტრიონი, დოლიძე, ვერა, ვაკე, მთაწმინდა გველთა სადგომად იქცა. ნადირობენ ცოცხალ თაგუნებზე, ვირთხებზე და ხოჭო ტარაკანებზე. შხამიანი სახეობებია ყველას გულის გასახეთქად. მკვდარ სხეულებს არ ეტანებიან ანუ ადამიანებივით ლეშიჭამიებს არ განეკუთვნებიან. ღირსეული მონადირეები და მტაცებლები არიან.
ამიტომ, თაგუნების მოწამვლა და ტარაკნების დაწყვეტა მცირე რაოდენობით მათ ვერ ამოძირკვავს სარჩო საბადებლის საშოვრიდან. საჭიროა მათი თოფით დევნა. ასე თქვეს ტელევიზიიდან.

ახლა ამას არ სჯობდა ის რომ სისუფთავე დაგვეცვა? ბოტკინის და დეზინტერიის საშოვნელად ეზოში გაშვებულ ბავშვებს ახლა გარეული მხეცებიც ელოდებიან.

სირცხვილია, სირცხვილი”.

კოლხი

ერთ-ერთი ძველი ფორუმიდან

ტეგები: ,


%d bloggers like this: