დათო უჯმაჯურიძე

ერთი პოპულარული ტეატრის რეჟისორი თუ დრამატურგი (მაგრამ დიდი არაფერი), ერთ საღამოს, ბარში, მეგობრის ლექსებს უსმენდა, როცა გულუბრყვილო უცხოელები – ზოგი ინტერესით იყურებოდა, ზოგი სიცილით – რაღაცას ყვებოდნენ.

პოპულარული ტეატრის რეჟისორმა თუ დრამატურგმა გახედა მთვრალი ქართველივით, რაღაც გაუბედავად (ნახევრად ჩამიქშერებული)გადმოფქვა სიტყვები, რომლებშიც ერთ-ერთი ნამდვილად “ევროპა” იყო.

პაუზის შემდეგ დაამატა – “მიხვდით ახლა, წაით სახლში, მეგობრებო…”

და მიათარგმნა კიდეც – “გოუ ჰოუმ”

და უფრო ხმადაბლა – “მიხდვით ახლა და მოგვასვენეთ.”

ერთი მწერლის არ იყოს, ვოტ სობსტვენნო ვსიო...”

აპრილი, 2001

კაცი, რომელსაც თავში აუვარდა

ერთი კაცი გამოვიდა სიტყვით ტრიბუნიდან. მისი ნათქვამი ასოები გაუბედავად დასტრიალებდნენ მსმენელებს.

-პაუზა-

პაუზამ სიტყვები დააბნია და პარტონისკენ ნელი სვლით გაპარვას აპირებდნენ, როცა ერთმა ასომ მსმენელის ტაშის შემოკვრა გაიგონა და დარბაზისკენ გადმოიხარა.

დარბაზი აყვა ტაშს ნელ-ნელა. ასოები და სიტყვები დარბაზისკენ მოტრიალდნენ – აღფრთოვანებულები დარბაზში ტაშის ხმაურზე მოიფანტენ.

ბრავოს და ბისის ძახილის შემდეგ გახარებულები შეიკრიფნენ და კისკისით უკან თავში შეუცვივდნენ კაცს. მან ვერ გაუძლო ამდენ ასოს ერთად და ისევ გარეთ გამოიქნია ასოები – მოულოდნელობისგან უფრო აირიენ და მსმენელების ყურბში ჩაიხოცნენ…

და დალპენ.

აპრილი 2001

ტეგები:


%d bloggers like this: