დათო უჯმაჯურიძე – ფული და ჯაზი

ფული და ჯაზი
ანუ, ფულია საჭირო

თავიდანვე დავიკიდეთ კონცეპტუალური აზროვნება და დროებით კონსტრუქციულს მივხედოთ მხოლოდ. ანუ ნებისმიერი ცუდი სცენარი შეიძლება გადავიღოთ, კარგად. ანუ ისე, რომ კარგად გაიყიდოს. ეს ზეამოცანაა, რომელიც რაღაცნაირად უნდა დავისახოთ. როგორც არ უნდა გვეკიდოს, ამ საქმე-სამუშაოს მაინც სერიოზულობით უნდა მოვეკიდოთ.

როცა უსმენ ჯაზს სერიოზულად, ანუ  რეგულარულად, ამბობ უარს მუსიკის განვითარებაზე, უფრო სწორად გკიდია დანარჩენი მუსიკა და შეგნებულად რჩები ჯაზში. პაბუდუზეც*.

ან ღარიბი ფილმი უნდა გააკეთო და გეკიდოს, რაც გინდა იმას აკეთებდე ან  ფული უნდა აკეთო და დაიკიდო დიდი მატერიები – მატერიალური სიდიდეების გამო. ან იმდენად ბევრი უნდა გქონდეს (ამას ხშირად გავიმეორებდი – ბევრი ფული მქონდეს)… აქ სხვა და სხვა მიმართულებით შეგვიძლია განვავითაროთ კამათი (ჯერ ჯერ-ჯერობით ჯაზის ფანების გარდა არა მგონია მეკამათებოდეს ვინმე).

ჯაზის ფანებს მინდა აქვე ვუთხრა რომ, გარბარეკი და ჯარეტი მყავს ორი თვის გაცნობილი და ~დევაკო-დევაკო** გადაახვიეს” პონტში არ ვლაპარაკობ, უბრალოდ სულ სხვა კონტექსტში ვიხმარე ჯაზი და თუ რამე გაწყენინეთ ბოდიშს ვიხდი. ჯაზზე ამდენს იმიტო ვლაპარაკობ რომ, თემას ვაგრძელებ, უბრალოდ, მემგონი ვინც ჯაზს უსმენს უმრავლესობას ფული აქვს.

ახლა უნებურად გამეღიმა და ალბათ შენც, გამახსენდა რამოდენიმე ადამიანი ვინც უსმენს ჯაზს, და მერწმუნეთ ფული აქვთ, ან უბრალოდ არ მახსენდება ის ვინც უსმენს და არა აქვს, და არც ისეთი ადამიანი მეგულება ფული რო გაუჩნდა და მერე გახდა ჯაზის ფანი.

ფული თავიდანვე უნდა გქონდეს რომ ჯაზს უსმინო და კიდევ უსმინო. თუმცა არსებობს ხალხი, რომლებსაც ფულიც ქონდათ, ჯაზსაც უსმენდნენ ახლაც აქვთ ფული მაგრამ ახლა ჯაზს აღარ უსმენენენ, ეს იშვიათი გამონაკლისია. იმ ხალხზე აღარ  ვლაპარაკობ  ვისაც არც ფული აქვს და ჯაზიც არ იციან რა არი. არა სოციალური პროექტებიც საჭიროა მაგრამ ნუ დიდი დიდი გრანტის ფული აიღო ისიც სოროში შეძრომა უნდა იცოდე მარჯვეთ. ეს ვარიანტი აქვე ამოვაგდოთ.

საჭიროა ფული, ბევრი ფული რაც გინდა და როგორც გინდა ისე რომ გადაიღო და დაიკიდო.
.

.

.

.

.

.

* – ბგერები, რომლებსაც არმსტრონგი თავის კომპოზიციებში სპონტანურად წამოისროდა ხოლმე
** – ბენსონის ერთ-ერთი სიმღერის სათაურის თბილისური ინტერპრეტაცია

ტეგები: , ,


%d bloggers like this: