დათო უჯმაჯურიძე – ანთროპოლოგია

გიყვართ  მარტო სეირნობა ? მეც, მაშ ერთად ვისეირნოთ

მხატვრული ფილმების  ყველაზე გავრცელებული დასაწყისად პერსონაჟის გაღვიძება ითვლება. ჭკუასხარტი რეჟისორები ამაში ყოველთვის რაღაცას გულისხმობენ, მაგალითად სურვილს  გაღვიძებისა . რადგან  სიზმარი  ყველაზე მოხერხებული  ალიბია, ჩვენი მეტაფიზიკური სურვილების ლეგალიზებაში. ( ასე იოლია და თუ დარწმუნებული არ ხარ რომ მონაყოლი დამაჯერებელი იქნება, შეგიძლია  სიზმარი  დაარქვა და იმედი გქონდეს, რომ  როგორც  ტყუპისცალი მეგობარი არასდროს გაგცემს ), ანუ დამესიზმრა და მორჩა. ეს სერიოზული განაცხადია იმისთვის, ვინც უკვე ეჭვისთვალით უყურებს ამ წამოწყებას. უკვე ის, რომ, ის, რასაც ვწერ და თქვენ ამას უკვე კითხულობთ, განსაცდელში მაგდებს, ყოველგვარი გადამეტების გარეშე. რა შეიძლება უტრიალებდეს ქართველს თავში, როცა პირველად ჩაუფიქრდა სიტყვებს: ყოველი საიდუმლოი ამას ენასა შინა დამარხულ არს. ეს თავისთავად ძლიერი ნათქვამია , და  დიდ ძალისხმევას მოითხოვს, რომ ვერ იგძნო მოთხოვნილება ერისა, განძის აუცილებლობაში, მონათესავე ერების ძიებაში და აღმოჩენაში, დაკარგულ ოქროს საწმისის ძებნის გაგრძელებაში .(ქალდეველთა მითი გვიამბობს ,რომ ის სინამდვილეში სადღაც აქვეა გადამალული, და ბოროტმოქმედებმა მხოლოდ ქალი გაიტაცეს, სვანური თქმულება კი თავგაწირვაზე მიგვითითებს ). როგორც ფილოსოფოსები იტყოდენ ხოლმე , თავი ჩავიგდოთ განცდაშიო , ასე ვცდილობ დავირწმუნო თავი რომ  ოდესღაც (ბოლო ვერსიის თანახმად მალე) ჩვენი ყველაზე დაუცველი მხრიდან, (ექვთიმეს ჭაღარა დაილოცოს) თუნდაც მოიერიშე ავიამზიდით დაკარგულს დაგვიბრუნებენ. რით არ არის სიზმარი, რომ თავის დროზე შორეული ნათესავის ძიებაში, უგუნურობით ახლო ნათესავი უარყავით .

პათეტიკის მძლავრი შემოტევის  უკუგდების მიზნით, სწრაფად გამოვიღვიძებდი და ზანტად პირს მოვიბანდი, ჩემი ნება რომ იყოს. ხომ მოგსვლიათ სიზმარში კოშმარი გესიზმრებათ,  იღვიძებ და ვერ იღვიძებ. სიტყვაში სიზმარი, ფესვი “<მარი>- ჩვენი შორეული ისტორიის კოშმარის – ინდო-ევროპული, კი არა და , ახლახანს აღმოჩენილი ეთნოეთიკა რომ არ დაირღვეს უმჯობესია ვთქვათ, კიმერიელების, იმის გათვალისწინებით რომ უკანასკნელნი აღარ არსებობენ და მხოლოდ ვერავის ვაწყენინებთ. )მოკლედ, კიმერიელების და გოთების ურდოების თარეშის დროს არის ნასესხები და როგორც ჩანს, მთელ აზიაში განთქმული უსწრაფესი ცხენებით, წარმოიდგინეთ რა ველური კიჟინით, მაშინდელი სამყაროს გარეუბანში ჩატოვეს,  დანამდვილებით ვერ გეტყვით  კელტურში თუ ანგლოსაქსურში , სიტყვაში  nightmare–რაც თანამედროვე ინგლისურში კოშმარს და სიტყვა სიტყვით, ღამის ცხენს ნიშნავს (შეადარეთ ფრანგულს <<cauchemar>>).

უნდა ვივარაუდოთ, რომ კიმერიელები ბრიტანეთის კუნძულებს ღამით უტევდნენ. ერთერთი ბრძოლის წინა ღამეს, შორეულ ქვეყანაში, მორიგი სოფლის დაწიოკების დროს მოპარულ ბიჭუნას, ახლა უკვე დამსახურებულ მეომარს და მთელ მომთაბარე მასაში ერთადერთს ვინც მღეროდა, ესიზმრება გემი, იალქანი  ცხვრის თავის გამოსახულებით, რომელიც ჯერ არ ახატია მას, ნაპირი და მდინარის შესართავი, მაღალი კოშკები, გაუგებარი, მესამედ სახეცვლილი  ნიშნები ენისა, რომელიც მზადაა რაც კი საიდუმლოა დამარხული მასში ამოხსნას, და რომელმაც აღმოსავლეთელ სლავებს, რომლებიც მოგვიანებით გამოჩნდებიან ასპარეზზე, შესძინა სიტყვა თამადა, და ამავე სახელწოდების ღვინო, ესეც მაგათი ყოფილა. და განხორციელებული სიზმრის სიყვარული, ზღაპრულ ხავერდოვნებით გაჟღენთილი არეული ბგერებით.

ტეგები: ,


%d bloggers like this: