დავით ქართველიშვილი – დღიურები მირანდასთვის

პირველი ნაწყვეტი:

ბიჭი და მამა ჯებირთან იდგნენ, თვალებდახუჭული ბიჭი მამას გრძნობდა. მამას ხელი ეჭირა. ბიჭს ღამის ეშინოდა.

მამა სიგარეტს ეწეოდა. მდინარეში ფერფლავდა და ხიდის გახსნას უცქერდა.მდინარე დინჯად იყო, მიედინებოდა.

ბიჭი და მამა ჯებირთან იდგნენ. იდგნენ სხვებიც-ქალი და გოგო. მამამ ქალს გაუღიმა:

-მოგწონთ?-ხიდზე მიათითა მამამ.

-დიახ-თქვა ქალმა

-თქვენ დაღლილი ადამიანი ხართ?_კინოურად მოუქცია მამამ.

-დიახ-თქვა ქალმა

-იცით, მეც.

მამა ქალისაკენ წავიდა. თვალებდახუჭული ბიჭი მიჰყვა ქალთან, ბიჭს მამის ხელი ეჭირა.

პირისპირ იდგნენ: მამა და ქალი. ბიჭი და გოგო. დიდები და ერთიციდები. მამა ზრდილად, განზე უშვებდა თამბაქოს კვამლს, ლაპარაკობდა. ქალი უსმენდა, ლამაზი თვალები ჰქონდა, ხშირად აფახულებდა.

-იცით ასეთ თემებზე-მამა ამბობდა-დაღლა, სიმარტოვე, საუბარი უცხო ადამიანთან მირჩევნია. ჩვენ რა, ალბათ ვეღარც შევხვდებით, სულს კი მოვითქვამთ. ნათესავები, მეგობრები ეჭვიანი ხალხია, მათ ვერ ეტყვი, რომ დაიღალე: რომ მარტო ხარ! გამოდის რა, რო ისინი ვერ გმეგობრობენ, უხერხულია, მაპატიეთ განდაგან ვლაპარაკობ-მამამ ბიჭს ხელი გაუშვა-აი დაუკვირდით…

ბიჭი შებარბაცდა, შემცირდა. ბიჭმა ხელისცეცება იწყო, (თვალები დახუჭული ჰქონდა). სიცარიელე, ისევ სიცარიელე, მერე რაღაც ძალიან პატარა, მჩატე რამ იგრძნო.საკუთარ ხელში მოამწყვდია.

მეორე ნაწყვეტი:

კაცური კაცის თბილისში დარჩენის მიზეზი ანუ სერიალა

ტელესერიალების სცენარებს ბევრი წერს. მოდი და უკვდავყოთ ზოგიერთი ან-ბან-გან-დონ-ენ-ვინ-ზენ-თან-ინ-კან-ლას-მან-ნარ-ონ-პან-ჟან-რაე-ს მიხედვით: ბართაია თამარ (ტელეფონით გვისაუბრია), ბუღაძე ლაშა (ვარ!), გაგნიძე მარიკა (ქართველური გვარ-სახელია)

მეც მომიწვიეს ამ საქმეზე. ჩამრთეს ქართველიშვილი დავით (SIC)

ტელესერიალის ამბავი მარტივია. ვიღებთ ერთ ვიღაც პროლეტარ-კონკია გოგონას და ამის ამბავს ვყვებით. ესე იგი: როგორ გაისვრის მისთვის ავრორა, როგორ გამდიდრდება, როგორ გათხოვდება და ა.შ. მოკლედ ეს ჩვენი კონკია ტელესერიალის ბოლოსკენ ტიპი-ური, თბილისელი ჩათლაშკა ხდება და ამას ხდება Happy End ცივილურ ენაზედ, ინგლისურად.

პროდიუსერებზე ჩემი შეხედულება მქონდა. ძირითადად უცხოური ფილმებიდან. ვფიქრობდი: აი დამხვდება ეხლა ვიღაც გაბანტული პიჟონი, დადგამს სამოვარს და ვისაუბრებთ ხელოვნებაზე. ესე იგი ტელესერიალებზე.

რას ერჩი-ნორმალური ვინმე გამოდგა პროდიუსერი, ნათლადმოსაუბრე. ჟარგონს იყენებდა ხშირად. მითხრა: დაგირეკავო. მე აბა მობილური საიდან, დავჯექი სახლში და დავიწყე ლოდინი.

ტეგები: , ,


%d bloggers like this: