გურიჩა – ამბავი პირმშოისა ედუარდისა რომელ არს უძლეველ უკუნისამდე

წელიწადსა შავსა დადგა დღე იგი რამეთუ მერმის გარდაიქცა საწყევრისად ერისა ქართველისათვის… ცივსა თვესა მუნ მოევლინა ქვეყანასა ზედა ედუარდ ჟორჟი, მოყვანილი ყანასა შიგან ამბროსისა.

რა ისმინეს ანგელოზმან და ყოველმან წიდამან მსურველმან კეთილისა, გამოეცხადნენ დამთესსა და მომყვანს ედუარდისასა და მუდარითა დიდითა შეჰვედრეს:

“საშიშ არს ძე შენი ხორციელი ქვეყანასა ზედა, რამეთუ ჭაღარაი მისი მოჰთაფლავს ინვესტორთა მათ და გონებაი გამჭრიახი შეაყვარებს ფერს წითელს, ხოლო საჭურისითა სინდისითა მისითა იქმნებიან სიტყვანი ტკბილნი და საქმენი აუგნი”.

რა ისმინა ამბროსმან ღაღადებანი მომხდურთა, მიმოავლო თვალნი მისნი კარსა და მიდამოსა მამათსა შიგან და რქუა:

“ნეტარ არს დღეი როცა უფალმან ჩვენმან მომივლინა ძე სახიერი ჭაღარითა და ღიმილითა მისითა, წეულ იქმნეს ყოველი მოსურნე ავისა წინაშე ედუარდისა ეგრემცა თქვენ, მოციქულნი სატანისა, ან იეჰოვისა, თუნდ ინსტიტუტისა, რომელ წოდებულ არს სახელითა თავისუფლებისა.”

და რა მიუგო სიტყვანი სასტიკნი, მოიქნია ამბროსმან თოხნი მისნი ოყითა შვიდითა და სეიქმნა დავიდარებაი უზომო.

პირმშოსა მასა ედუარდს მყისვე უკრეს თავნი მისნი შიგან აკვნისა ოქროისასა, რამეთუ მერმე აკვანი იგი ჩაძირულ იქნა ფსკერზედ ბაზალეთისა ტბისა მიერ ოპოზიციისა.

. . . და მოიყარენ ნათესავნი და მოკეთენი ამბროსისანი მამათსა შიგან მუნ საჭურჭლითა ურიცხვითა, რამეთუ საჭურჭლე იგი მერმედ წვალებად ერისა გასტუმრებულ ჰყო ედუარდმან ნათესავთათვის. გამართეს ღრეობაი ოჯახსა შიგან როს მიაბარეს სასუფეველს კურონი, ღორნი, ქათამნი და მარტორქანი ამბროს მამათელისა.

ზრდასრულ ჰყო უფალმან ედუარდი და გზითა ტანჯულითა მოავლინა მდივნად ცეკისა შავისა და ეგეთვე წითელისა. ხელობაი მისი შთაუგონა შენება ერისა და ეგრეთვე მრავლისა ბევრისა, უბოძა მას უროი დიდი ასაყვავებლად ქვეყნისა მისისა შიგან კავშირისა რომელ არს მოხსენიებული სახელითა აუგითა საბჭოურითა.

რა იხელთა უროი იგი ედუარდმან მოსურნემ აუგისა ჰიტლერისა, ხსენებითა დედათა, კარგთა და კეთილთა, გულსა შიგან ჩაიდო ზრახვანი დიდნი. მუნ მოვიდა მომენტი განხორციელებისა, მშენებელმან დიდმან ედუარდმან იხელთა უროი იგი ბოძებული უფლისა მიერ და იჯერა გული მისი ნგრევითა კედლისა ბერლინისა შიგან.

როს მოიჭამა და მოთავდა სანგრევი ესე მიაშურა მხარესა მას ივერიას სად ეგულვოდა მამათი იგი და ღაღადი მიწისა მშობლიურისა.

და რამეთუ უროი მისი დიდი არს, დძალითა მით ძლიერითა გაასწორა მიწასა ზედა ქვეყანაი იგი მშობელი, დაამშია ერი თვისი და დააბნელა უშუქობითა და მთავრობითა საჭურისითა, როს ნეტარ არიან ნათესავნი და მოკეთენი მისნი, რამეთუ ერთ არს ედუარდ და არს უძლეველი იგი ძალა მისი ერთობისა.

P.შ. როს დაწერა გურიჩამან მატიანე ესრე ედუარდისა, დღესა მეორეს ჯვარცმულ იქნა მიერ წინდა მამისა ბასილისა რომელ დაყდებულ არს გლდანსა შიგან უკუნითი უკუნუსამდე და მიერ გურამისა შარაძისა შარიანისა.

ტეგები: , , ,


%d bloggers like this: