გიგა ნასარიძე – სიცხე

დღე ერბო-კვერცხის შსაწვავად დადგმულ ტაფას ჰგავდა, ცხელი იყო. მე ამ ცხელ დღეში განვაგრძობდი არსებობას, რომ უეცრად კარზე კაკუნი გაისმა, მე ავდექი და კარი გავაღე, მანამდე მივედი რა კართან, ღია კარის პერპენდიკულარულად, შიშველი მანდილოსანი იდგა, მე ყველაფერს მივხვდი და მას ხელში ხურდა ფული ჩავუყარე, რომელიც იქვე შარვლის ჯიბიდან ამოვიღე, შემდეგ კარი მივხურე ,ჩემს სკმს დავუბრუნდი და განვაგრძე არსებობა.

ცხელოდა. მე ჩართული უთო გამოვრთე იმ იმედით რომ ცოტა აგრილდებოდა, არ უშველა რადგან დენი არ იყო. მაშინ გადავწყვიტე გარეთ გავსულიყავი, გადაწყვეტილების სისრულეში მოსაყვანად ავდექი და კარი უკვე მეორედ გავაღე,შიშველი მნდილოსანი ისევ იქ დამხვდა, იგი არ ტიროდა, მე მას გვერდი ავუარე და კიბეს ჩავუყევი. გარეთ გასვლისთანავე მივხვდი რომ ქუდი სხლში დმრჩა, ქუდთან ერთდ სახლში დამრჩა: სათვალე, ასანთი, თერმომეტრი, კამერუნის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების სია და გამორთული უთო. ქუდის სახლში დარჩენასთან დაკავშირებით ბულგაკოვი გამახსენდა და საკუთარ ტვინთან გასაუბრება მომინდა, არ გამომივიდა, ტვინი ჩუმად არ იყო და იმდენს ლაპარაკობდა სუბრის ხალისი წამერთვა. მთელი ამ გახსენებებისა და ფიქრების განმავლობაში გზას განვაგრძობდი, თან მაო-ძედუნის სახელი მახსენდებოდა: მაო, მაო, მაო.

მოსახვევში თეთრი აქლემი შევნიშნე, ჩვეულებისმებრ მივედი, გადავკოცნე, მოვიკითხე , მაგრამ მან ვერ მიცნო, ეტყობა ამნეზია სჭირდა. ამნეზიანი (თუ ამნეზიიანი) აქლემი მოსახვევში დავტოვე და კვლავ განვაგრძე გზა. მივდიოდი და თან ვფიქრობდირა გამეკეთებინა,რომ ამ დროს ისევ ბულგაკოვი გამახსენდა.საკუთარ ტვინს აღარც გამოვსაუბრებივარ ისე გადავწყვიტე რაღაც დამეწერა, იქვე სავარძელში ჩავჯექი, საწერ მაგიდასთან ახლოს მივიწიე, კალამი სამელნეში ჩავაწე და დავიწყე: დღე ერბო-კვერცხის შესაწვავად დადგმულ ტაფას ჰგავდა, ცხელი იყო.

მე ამ ცხელ დღეში განვაგრძობდი არსებობას, რომ უეცრად კარზე კაკუნი გაისმა. მე ავდექი და კარი გავაღე, მანამდე მივედი რა კართან. ღია კარის პერპენდიკულარულად შიშველი მანდილოსანი იდგა, მე ყველაფერს მივხვდი და მანდილოსანი სახლში შემოვიპატიჟე, მანდილოსანმა მოპატიჟებაზე უარი მიტხრა, მაგრამ სახლში მაინც შემომყვა. ცოტა ხნის შემდეგ მე მანდილოსანს ხელში ხურდა ფული ჩავუყარე, რომელიც იქვე შარვლის ჯიბიდან ამოვიღე, კარამდე მივაცილე ეს ზემოთ მრავალგზის ხსენებული კარი მივხურე და მაშინვე მივხვდი რომ შიშველი მანდილოსანი ახლა დახურული კარის პრალელურად იდგა.

27/08/97

ტეგები: , ,


%d bloggers like this: