მამუკა ბერიკა

გარინდებული სიგრილე-სახლი. სადაც ჩვენ ვცხოვრობთ.
პირქუშ მარტოობაში ვეძებთ ნაცნობ სახეებს,
ბლანტი ტბის მთვარის ანარეკლზე დაღვრილს.
შეხვედრის იმედით ვქმნით ჰისტორიას, რომელიც
ტბაში ნასროლ კენჭს ჰგავს.
ამოდის მზე და ჩადის, ფოთლებიც მიჰქრიან
ქარდაქარ… და არც არაფერი იცვლება –
არც ბლანტი გზა, არც მთოვარა მთვარე,
რომელიც ისევე ირეკლება ჩემს ჭიქაში,
როგორც ტბაში, გარინდებული სიგრილის სახლის ირგვლივ.

Advertisements

ტეგები: ,


%d bloggers like this: